კი, კვირას ვომობთ
თყვიები გამოუგზავნიათ კაი ხნის წინ, მარა საბაჟოზე პრობლემები შეიქმნა (იქ), დაბრუნდა ყუთი. თავიდან გააგზავნიან ხვალ.
HAV-ს ხო აქვს კიდევ ერთი პარკი - ამით ვითამაშოთ, გვეყოფა (ამ პარკის გარდა დეპოსაც აქვს წოტა დარჩენილი)
მაშ ასე, მოვიმზადოთ მომდევნო შეხვედრისათვის.
თამაში გაიმართება კვირას, 10 ივნისს, კოჯორში.ფულიც უნდა დავდოთ სუყველამ. რაზე?1. საიტი www.airsoft.ge. დომენი რო ერთი წლით დავითრიოთ, საჭიროა 30 ლარი. ვისაც უნდა რო ჩვენს სტრაიკბოლს ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი საიტი - გთხოვთ დადოთ ფული. დომენი არის პირველი ნაბიჯი.
2. ამის მერე უნდა ვიყიდოთ თითონ ჰოსტინგი (40-70$), და აქაც საჭიროა თქვენი დახმარება..
შევაგროვოთ შემდეგ თამაშზე 5 ლარი ან მეტი, თუ გაქვთ საშუალება, რა თქმა უნდა. იქიდან ნაწილი წავა დომენზე, მეორე ნაწილი - მოსბერგების დათრევაში ახლებისათვის, მესამე ნაწილი - ჰოსტინგი რო ვიყიდოთ ერთი წლით. რამდენიმე ჯერ დავდოთ ფული და გვექნება საიტი + ნორმალური ფორუმი. თამაშის დროს შედგენილი იქნება "ბიუჯეტი", რომელიც გამოქვეყნებული იქნება სადმე ინტერნეტში ("სადმე" - დროებითი მოვლენაა, ფორუმს რო გავაკეთებთ, იქ გამოკრული იქნება ინფო).
მემენტოს დაუწყია უკვე ფულის შეგროვება, როგორც მახსოვს.
ეხლა კიდევ ერთი რამე.
ჰოსტინგის და საიტის ფულს მალე შევაგროვებთ. მარა ფულის შეგროვება თითო თამაშზე გაგრძელდება - მემენტოს უნდა დავუბრუნოთ სუ ყველამ 40 ლარი (უკვე ნაკლები).
ამის მერე ნელ ნელა გადავალთ "დამოუკიდებელ რეჟიმში"!ანუ სათვალეები და იარაღი მოიტანეთ თქვენ, თქვენი. მარა სანამ კარგ მაღაზიას არ ვიპოვით სადაც იაფად ყიდიან სათვალეებს, ეს "დამოუკიდებელი რეჟიმი" ძალაში არ შევა.
რამდენიმე რკინის ლულა გვაკვს მოსბერგების, შევპირდი BigCrow-ს და Climber-ას, რო მივცემ ლულებს. თამაშზე მოვიტან ამ ლულებს. ან, თუ გინდათ, დამიკავშირდით 893463006, შევხდეთ და მოქცემთ ლულებს.
დანარჩენ ლულებზე ვილაპარაკოთ თამაშზე. ამ დროსაც უნდა ვიპოვოთ ახალი ლულები, თორემ მოსბერგი რკინის ლულის გარეშე არის ტრუხა. ავტომატების რაოდენობა კი მატულობს, და მოსბერგით უფრო და უფრო ძნელი ხდება თამაში.
რა გამოდის: შემდეგი თამაშისათვის მოდით თქვენი მოსბერგებით (თუ თქვენი მოსბერგი ჩვენთან არის, სხვა საქმეა)! Bloods OG, იარაღს როდის აზაკაზებ?
Tazo, შენ რას გეგმავ?

შეკითხვები?