Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ჯანმრთელობა და მედიცინა
->
მშობლების კლუბი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(11)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბავშვთა ფსიქოლოგი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24901
წევრი No.: 19691
რეგისტრ.: 12-May 06
#27819353
· 13 Oct 2011, 16:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კლინიკების და ექიმების კოორდინატები
შემოიხედეთ
--------------------
ანგარიშის ნომრები ევა ბებოსთვის
GE87TB7000000365145310
თინათინ მაჭავარიანი
სვიფტი TBCBGE22
თინათინ მაჭავარიანი
--------------
emoney
361111687
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
saliko555
Newbie
ჯგუფი: Registered
saliko555
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 138259
რეგისტრ.: 10-November 11
#28326909
· 15 Nov 2011, 18:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მყავს 10 წლის ბიჭი. ივლისში ჩამოვედით მოსკოვიდან. აქ შევიყვანე სკოლაში. აქვს ენის ბარიერი, წესით უნდა იყოს მე-4 კლასში, მაგრამ საბუთებში გაუგებრობის გამო აქ დასვეს მე-5 კლაში და არანაირად არ ხერხდება უკან დაბრუნება. ბავშვს აქვს გაკვეთილზე ჯდომის პრობლემა, არის გონებაგაფანტული. გაკვეთილის მსვლელობის დროს, შეიძლება ისე გაერთოს, აყვეს ფანტაზიებს, თამაშს იწყებს ხელებით და ხმებს გამოსცემს, ისე რომ ავიწყდება სად ზის. აქვს კარკვეული კომპლექსებიც და თავის ასაკთან შედარებით უფრო ბავშვური საქციელი. ძალიან უჭირს გაკვეთილზე ყურადღებით გაჩერება. იქნებ მირჩიოთ ასეთი პრობლემით რომელ ფსიქოლოგს ჯობია მივმართო, იქნებ ვინმეს გქონიათ მსგავსი პრობლემა და მირჩიოთ რა ვქნა. ვის აქვს მსაგვი პრობლემების ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
თამარ გაგოშიძესთან გავიგე და მიღება 80 ლარი ღირს. სამწუხაროდ ძალიან ძვირია, არადა კარგი ფსიქოლოგიაო, ასე წერენ. იკნებ ვინმე მირჩიოთ კიდე.
ძალიან მჭირდება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nuki-nuki
Crazy Member
ჯგუფი: Members
nuki-nuki
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2258
წევრი No.: 81235
რეგისტრ.: 3-January 09
#28352544
· 17 Nov 2011, 14:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი შვილი მაგიჟებს ამ ბოლო დროს
დღეს მინდოდა სასეირნოდ წაყვანა, რომ იტყვის არ მინდაო, შანსი არაა გადაათქმევინო, იწყებს ტირილს, არ მინდა არმინდას ძახილს. მირჩიეთ რამე, როგორ შეიძლება 2,5 წლის ბავშვს მშვიდობიანად გააკეთებინო ის რაც გინდა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tamusinka
Crazy Member
ჯგუფი: Members
tamusinka
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3146
წევრი No.: 134731
რეგისტრ.: 12-August 11
#28352614
· 17 Nov 2011, 14:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nuki-nuki
გარდატეხის ასაკი გაქვთ. ეხლა აქვს თვითდამკვიდრების პერიოდი. აკეთებს იმას, რაც თვითონ უნდა. ამით თქვენც და საკუთარ თავსაც აჩვენებს, რომ დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული ადამიანია და ეგღა აკლია ვინმეს ჭკუაზე იაროს
ბევრი ჭიდაობა ამ ასაკში არ ღირს, ძირითადად "ებრძოლე" ისეთ რაღაცაზე, რაც შეიძლება მისთვის საზიანო იყოს. დანარჩენზე ნუ აყვები. ტექსტი " შენ როგორც გინდა ისე გავაკეთოთ, როცა მოგინდება მითხარი და გავიდეთ" უფრო მეტად გაჭრის. 2 წუთში შეიძლება აქეთ შემოგთავაზოს იგივეს გაკეთება, რაზეც გეწინააღმდეგებოდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniko09
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniko09
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5902
წევრი No.: 102746
რეგისტრ.: 20-October 09
#28354387
· 17 Nov 2011, 16:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nuki-nuki
ზუსტად ასე იქცევა ჩემი 2,8 წლის ბავშვი, ბაღში წასვლის წინ რასაც იტყვის, ის უნდა ჩაიცვას, არ არსებობს, დაიყოლიო. თუ უნდა, წამოვა სასეირნოდ, თუ არ უნდა, ქურტუკს ვერ ჩააცმევ, ისე კივის–წივის და ,,იფშიკება", რომ უბრალოდ ვერ მოვახერხებთ რამის ჩაცმას
. ბაღში კი გვეუბნებიან, რომ ძალიან დამჯერი და საყვარელი ბავშვია, ყველას ჯობს ამ კუთხითო და ვერ ვარწმუნებთ, რომ სახლში ჯიუტი და თავის ნათქვამაა. და რაც მთავარია, საშინელი მტირალა – სულ დაჩაგრულის იმიჯი აქვს მორგებული.
