ratomac aRaმასე გეთქვა, შეკაცო, მეგონა ლოკაცია გაინტერესებდა
მე ბოლომდე არ შევსულვარ შიგნით, ბოლომდე რა, თავი შევყავი უბრალოდ.
ასეთი შესასვლელი აქვს

ასეთი ხედია მაღლა :დ

მერე რაღაც კიბეა, იმ კიბით ქვემოთ ჩადიხარ და მგონი შედარებით გაშლილი სივრცეა, იმის იქეთ რა ხდება არ ვიცი. აი იმერეთის მღვიმეები გაკეთებული რომ აქვთ, ლამაზია კი. მარა აქ რომ შედიხარ, სამარისებული სიჩუმეა, სადღაც წვეთის ჩამოვარდნის ხმა იმხელაზე ისმის, თითქოს თავში გეცემა რაღაც. და ეს სიჩუმე ისე მოქმედებს, ძალიან უსუსური არსება მგონია თავი

კიდევ რამდენიმე კაცთან ერთად შეიძლება არ დავიძაბო ასე, ჩვენ ორნი ვიყავით მხოლოდ.
სხარტალში ადგილობრივმა გვითხრა, კიდევაა ერთი მღვიმეო და ის ყველაზე დიდიაო. მაგრამ ცოტა რთულად მისადგომია და თქვენით შეიძლება ვერ მიაგნოთო. ორკვირიანი ბოდილის მერე, ნაღდად არ მქონდა იმ მღვიმის ძებნის თავი.
ვივიანადაახლოებით იგივეს იძახიან გოგოლათის მღვიმეზე, ამბობენ აქედან პატარა ონში გახვალო

ვიკითხეთ ვინმე არის ნამყოფითქო და დაფიქრდნენ რაჭველები, მემგონი არაო, აბა რა იცით, რომ პატარა ონამდე გადის მღვიმე-თქო და რამდენიმე წამიანი დაფიქრების შემდეგ, ვიცითო - დინჯი პასუხი გაისმა. მოდი და ეკამათე ახლა ამათ