მშვენიერი ახალი ავტობუსები შემოიყვანეს რუსთავში, რომლებმაც მთლიანად უნდა ჩაანავლონ ძველი ყვითლები.
ალბათ ამ ტრანსპორტის შეზღუდვას რომ მოხსნიან უკვე ივლიან ხაზებზე. მთავარია ხალხი როგორ გაუბრთხილდება, ვანდალურ ფაქტებს იმედია რომ არ ექნება ადგილი.
ასევე თუ რუსთავი-თბილისის ხაზზეც ივლიან და ფასიც ნორმალური იქნება, კიდევ უფრო მთლად უკეთესი
ამ ყვითელ ავტობუსებს კი რაც შეეხება, ცოტა ნოსტალგია ალბათ დამრჩება, ვინაიდან ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი როცა 2007-ში შემოიყვანეს, მახსოვს როგორ დავკატაობდი მაგ ავტობუსებით, მაშინ როცა ჩემებს სკოლაში ვეგონე
მიმაგრებული სურათი