დაწყება მინდა სტაიკბოლის თამაში და მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ ჩემი მიღების საკითხი თქვენს წრეში
ვარ 25 წლის, საჯარო მოხელე, ვმუშაობ ერთ ერთ სამინისტროში. ბავშობიდან გატაცებული ვარ სამხედრო საქმით და იარაღით, და რადგან პროფესინალი სამხედრო ვერ გამოვალ იქნებ ეს სურვილი სტრაიკბოლით მოვიკლა
კიბორგ მეგობარო უპასუხოდ ნუ დამიტოვებ ამ პოსტს, თანაც ერთ ერთი პირობა რომ თავდებად უნდა დამიდგეს ვინმე ალბათ შესრულდება, რადგან გამიწევს ერთი პიროვნება რეკომენდაციას შენთან, ამაზე უკვე ვთხოვე და შემპირდა.
როცა სეზონი გაიხსნება იქნებ წამიყვანოთ სადმე ვარჯიშზე ან რომელიმე ბრძოლაზე, ჯერ დავესწრები, შევხედავ, იქნებ ჩემს ძალებს სულაც აღემატება სტრაიკბოლის თამაში

თან გაგიცნობთ კიდევაც, პლუს რეკომენდაციებსაც მომცემთ თავიდან რა სევიძინო და ასე შემდეგ.
მოკლედ დიდი სურვილი მაქვს გავხდე თქვენი კლუბის წევრი და ვითამაშო ეს თამაში.
მე თითქმის ყველა პოსტი მაქვს აქ წაკითხული და ასე თუ ისე გავერკვიე წესებში. რაც შეეხება პატიოსნება, ეგ არ მაკლია

ანუ ჩემგან გამორიცხულია თამაშის დროს ტყუილი, თუმცა ასე დაწერეა შეიძლება მაგრამ ვინ გენდობა ეს მეორეა, ამას კი რეალში გაცნობის გარეშე ვერ მიხვდებით

ერთი სიტყვით იქნებ გამომეხმაუროთ და უახლოეს თქვენს შეკრებაზე წამიყვანოთ "დამკვირვებად"
წინასწარ დიდი მადლობა