tamuna geერთ წელზე კეთდება წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა. სამივე კომპონენტი ერთ ვაქცინაშია (ანუ ერთი ჩხვლეტაა)
* * *
რაც შეეხება გრიპის ვაქცინაციას, რამდენიმე საჭირო ინფორმაციას დავდებ:
1. ვაქცინა არის მხოლოდ გრიპის შტამების წინააღმდეგ შექმნილი და არ იცავს სხვა რესპირატორული ვირუსებისგან.
2. არ უნდა მოხდეს გრიპის გაიგივება ,,მწვავე რესპირაციულ ინფექციებთან".
,,მწვავე რესპირაციული ინფექციები" ხასიათდება ტემპერატურის მომატებით (38-38.5 გრადუსამდე), სურდოთი, ყელის ტკივილით და ხველით..
ყველაზე ფართოდ გავრცელებულ რესპირაციულ დაავადებას წარმოადგენს მწვავე რინიტი, გამოწვეული რინოვირუსებით ან მსგავსი მონათესავე ვირუსებით. იგი გართულებებს არ იძლევა და გადატანის შემდეგ უკვალოდ ქრება.
3. რაც შეეხება გრიპს: იგი მიმდინარეობს მაღალი ინტოქსიკაციით, ახასიათებს მწვავე დასაწყისი, ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ცხელება გრძელდება 3-6 დღე, მშრალი ხველა, ცხვირის გაჭედვა, 2-3 დღეში იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან.
4. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, გრიპს ახასიათებს ხშირი გართულებები (პნევმონია, ბრონქიტი, ოტიტი, სინუსიტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი და სხვა). ამიტომ არასწორი იქნებოდა, რომ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია და გრიპი გავაიგივოთ.
5. გრიპის გამოწვევები სამი სხვადასხვა ტიპის (A,B,C), სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ანტიგენია. აქედან ყველაზე მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს C ტიპს, ამიტომ ეს ტიპი არ შედის გრიპის ვაქცინაში. გრიპის ვაქცინა შეიცავს 3 შტამს (აქედან 2 შტამი არის A ტიპის ვირუსის და ერთი B ტიპის ვირუსის). B ტიპს მხოლოდ ერთი შტამი გააჩნია და შედარებით იშვიათია, ხოლო A ტიპი ყველაზე რთული მიმდინარეობით ხასიათდება და იწვევს ეპიდემიებს და პანდემიებს. სწორედ ამიტომ შეიქმნა გრიპის ვაქცინა, რომელშიც შედის სწორედ ის ყველაზე რთულად მიმდინარე შტამები.
ეს მოკლედ, რაც მინდოდა დამეწერა გრიპზე და მის ვაქცინაციაზე.
ახლა მშობლებმა უნდა გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა ჩვენი შვილები დაცული გვყავდეს უამრავი ვირუსიდან იმ ყველაზე აგრესიულად მიმდინარე შტამებისგან, რომლებიც წლევანდელ სეზონში არის მოსალოდნელი.
მე პირადად უკვე 7 წელია ჩემს ოჯახს ყოველწლიურად ვცრი გრიპზე და კმაყოფილიც ვარ..
ცოტა დიდი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მე მგონი ყველას აინტერესებდა ეს თემა, თანაც ახლა აქტუალური პერიოდია ვაქცინაციისთვის

გისურვებთ ჯანმრთელობას და ამ სეზონის გრიპის გარეშე გადალახვას