იმედი მაქვს, ფსიქოლოგი არ დაგვჭირდება და მხოლოდ ასაკობრივია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Please choose a Username
ვინც ეძებს,ის პოულობს
ჯგუფი: Registered
Please choose a Username
ვინც ეძებს,ის პოულობს
ჯგუფი: Registered
წერილები: 1724
წევრი No.: 26059
რეგისტრ.: 25-November 06
#28612147
· 4 Dec 2011, 20:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გოგონებო თქვენი აზრი მაინტერესებს,და კარგ რჩევებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ :*
ჩემს გოგოს შეუსაბამო რეაქციები აქვს საჩუქრების მიღების დროს
ესე ვერ ვხსნი,ამიტომ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან : )
ერთ დილას ოთახში დავახვედრეთ გაბერილი ბუშტები,რეაქცია დამალვა,მეორე ოთახში გაიქცა.საჩუქრების მიცემის დროს იბუტება არ გართმევს და შეიძლება იტიროს კიდევაც,ან სულაც მოისროლოს.რამოდენიმე წუთში როცა გადალახავს ამ ყველაფერს,მარტო ურჩევნია ნახოს,და მერე გამოდის სათამაშოთი.
მოგვაქვს რამე ნივთი ან ტკბილეული რომელიც არ იცის რა არის,და ამბობს აბა დახუჭე თვალები და ისე მომეცი.
მე ესე მგონია : ვთქვათ ვუყიდე შოკოლადი,თვითონ არ იცის,არ უნდა იმედი გაუცრუვდეს.ხომ შეიძლება კევი აღმოჩნდეს ,ან ის რაც არ უნდა,ალბათ ესეც არის ერთ ერთიო მიზეზი,სიმორცხვის გარდა ...
ჯობია ურეაქციოდ გაუწოდო წინ საჩუქარი და ისე უფრო გამოგართმევს,ან წინასწარვე უთხრა ხვალ ბუშტები უნდა დავკიდოთ ,ესე უფრო იოლად შეხვდება ამ ფაქტს,ან თუნდაც ვინმე რამეს რომ მოუტანს"სტუმარი" არც კი შეხედავს,და მერე ნელ ნელა შეაპარებს თვალს და მერე ეტყვის მადლობას.
აი ესე ვწვალობთ უკვე დიდი ხანია..
--------------------
ჯგუგჰვფტ ტდვ ყტფ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
agr_bak
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24901
წევრი No.: 19691
რეგისტრ.: 12-May 06
#28617416
· 5 Dec 2011, 05:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
niniko09
QUOTE
იმედი მაქვს, ფსიქოლოგი არ დაგვჭირდება
არ დაგჭირდებათ , ეგ ხშირია მაგ ასაკში. მშობლებს აჩVენებს რომ უკვე დიდი გოგოა და გადაწყვეტილებას თავად იღებს.
მოთმინებით აღიჭურვეთ და როგორც კი დარწმუნდება რომ მის აზრს ითვალისწინებენ- ესეიგი უკვე დიდია მოეშVება კაპრიზებს. რაც უფრო შეეწინააღმდეგები უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პერიოდი
Please choose a Username
QUOTE
სიმორცხვის გარდა ..
