avgusta
HUG

      
ჯგუფი: Members
წერილები: 19601
წევრი No.: 103961
რეგისტრ.: 2-November 09
|
#41440437 · 27 Jun 2014, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
chioreli განსაკუთრებით "ფერხორციან"რაჭველებს თუ აიყოლიებ ორმაგი სიკეთე გამოგივა... ; * * * * ---------------------------------------
გალაკტიონ ტაბიძე
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, - როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი-დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი - ნიკორწმინდა!
გრძნობ - ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანთო
ნათლად ნიკორწმინდა.
ხვეულთ დიადება
ვხედავ - რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება - ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი - ნიკორწმინდა.
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს, ნიკორწმინდა!
შენ, ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლვრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!
1947 * * * ---------------------------------------- ---------------------------------------- გზაზე მიდის ცხრა რაჭველი,ცხრა მზიანი, ცხრა ნათელი,ცხრა მწუხარე, ცხრა მქუხარე,ცხრა მოხუცი ნაღვლიანი.ალოთავებს იხსენებენ,ჯალაბებით გარჯასაო,გლახა შვილები გავზარდეთ –ვერ მიხედეს რაჭასაო...გზაზე მიდის ცხრა რაჭველი,ცხრა მზიანი, ცხრა ნათელი,ცხრა გზა, ცხრა მთა, ცხრა მარჯვენი,ცხრა სოფელი ხავსიანი.... * * * რევაზ ლებანიძე
ვინა თქვა რაჭის სიკვდილი,
რა ჭირს მას სასიკვდილო,
ცოცხალია, ცოცხალი
მსურს ხმამაღლა ვიყვირო.
ზოგჯერ მეც ჩავფიქრდები,
იქნებ მართლა მკვდარია,
მაგრამ ვიღაც ჩამძახის,
კაცო, რამ გადაგრია.
გახედეთ მდინარეებს,
ნახეთ რა ამბებია,
შვილიშვილებს უხმობენ
ბაბუა და ბებია.
ეს ამდენი ბავშვები
რაჭის მონაგარია
ჩემი რაჭის ბუნება
ნახეთ რა მაგარია.
მოხუცების ხალისი
თითქმის დროებითია,
სექტემბერში ბავშვები
ქალაქებში მიდიან.
არ თქვათ რაჭის სიკვდილი
ის სიცოცხლის ღირსია
ხალხი დაგვიბრუნდება
მომავალი მისია.
* * * --------------------- ---------------------
გორზე სვანი გადმოდგა,
გადმიტყუა რაჭამაო
ნახა ედემი, იხუმრა :
რა ქვეყანაა რა ჭაო,
ფუძის ანგელოზს მოესმა
"რომელი ჭა და რა ჭაო"
კვირიკე წმინდა გწყალობდეს
ფუძეურყევო რაჭაო ! * * * --------------- --------------- ბორის გუგეშაშვილი
სადღეგრძელო
... აქ აპრილები თვრებიან ახლაც,
"სუფრულს" ახურებს შეხლა ყანწების,
მეც მოდიდებულ ქვედრულას დავლევ
და ჯაჭვის ხიდზე შევბარბაცდები.
მერე ჩემს ღიღინს თუ მოჰკრა ყური,
შემიპატიჟებს რაჭველი გზიდან
უბრალო, როგორც ალალი პური
და ზეცასავით უხვი და წმინდა.
თქვენ გაგიმარჯოთ! მზისფერი ყანწით
თქვენთვის ლოცვაში დავთვრები დღესაც,
თქვენს სადღეგრძელოს ზეცამდე ავწევ
და შემოვითრობ უსაზღვრო ზეცას
------------------ ------------------
მურმან ლებანიძე
მოწყენილ სოფლებს–
აღარც სტვირი, აღარც ფანდური!
გაპარტახება,
მყუდროება მზარავს საყდრული!
არც ვაზის მყნობა,
არც შენება მაღალმხატვრული!
არც ქალის წკვრელა,
არც ყიჟინა ახალგაზრდული!
აღარც ,,ქვედრულა"
და ფერხული მრავალსართული!
აღარც მომსვლელი
და, პასუხად, აღარც დამხვდური!
* * * -------------------------------------- -------------------------------------- გიგა ჯაფარიძე
ვერა, ვერ დავადნე
მე შენი ალერსი...
ხალიბის ნაწრთობი გული,
აზრი ნაპერწკალი
გრძნობის დანაკვესი
ვერავინ გახადა კრული.
ვადიდებ ჩემს გულში
ვინაც ეს დატესა...
ვითომ, რა ამაოდ დაშვრა?!
ბუდიდან ააფრენ
მთების მართვესა
ბევრიც, რომ უკივლო აქშა,
ამ მთების შვილი ვარ
ლაღი, ამაყი !
რიონმა მაწოვა ძუძუ.
ვერაფრით მომაშტობ
ვიდრე მთლად არ აყრი
ამ ჭაში ჩაჭედებულ კუნძულს...
ფიცხელი შევარდნით,
მირბიან ფიქრები
ნალები კლდეებზე კვესავს!
თუ მთლად დავინქმები,
მრწამს გარდავიქმნები
"ცახელის" უტკბილეს ლექსად
და ბაჯის ბორანთან
ნამღერი ფერხულის ბანისგან
მიწა რომ იძვრის,
რაღაცას მაყვედრის...
ამ დროს ნაფეხური
ამ მიწის "შავტუხა სიძის"
ეს ჩემი სუნთქვაა,
ცამდის აზიდული
შენ რომ ნიკორწმინდას უხმობ...
ერისთვის ასული,
აქ გვყავს დაწინდული
რწმენას ნუ ჩამიხშობ უღვთოდ.
მაჩაბლის ციხესთან
მოუხმობ მაჩაბელს
და "მინდა ციხესთან" როსტომს,
მინდა "ხიდიკარში"
ზეიმი გაჩაღდეს
შეშურდეს სხვა მრავალ
უფროს ტომს,
"ბრილი" საგანძური,
ამ მთების მურაზი...
ჭედის გაჭედილი რვალი
საგლოლოს ბესიკის,
ხიმშს თეიმურაზის
ბარაკონს რუსთველის კვალი...
ჯანი შოვს ნაშოვი,
გლოლის ფიჭვი, ნაძვი...
ქვედრულის ნარჩენი ბექობს,
რიონის სათავეს
ჰიმნი ჭიჭინაძის
ხარ-ჯიხვთა კვეთების ექოდ!
თუ ვინძლო ცხოვრების
დღენი გადითვალა,
ან ნისლმა შეჟანგა სული?!
უწერავ,ხვანჭკარავ,
ჩემო ხარისთვალა,
ისევ თქვენ დამილოცეთ წყლული
ხალასი გრძნობები,
რომ მუდამ უტყვია,
შემინდე ამდენს რომ ვბედავ,
მაგრამ უნაზესო
როდის გაბუტვია
შვილს უზენაესი დედა ?!
ეს ჩემი ბუტბუტის
მიიღე ისევე, როგორც
აღსარება წრფელი,
ამ წმინდა მიწაში
სინდისი ისვენებს და
კვლავ აღზევებას ელის!
This post has been edited by avgusta on 27 Jun 2014, 20:54
|