ყოველი ჭამის მერე უნდა სკინტლავდეს ცოტ ცოტას.
თუ ვერ გადის მაშინ მიეხმარე, თერმომეტრი ან გაზგამყვანი ატაკე ცოტათი ტაკოში და ფეხები კი მუცელზე აუკეცე და მსუბუქად დააწექი , გააპრუწებს და კაკაშკებსაც გამოაყოლებს.

თუ არ ტირის და არ აწუხებს არ უნდა

ხოდა გაზებისთვის კიდე კაია მუცელზე ჭიპის გარშემო საათის მიმართულებით რო უსვა ხელისგული. კიდევ მუცლით რო დაიწვინო კალთაში რომ შენს ფეხს დაეყროდნოს მუცლით და ზურგზე, კეფიდან ტაკოსკენ ხელი უსვი ნაზად.
კიდევ 37-38 გრადუსიან წყლით სავსე ვედროში შეგიძლია ჩასვა მკერდამდე.
ოღონდ არ შეგიცივდეს თორემ მუცელი გაებერება და უფრო ცუდია. თუ სლოკინი დაიწყო ამ პროცედურის მერე ესე იგი შესცივდა.
ოთახში 28-30 გრეადუსი მაინც უნდა იყოს რომ ეგ გააკეთო.
გაზებისთვის და გულისრევითვის კაია ნორმოკიდი 0,25 მილიგრამი, თავისი დანაყოფებიანი ჭიქა მოყვება. დღეში სამჯერ. ძალიან კარგი საშუალებაა და სიამოვნებითაც დალევს, გემრიელია. ჩემსას ლამის პირველივე დღიდან ვასმევ და კმაყოფილი ვარ

დედააა!!! დავიღვარე რჩევებად..
აპლოდისმენტები არაა საჭირო...
ჩემი მოგონილი არაა, ჩემი ბავშვის პედიატრის რჩევებია