#49746827 · 20 Jan 2017, 18:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ელექტორენერგიაზე შეღავათი კარგია, მაგრამ გზაც თუ არ გაუყვანეს, სკოლა, ექიმი, ტელეფონი, ინტერნეტი, მაღაზია, ელემენტარული საყოფაცხოვრებო რამეები თუ არ ექნებათ, ეგ მაინც ვერ ააღორძინებს მთას. აუცილებელია იმ ხალხს ადგილზე დასაქმებაში დაეხმარონ და იქ შეუქნან რამე - საწარმო, საჯარო სამსახური... თუმცა აჯობებს, რამე ისეთი შეუქმნან, თან პროდუქციაც რომ აწარმოონ; ხილის, რძის პროდუქტების გადამუშავება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა და მერემათ რეალიზებაში დახმარება - ქვეყანას ასე უფრო მეტად წაადგებიან, თორემ არასწორი მიდგომა მგონია, შრომისუნარიანი ხალხი მხოლოდ სოციალური შეღავათების იმედად დატოვო. მაგრამ მთაში მთავარი პრობლემა მაინც უგზოობაა.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|