ყველას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს
შენ შენთვის უნდა მოირგო

სიღნაღი ძალიან პატარაა >> სულ 1500 კაცი ცხოვრობს
ერთი დიდი კორპუსის ხალხია ფაქტობრივად

ჩათვალე რომ სოფელში ცხოვრობ >> ძალიან ლამაზი ხედებით
ტურისტები აივლიან ჩაივლიან >> მთელი ქალაქი ტურიზმზეა აწყობილი >> ათასი ჯურის ხალხს ნახავ
თუ ეგეთი რამეენი გაინტერესებს წაი სიღნაღში

--
თელავი შედარებით დიდია
თუმცა თბილისის გადმოსახედიდან მაინც პატარა

მცირე ზომის მიუხედავად ქალაქისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა კომპონენტი აქვს >> თეატრი, მუზეუმი, გალერეა, უნივერსიტეტი, სალოთაო თუ განსატვირთი ადგილები, საცობებიც კი და ა.შ.
ტურისტები აქაც არიან, მაგრამ ნაკლები კონცენტრაციით >> შესაბამისად ნაკლებად შეიმჩნევა
საბოლოო ჯამში, სიდიდის მიუხედავად ალბათ თელავი უფრო მყუდრო ქალაქია ვიდრე სიღნაღი
ოღონდ კორონას და ჩაკეტილი საზღვრების პოირებობში >> სიღნაღს აქვს უპირატესობა

შენი ინტერესების და მისწრაფებების მიხედვით უნდა შეარჩიო,
ორივე კარგია
ყვარელი და ლაგოდეხიც კარგია
გურჯაანს ერიდე