გამარჯობა ყველას,
ძალიან მინდა რაჭაში სახლის ყიდვა. ძირითადად სოფელ ბეთლევში, ჩიხრაძეების უბანში ან გელბახიანების. ეს არის ნაძვნარის სისტემის პირი, რომელზეც მე ვარ ბავშვობიდან შეყვარებული.
მე, თვად, საჩხერელი ვარ წარმოშობით, მაგრამ ეს არის სოფელი, რომელშიც ბავშვობაში ვისვენებდი და ახლა, როცა საკუთრი შვილები მყვას, ძალიან მინდა მათაც აქ დაისვენონ ხოლმე.
ვინმეს ხომ არ შეგიძლიათ ჩემი დახმარება? ძირითადად ვგულისხმობ იმას, ხომ არ არის ამბროლაურში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო, რომლის ტელეფონის ნომრის მოცემაც შეგიძლიათ?
კიდევ ამქვს ასეთი კითხვა: ნიკორწმინდაში არის ნაძვნარის სისტემა? მაშინ შეიძლება, აქ მეყიდა სახლი, იმ შემთხვევაში, თუ ჩიხრაძეებში ან გელბახიანებში არ იყიდება არაფერი. მოკლედ ნაძვნარში, ამ მის პირას მინდა სახლი.
გთხოვთ, თუ ვინმე ფლობთ, რაიმე ინფორმაციას, დამეხმარეთ. ძალიან, ძალიან მადლობელი დაგრჩებით.
P.S. მინდა აშენებული, მზა სახლი, რადგან თბილისიდან იქ სიარულისა და მშენებლობის წარმართვის დრო არ ამქვს

.
მოუთმენლად ველი ყველა გამოხმაურებას. დიდი მადლობა წინასწარ.