ისე კი მწყინს ფორუმელთა შორის რომ (თითქმის)ვერ ვიპოვე თანამოაზრეები,მაგრამ არაუშავს,რუსთავქალაქობას მეც გილოცავთ და მინდა რომ ამ ოჯახს ერთად მივულოცოთ

საქველმოქმედო ორგანიზაცია "გააღიმე ბავშვი_გააღიმე დედამიწა" 20ოქტომბერს,კვირას, აწყობს აქციას რობიტაშვილების ოჯახის დასახმარებლად.აქედან 6 არის მცირეწლოვანი ბავშვი.
წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, შევაგროვებთ პირველ რიგში თანხას,
ასევე ბავშვებისთვის:
ტანსაცმელს,
ტკბილეულს,
სათამაშოებს,
რვეულებს,სახატავებს,ფანქრებს.
საკითხავ ლიტერატურას.
შეგროვილ ნივთებს, სურვილის შემთხვევაში, თქვენთან ერთად გადავცემთ ოჯახს.
შეხვედრის ადგილის დასაგეგმად და დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე 557491928.
ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.
This post has been edited by ქეთუზა on 19 Oct 2013, 11:05