მორცხვობაა ეგ.
ჩემსას სჭირდა ზუსტად ეგრე. არ ართმევდა საჩუქარს არავის , თან იცოდა რომ ახლა მადლობა უნდა თქვას და იმდენად რცხვენოდა რომ ერჩივნა უარი ეთქვა. ასევე როცა სადმე მაღაზიაში შევთვაზებდი რამეს გიყიდი თქო უარს ამბობდა. ზოგჯერ აგრესიული ფორმით, ზოგჯერ ტირილითაც. ბევრი წელი ვიწვალე ასე.
მიწევდა სხვებისთვის უხერხული ღიმილით ახსნა რომ ''უზრდელი არ გეგონოოოთ მორცხვიააა' და ვიყავი იდიოტის როლში.
მერე ნელ ნელა შევცვალე მეთოდი. მჩუქებელს ვთხოვდი ზარზეიმით და ხაზგასმით არ მიეცა სჩუქარი, არამედ უბრალოდ დაედო ''ეს შენ მოგიტანე, მერე ნახე'' რომ წავიდოდა სტუმარი , ეს ბედნიერი ბრდღვნიდა შეფუთვას დ აკმაყოფილი მიზიარებდა ნახეე რა მაჩუქესო. მეც მოვიწონებდი და ვპირდებოდი რომ იმ დეიდას (ან ძიას) აუცილებლად დავურეკავდი და ამისგან მადლობას გადავცემდი. მერე ჩამეკიტXებოდა ხოლმე, უთხარი რომ მომწეონაოო? ხომ უთხარი მადლობაოო?
მეც ასე ვაძლევდი. ანუ მაქსიმალურად ხაზგასმის გარეშე.
უბრალოდ ვუყიდდი რამეს და დავუდებდი. ''რა ვიცი ნახე აბა თუ მოგწონს შენი იყოს'' - ფორმით და მერე გავდიოდი , ან ყურადღება სხვა რამეზე გადამქონდა.
ამ ფორმით ყველაფერი მშVიდობიანად მთავრდებოდა.
ნუ რომ წამოიზარდა მერე თავისთAვად მოგვარდა ეგ პრობლემა.
გაიხსენე რომელიმე საჩუქარზე ძალით ხომ არ ათქმევინეთ მადლობა. ძალიან ხაზგასმიტ და ''ცხვირში ამოდენით '' ხომ არ აჩუქა ვინმემ რამე. ან საჩუქრის სანაცვლოდ რაიმე ხომ არ აიძულეს როდისმე. მაგ: ააი ამას გაჩუქებ და ფაფა ბოლომდე ჭამე''
ასეთ ჩვენთვის უმნიშვნელო შემთხვევას შეიძLება მასში კომპლექსი დაეტოვა.
თუ მალე მოგვარდება ეს პრობლემა არაფერია. თუ დიდხანს გაიწელა ყურადღEბა მიაქციე , იმიტომ რომ ჩემთან საკმაოდ დიდხანს გაიწელა და შედეგად ახლა ფობია აქვს. არ ვიცი ამ ფობიას რა ჰქვია მაგრამ
აუდიტორიის წინაშე ვერ ყვება გაკვეთილს. თუ მერხთან ზის და დანარჩენები ზურგს უკან მოიქცია უპრობლემოდ. საკმარისია დაფასთან გამოიძახო და ბევრი თვალი დაინახოს მიპყრობილი, მორჩა საქმე. ყელში ეჭირება ეტირება და კანკანლებს. მეორე კურსის სტუდენტია და ძალიან აწამებს ეს პრობლემა. სემინარებზე წარმოიდგინეთ რა დღEშია. რამდენიმე გააცდინა კიდეც ამის გამო. მიდი ახლა და უხსენი ლექტორს რომ ფობიაა ეს და დეგენერატი არ არის 19 წლის გოგო.
ამას წინად გადალახა როგორც იქნა და ჩააბარა ერთი გამოცდა მაგრამ რომ გამოვიდა გარეთ მთელი დღე ცუდად იყო. მუხლების კანკალიტ და ვალერიანკების სმით.
