დღეს ჩამოვედი ბათუმიდან.. ჩემს შთაბეჭდილებეს დავწერ იქნება ვინმეს გამოგადგეთ..
გამოვექეცი წვიმას..
სულ ზუსტად 6 დღე გამომივიდა დასვენება..
და ის 6 დღე კარგი ამინდები იყო.. დავაბრუნე მატარებლის ბილეთი 3 დღით ადრე..
მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ..
10 ლარად ვისვენებდი დღეში მწვანე კონცხზე..
ბოტანიკურის ქვევით დავდიოდი პლიაჟზე მერე #31 სამარშუტოთი მივდიოდი ბათუმში..
გემზე ჩემი მეგობარი არ გამომყვა გასეირნების მიზნით, მეშინიაო..
დიდი დიდი ჩავიძიროთ მეთქი მარა ვერ დავიყოლიე

ძალიან მომეწონა ახალგახსნილი ლაღიძის წყლები..
ერთი 100 ლარამდე მგონი ხაჭაპურები და შოკოლადის წვენი მარტო ჩვენ დავხარჯეთ ..
იმედია არ გააფუჭებენ..
მომსახურება ნორმალური .. სისუფთავე და კარგ ადგილასაა.
ასევე გუდვილის გამზადებული საკვებიც ხელმისაწვდომი ფასებისაა..
კიდე გამსახურდიას ქუჩას ეკუთვნის მგონი " ბატას' ქვევით იყო სახცობი უგემრიელესი იყო და ნორმალური ფასებით.
ხოფას ბაზრობაზე წამაჩიქჩიქა მეგობარმა და ფეხსაცმელი ვიყიდე 50 ლარად, გული მისკდება კარგად რომ დავაკვირდი გონივრული ეჭვი გამიჩნდა არ არის თურქული დამაგოიმეს..
ხოფას ბაძრობაზე არ ვყიდულობთო ადგილობრივებმა რამდენიმემ მითხრა..
ოღონდ ეს ტუფლები გამომადგეს