ქუთაისში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს
ქუთაისში, N100 სამარშრუტო ტაქსი დააყაჩაღეს. როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევა ქუთაისში, ე.წ. „საღორიაზე“, წუხელ, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, დღის განმავლობაში ნაშოვნი ფული წაართვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მომხდართან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ისინი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
News.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება N100 სამარშრუტო ხაზის მფლობელ კომპანია შპს „ავტოტრანსკორპორაციასთან“ სცადა. კომპანიის ხელმძღვანელის დავით მატარაძის განცხადებით, მსგავსი რამ არც მას სმენია, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულით საპატრულო პოლიციაც დაინტერესდა.
„როგორც გავიგე, რაღაც ტელეფონის დაკარგვაზე იყო საუბარი. სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ძარცვაზე საპატრულო პოლიციას უკითხავს მძღოლებისათვის. მე ყველა მძღოლს ველაპარაკე და მსგავსი არაფერი უთქვამთ,“ - ამბობს მატარაძე.
http://news.ge/ge/news/story/100645-qutais...li-daayachaghesუყურე შენ
https://forum.ge/?&act=Members&photoonly=&name=&name_box=all&max_results=50&filter=ALL&sort_order=desc&sort_key=posts&st=550
http://www.skyscrapercity.com/forumdisplay.php?f=2839