ფსიქოლოგს მთხოვს მაგრამ ვცდილობ თAვად დავაძლევინო.
ყველაზე საინტრესო ისაა, რომ ეს ფობია გენეტიკურია. დედაჩემსაც ჰქონია ბავშვობაში და მეც მქონდა კაი 17-18 წლის ასაკამდე. გაკვეთილზე დაფასთან არ გავდიოდი. პირველ მერხზე ვჯდებოდი და წერით ვაბარებდი.
ნუ ჩემსდროს მასწავლებელს ერთი ბამბანერკა და ეგაა, მოგვარდა პრობლემა . ახლა ეს არ გამოდის
თანაც ხომ უნდა მოიშოროს როგორმე....
აი ასე დაიწყო საჩუწრებზე დამორცხვებით ჩვენთანც და არ არის აუცილებელი რომ იგივე იყოს, მაგრამ მაინც საინტერესო მაგალითია და გაიტვალისწინე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Please choose a Username
ვინც ეძებს,ის პოულობს
ჯგუფი: Registered
Please choose a Username
ვინც ეძებს,ის პოულობს
ჯგუფი: Registered
წერილები: 1724
წევრი No.: 26059
რეგისტრ.: 25-November 06
#28618206
· 5 Dec 2011, 11:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
agr_bak
QUOTE
გაიხსენე რომელიმე საჩუქარზე ძალით ხომ არ ათქმევინეთ მადლობა.
არასოდეს
QUOTE
მერე ნელ ნელა შევცვალე მეთოდი. მჩუქებელს ვთხოვდი ზარზეიმით და ხაზგასმით არ მიეცა სჩუქარი, არამედ უბრალოდ დაედო
ჩვენც უკვე ამ მეთოდს ვიყენებთ რატომ უნდა ვანერვიულო ბავშვი,თავისი ფსიქოლოგია და თავისებური შეხედულებები აქვს რაღაცეებზე,ვაცდი,მეც მგონია რომ რაღაც პერიოდში გაუვლის,ვინც ვერ გაუგებს სულ ნუ მოუტანს ნურაფერს.მაგრამ როგორია ყიდულობ გიხარია,ერთი სული გაქვს როდის ნახავს და გაუხარდება...ეს კი პირიქით.ბოლოს დაბადებისდღეზე მიიღო ბევრი საჩუქრები ერთდროულად,ზოგზე არ ჰქონია ესეთი რეაქცია, მაგალითათ ჩემს საჩუქარზე,ცალკე ოთახში გავიდა,უარა უარა შეფუთულ ყუთს(ჩუმად ვუღებდით,კამერა დავტოვეთ ჩართული ოთახში)მერე როგორც იქნა გახსნა და მერე ისევ შეფუთა და დაგვიძახა, ერთად გავხსენით ბედნიერად )))მეორე საჩუქარი,სულ რაღაც 10წუთში მივეცი,ძაან ურეაქციოდ გავუწოდე,ისიც მივამატე,აბა ერთი ვნახოთ რამე ხომ არ აქვს გაფუჭებულითქო,ხოდა მშვიდობიანად გავხსენით : D
QUOTE
აუდიტორიის წინაშე ვერ ყვება გაკვეთილს.
ვაიმე რა ძნელია :შ ისე ჩემი დედამთილი ამბობდა ჩემს ქმარზე რომ სკოლის ასაკში,პატარა რომ იყო სცხვენოდა გაკვეთილის მოყოლაო,და არ ყვებოდაო,ეტყობა მართლა გენეტიკურია?! :| მაგრა რომ გაიზარდა ამის მსგავსიც კი არაფერი ჰქონდა და არც აქვს ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3068
წევრი No.: 117997
რეგისტრ.: 4-July 10
#28618426
· 5 Dec 2011, 11:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აუდიტორიის წინაშე ვერ ყვება გაკვეთილს. თუ მერხთან ზის და დანარჩენები ზურგს უკან მოიქცია უპრობლემოდ. საკმარისია დაფასთან გამოიძახო და ბევრი თვალი დაინახოს მიპყრობილი, მორჩა საქმე. ყელში ეჭირება ეტირება და კანკანლებს. მეორე კურსის სტუდენტია და ძალიან აწამებს ეს პრობლემა. სემინარებზე წარმოიდგინეთ რა დღEშია. რამდენიმე გააცდინა კიდეც ამის გამო
ვაიმე, ვაიმე, რა რთული იყო, ხომ ვიცოდი რაზე უნდა მელაპარაკა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს და ხმას ვერ ვიღებდი, ტირილამდე მივდიოდი.
