მოკლედ, რომ გითხრათ ადვილი მშობიარობა ვიცი რა არის მეთქი მოგატყუებთ, არადა ითვლება რომ ადვილად გავაჩIნე..
ღამის 4 საათზე რაღაც შეგრძნება მქონდა, თითქოს მუცელში რაღაც გამიწყდა, მეგონა ბაიამ გაიფართხუნა თქო.
ავდექი "გელასთან" გასასეირნებლად და თბილ-თბილი წყლები დავღვარე .
გული გამისკდა რა მჭირს მეთქი: D
გავცუნცულდი აბაზანაში, ვიბანავე, მოვწესრიგდი.. მერე პოლისჯოხით შემოვრიხინდი ოთახში, თან ვწმენდ და თან ჩემს ქმარს ვეუბნები, მეწყება მშობიარობა წყლები დავღვარე თქო

გოგო, დადე მერე პოლისჯოხიო, თვალები დააჭყიტა

მოკლედ ექიმს დავურეკე და დაიძინე 10-მდეო.
ჯერ არაფერი მტკიოდა.
არ მოგეხსენებათ, ალბათ, და 11-ე სართულზე ვცხოვრობ : ) გადავრეკე ჩემებთან და სანამ ფანჯრიდან გადმოხტომა მოგდომებია, ჩვენთან მოდი და აქედან წავიდეთო (ისინი პიველზე ცხოვრობენ ).
ასე მხიარულად ჩავალაგე ბარგი რაც დარჩენლი მქონდა და 11 სართულიც ხალისიანად ჩავირბინე : D
მანქანაში დამეწყო ასატანი ტკივილები და მაშინვე ყველა 5 წუთში ერთხელ...
ისევ დავურეკე დათოს და 6-სკენ მოდიო.
რომ გამსინჯა 2 თითზე ვიყავი გახსნილი და დედაჩემს უთხრა საღამომდე არ იმშობიარებსო. (მაგრამ მაინც მალე ვიმშობიარე).
შემიყვანეს ბლოკში და დავეგდე ლოგინზე, ცოტა ხანში ტკივილები დამეწყო მარა რა დამეწყო.
ჩემი გმირული მოთმინება და შემართება სადღაც უგზოუკვლოდ გადაიკარგა : LOL:
დილით 9-სკენ ისე ამტკივდა, ისე ამტკივდა, სულ ცივი ხმით მაღრიალებდა.სადღა იყო, სირცხვილის და კდემამოსილების განცდა, 9 თვე რომ ვიჩემებდი, მშობიარობის დროსაც კი არ მომცილდება თქო : D
თან ვტიროდი გაუტკივარება გამიკეთეთ მეთქი.
მოვიდა ბებიაქალი და მეუბნება რა გაუტკივარება ჭინთვები გაქ დაწყებული და ეგ თუ ვერ იგრძენი შენს მაგივრად ვინ გააჩენსო ..
მოკლედ ჭინთვები ისე ძნელი არ იყო როგორც ყელის გახსნა, მაგრამ მთელი სხეული მტკიოდა და ძალიან მეძნელებოდა.
მოკლედ მაინც ვითხოვდი გაუტკივარებას და შიგადაშიგ ვტიროდი .
მარა არავის არ შევცოდებივარ, ჩემი ქმრის და ოჯახისწევრების გარდა

ჩემი ქმარი მთEლი ეს დრო გვერდით მეჯდა და იმისი სახის ფონზე ვხვდებოდი რა მჭირდა, მე აზრი აღარ მომეკითხებოდა .
ამასობაში ჩემი ექიმი მეხმარებოდა და მაწყნარებდა, შემოტევების დროს წელზე ელი მომითათუნა და თან "ღრმად ისუნთქეო" მიმეორებდა და მე უცებ მოვუბრუნდი და " ნუ მირტყამ თქო" გამოვუცხადე .
კინაღამ გასკდა სიცილით, მერე მთელი მშობიარობა დამცინოდა, "ესე იგი ნუ გირტყამო"?

მოკლედ 11 საათისთვის უკვე ბაია მყავდა.
ყველაზე აღმოჩენა ის იყო ჩემვთის, თურმე რამდენი ხნის განმავლობაში ჩანს ბაიას თავი...
ბებია ქალს ვეკითხებოდი, როდის დამეწყება მშობიარობა თქო და, როგორც გაიჭინთები ისე ქინებაო

ეს რომ გავიგე, ნამეტნავად კი გამიჭირდა და უღონობისგან სულს ვღაფავდი, მაგრამ ძალებს მოვუხმე.
და სულ მალე "სკამზეც" გადამიყვანეს .
ჩემი ექიმი ისე საყვარლად მეხმარებოდა და მამხნევებდა, რომ არ ვიცი, ყველას მაგასთან მისვლას ვურჩევდი დედამიწაზე, ვინც კი ფეხმძიმედაა

ამასობაში, რამდენიმე გაფართხალების მერე, ბაიაც გამოხტა..
კაიF....
ასეთი მაგარი გრძნობა, მუცლიდან რომ რაღაც გამორიხინდება, ძალიან ცოტა თუ მეგულებოდა იმ დროს ფეფამიწაზე .
ამასობაში ჩემი ბაიას ღნავილიც გავიგე, წყლები ქონად ნაყლაპი და "ღღღღღღღღ" ებით ტიროდა : )
მერე პატაწინა ფეფი (ფეხი) დავინახე, რომელიც ძალიან ლურჯი მომეჩვენა და თან თითების დათვლა დავუწყე, ყველა თუ აქ მეთქი

როგორია თქო_ თეთრიო

მეთქი, ჯანზე თუა : D მერე მუცელზე დამიგორეს და იქ ღნაოდა

მოკლედ დაახლოებით ასე იყო ეს ამბავი : )
ბოდიში თუ შესაფერის თემაში ვერ დავწერე და თან აზრიანობითაც ვერ დაიკვეხნის: )
ახლა მოვდივარ გონზე ნელ-ნელა: )
This post has been edited by kato_Bato on 15 Dec 2007, 15:36