ახლა ცოტათი სარფის საბაჟოს შესახებ
რახან თურქეთი უფრო ახლოს იყო ვიდრე ბათუმი, ცოლმა აიჩემა მოდი ცოტა ხნით გადავიდეთ და იქ ჩასაცმელებს და სახლისთვის რაღაცეებს შევათვალიერებო
არადროს არანაირად არ მიზიდავდა ეს შეთვალიერება და ტანსაცმლის მაღაზიებში ბოდიალი, უხალისოდ მივიღე ცოლის წინადადება და გონიოდან სულ რაღაც 10 წუთში გადავკვეთეთ თურქეთის საზღვარი და როგორც კი აღმოვჩნდით თურქეთის ტერიტორიაზე, ორივემ ვინანეთ
უკანა მხარეს, საქართველოს მიმართულებით იდგა უზარმაზარი რიგი
თურქეთში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ასეთი საშინელი რიგი არ მახსოვს
რიგში მეტი წილი ქართველები, ქართველები რიგში ხომ ცალკე თემაა?
არის ერთი გნიასი, გაწევ-გამოწევა, ჩხუბი და ყაყანი.
მარტო რიგის სიგანე შეგაშინებდა, ვერ გაიგებდი ვინ ვის მერე იდგა, რიგის ბოლო კიდევ ლამის ქემალ ფაშამდე მიდიოდა
მოკლედ იმისთანა ამბავი, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში
ნორმალურად ვერ გავიგე, საიდან გაჩნდა ამხელა რიგი
ზოგი თურქების საბაჟო ტექნიკური სისტემის შეფერხებას აბრალებდა
ზოგი ერდოგანის მიერ დაწესებულ კომენდანტის საათს
ზოგი სეზონურ სამუშაოზე წასულ ქართველების დაბრუნებას და ასე შემდეგ
თურქი მესაზღვრე პოლიციელები და ჟანდარმერიის ხალხი მეტად გაღიზიანებული იყო
ავტომატიანი თურქი ამჯერად ბევრი იყო

რიგის ბოლო წითელი ისრის იქით მიდის

This post has been edited by tintoreto on 28 Aug 2016, 21:12
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი