მე ძალიან მომწონს, კარგად წერენ ჩვენი ბიჭები და მშვენიერია.
ადრე მასე სხვა ყველაფერიც სხვაგვარად იყო, არამხოლოდ პოეზია. თვითონ გიორგი არაბულს აქვს ერთ-ერთი ლექსში "სირცხვილი იუბნო ხმამაღლა მიყვარდა, სირცხვილი იუბნო ვის როგორ ეტრფოდივ..."
ჯაბუშანურზე მაგარი პოეტი არ გვყოლია ხევსურებს, მაგრამ გმირობასთან ერთად თავის ტრფიალს გამოხატავდა მზექალისადმი და მშვენიერი სინთეზია ჩემი აზრით. პრინციპში მაგას სიყვარულიც აღარ ჰქვია...
"და თუ მნათობი ისევ გაურჩდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ, საკუთარს
და შენ ჩაგიდგამ, დაე ალალი
იყოს ის შენთვის, თუ ბედნიერი
იქნები მგოსნის ქალღმერთი _ ჯიქი,
ჩემთვის კი აბა, რა ბედენაა,
თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი."
ან ეს:
დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!
თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!
მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-
შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.
ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,
შენი თმები მაგონდება, მზექალო!
და ამ სატრფიალო თემატიკის პარალელურად წერდა ამას:
მომეცით ხმალი დამახურეთ თავზე ჩაჩქანი,
მომგვარეთ ლურჯა უხედნელი, გიჟი, უბელო,
არც თანამგზავრი მინდა ვინმე მივალ საჩქაროდ,
მხოლოდ მეგზურად მეყოლება მრუმე ღრუბელი.
უთქვამთ ვიღაცებს თითქოს ვაწყობ სიტყვებს ცარიელს,
ვითომ საქმით კი არ შემეძლოს სხვებთან დადგომა,
ვითომ სუსტი ვარ, უღონო და ბედდაცარული
და გამიჭირდეს გავაცხადო ჩემი ნათქვამი.
მივალ საზღვარზე ავი სიტყვით შენარხევ სულით,
ვანანებ, ვინაც ჩემი ქვეყნის მზეს ერქინება,
მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ ხმარობს მახვილს ხევსური,
და როგორ მღერის, როცა მოსულ მტერს ერკინება.
მომეცით ხმალი-თავს ვანებებ ლექსთა მოყოლას,
მინდა საქმითაც დავამტკიცო მღერა ქველური,
მარტო ვიბრძოლებ, როგორც ძველად ქისტი ჯოყოლა,
რომ ყველა ყბედებს დავუმოკლო ენა გველური.
რანაირად არ უხდება ახლა ეს? სიამაყეა პირადად ჩემთვის. <3
ჩვენი პატარა მოპოეტო ბიჭებიც კი რაღაც სულისკვეთებას გამოხატავენ, მაინც სისხლში აქვთ ეს აჩეხვა-დაჩეხვა და თავგანწირვა.

არ ვთვლი, რომ შემდგარი პოეტები არიან უმეტესობა, მაგრამ რამდენიმე ნამდვილად ღირსეულია.
ისე კი ეს კაცი ბევრმა არ იცის, ნუ ზოგი ვერც იგებს ამ ლექსს. შედევრია ჩემთვის... აი ჟრუანტელი მივლის.