კი, მეც ასე ვიცი, რომ 5 წლამდე არ სვამენ მაგ დიაგნოზსს.
დედაჩემისგან ვიყავი შეწუხებული უტაზე, ექიმთან წაიყვანე და წაიყვანეს მეძახდა სულ, არ მომწონს ტერფებიო.
არ წამიყვანია მართალი გითხრათ, რადგან ვიცოდი რომ ბავშვებს ტერფი გვიან უყალიბდებათ.
ახლა 7 წლისაა, იმხელა თაღი აქვს, ფეხი ფეხზე თუ გადაიდო, ტერფის თაღი ისე უჩანს, თითქოს ფეხის წვერზე დგასო

მარიტასაც ახლა უყალიბდება თანდათან, 4-ისაა ჯერ.
ისე კი, რა თქმა უნდა, კარგი ხარისხის ფეხსაცმელი მარტო სასურველი კი არა, აუცილებელიცაა.
სავალდებული არაა სუპინატორი, მთავარია მყარი და მაღალი ,,ზურგი" ჰქონდეს ფეხსაცმელს, გამოყვანილი ქუსლით