იქნებ დაინტერესდეს ვინმე ამ ვაკანსიით.
კომპანია "აგრო თრეიდინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.
მოვალეობები:
კომპანიის პროდუქტების ზედმიწევნით შესწავლა
კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება რეგიონში (მისი საქმიანობის არეალში)
კლიენტების საჭიროებების შესწავლა და ინფორმაციის მიწოდება კომპანიისთვის
კონკურენტების მონიტორინგი მის რეგიონში
რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ფერმერებთან ვიზიტების განხორციელება და შეთავაზებების გაკეთება
ანგარიშების მომზადება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის
უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება (რომელიც მის საქმიანობას ეხება).
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ვეტერინარის სპეციალობა)
სასურველია გამოცდილება გაყიდვების ან დისტრიბუციის სფეროში
რუსული ენის ცოდნა
სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
აუცილებელია მართვის მოწმობა (სასურველია ავტომობილის ქონა).
საჭირო პიროვნული უნარები:
კომუნიკაბელურობა
ენერგიული, აქტიური
ორგანიზატორული ნიჭი
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე hr@startbs.ge გადმოგვიგზავნოთ CV, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ადამიანებს უფრო მეტად უნდა დააკვირდე, თვალს თუ არ მოაცილებ, მიხვდები, ზოგჯერ მათ არ იციან, რა საჭირდებათ.
ეს ყველაზე დიდი შანსია, შეგიძლია ისეთი რამ შეაკეთო, რაც შენს ველოსიპედს არ ჰგავს, შეგიძლია ადამიანს დაეხმარო.