Rushხოოო...
ცუდი გამოცდილება გაქვს, არ ითვლება გამოცდილებად, ჩათვალე რო ნიუბი ხარ, მოდიხარ ჩემი თავდებით.
1. ჩვენთან არ არის ინსტრუქტორები, არ ქირავდება იარაღები, არავინ არ იღებს ვიდეოზე, არ არის მაღალი კლასის მომსახურება, პოლიგონები არ არის მოწყობილი - პოლიგონები არი მიტოვებული ქარხნები, შენობები, მთიანი ტყე, ბევრი ეკლებით და უბედურებებით...
2. ისევ და ისევ, არ ხდება "სასტავის" მოსვლა, იარაღების ტიუნინგი მოსულა და მიდის სრულ შესაძლებელ მაქსიმუმებამდე (ეჭვი მაქ "გაქირავებაში" მხოლოდ სტანდარტული ან ცოტა გაძლიერებული მარა ისე რო ხალხს ერტმანეთი ვერ დაეზიანებინა იარაღები იყო... ჩვენთან აგერ lev -ის ნასროლი 2 ტყვია გვერდში დღემდე შრამად მაჩნია...
ვიმეორებ - მსაჯები არ არის, აღიარება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პირით, ამიტომ არ მესიამოვნა რო თქვი პეინტბოლს ვთამაშობდიო... იმედია პეინტი არ არის შენი სპორტი, თორე ასეთებიც ხდება, არიან ხალხი ვინც მოდის, მერე მიდის პეინტზე და ამბობს რო სტრაიკი არ არის მისი სპორტი, მას უნდა პეინტი. სავსებით გასაგებია რატომ.
კიდევ ერთხელ - პოლიგონები არ არის მოწყობილი, პოლიგონები არი რაც არი თAვის თავად, მიტოვებული ქარხნები უამრავი ამოჩხერილი რკინებით, აუშენებელი კიბეებით, თავ ახდილი ლუკებით - ტყეებში თავისი ხევებით და უბედურებებით, სადაც შეიძლება თავისუფლად მოიტეხო რაიმე ან მოკვდე საერთოდ, როგორც ნებისმიერ ბუნებრივ პირობებში. ყოფილა ძალიან სახიფათო ინციდენტებიც.
VIP ჩვენც გვითამაშია, დიდი წარმატების გარეშე:
1. არავის არ უნდა VIP -ობა.
2. ყველა ტყვია ხვდება VIP -ს

იგივე დიდი სცენარი ვითამაშეთ (მთელ დღიანი) VIP -ით და იტოგში VIP-ს კლავენ თვითონ ტერორისტები - გაყვანისას.
ლიჩნა ჩემთვის უფრო საინტერესოა ამ სეზონზე სამხედრო სცენარები, მაგალითად ის რაც HAV-მა მოიფიქრა და რისი draft ვერსიაც, 1 დღიანი, ვითამაშეთ ჯვართან. ძალიან დაძაბული და აგრესიულიც კი გამოვიდა, ყველა უკმაყოფილო დარჩა პროცესით, მარა in the end რო დაფიქრდე ძალიან საინტერსო ტაქტიკური თამაში იყო, ბევრი ნიუანსებით და ბევრი ნერვიულობით. ყველაფერი გააფუჭა ჩემმა უხეშმა ჩარევამ სცენარში, რაც მომავალში აღარ იქნება და სცენარი შესაბამისად უფრო დახვეწილი გამოვა, აუცილებლად ვითამაშებთ ამ სცენარის 2 დღიან ვერსიას. I promiss
მოკლედ გაემზადე რომ შენი გამოცდილებიდან ვალიდური მხოლოდ ის არის იარაღები როგორ გეკავა. წესები და პრინციპები და იდეები სულ სხვა იქნება. ზა ტო განწყობა დარწმუნებული ვარ იგივეა - მეგობრული და მხიარული ბრძოლას გარეთ და აგრესიული და კონცენტრირებული ბრძოლისას, იმ განსხვავებით რო მიუხედავად ამ დაძაბულობისგან უნდა გეყოს ძალა ტყვია რო მოგხვდება შეწყვიტო ომი, ადგე და წახვიდე, არავინ არაფერს არ გეტყვის და არ მიგითითებს.