QUOTE
გაკვეთილზე დაფასთან არ გავდიოდი. პირველ მერხზე ვჯდებოდი და წერით ვაბარებდი.
მეხუთე კლასამდე მაწამეს, რამდენიმეჯერ ისიც კი ვთქვი, არ ვიცი გაკვეთილი მეთქი. მერე მეხუთე კლასში ახალი ქართულის მასწავლებელი შემოვიდა, მხოლოდ ის მიხვდა ჩემს პრობლემას და მაწერინებდა, მერე დამრიგებელს უთხრა და დამრიგებელმა სხვა მასწავლებლებსაც სთხოვა, ანალოგიურად მოქცეულიყვნენ.
Please choose a Username
მეც ეგრე ვიყავი, საერთოდ არ ვიყავი მორცხვი, მაგრამ საჩუქრის მიღების მრცხვენოდა, ავიტუზებოდი ხოლმე. საკმაოდ დიდხანს გამყვა, მერე და მერე თვითონ დავძლიე ეს პრობლემა, მაგრამ რთული იყო ძალიან. არასდროს არაფრის მიმართ გამოვხატავდი აღფრთოვანებას. ეხლა 100% საწინააღმდეგო ვარ, აქეთ ვითხოვ საჩუქრებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Salome_L
LUKAS DEDIKO
ჯგუფი: Members
Salome_L
LUKAS DEDIKO
ჯგუფი: Members
წერილები: 2398
წევრი No.: 95048
რეგისტრ.: 4-July 09
#28653246
· 7 Dec 2011, 19:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
Please choose a Username
რომ ვკითხულობდი, ასე ვთქვათ საკუთარი თავი შევიცანი
დღემდე ესე ვარ.
ოღონდ ჩემი სიმორცხვე იმდენად იდიოტურია, რომ ზრდასრული ადამიანისას არ შეეფერება. მეც არ შემიძლია , საჩუქრის იქვე გაბრდღვნა, ან რამეს რომ შემოგთავაზებენ პასუხად, არა, დიდი მადლობა, არ მინდა, თავის გაგიჟება, რომ არ მინდა, არადა შეიძლება ძალიანაც მინდა.
მეც მხოლოდ ის შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სიმორცხვის გამო იქცევა ასე. თქვენს შემთხვევაში კარგი ისაა, რომ შეამჩნიეთ და კორექტირებებს შეიტანთ ძალიან დელიკატურად.
--------------------
The Only Thing Standing Between Me and Greatness is Me
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sophya
Crazy Member
ჯგუფი: Members
sophya
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2183
წევრი No.: 11468
რეგისტრ.: 12-July 05
#28656255
· 7 Dec 2011, 22:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამოცდებს რომ მოვითავებ, აუცილებლად ჩემ მეგობარ ფსიქოლოგს მივაკითხავ,
საბოლოოდ მშობლების არდაჯერება ბავშვის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
ძალიან ბევრს ვცდილობ, ხან როგორ მივუდექი, ხან როგორ, თითქოს არაფერი არ ჭრის. ყველაფერზე წინააღმდეგობა: დილას ადგომაზე, ღამე დაძინებაზე, ჭამაზე, ხელების დაბანაზე, ჩაცმაზე, გახდაზე, ბანაობაზე, ბაღში წასვლაზე, რამე ნივთის აღებაზე/დადებაზე, აი ყველაფერზე, რაც ბუნებაში არსებობს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tlikina
Crazy Member
ჯგუფი: Members
tlikina
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3117
წევრი No.: 52754
რეგისტრ.: 29-January 08
#28661918
· 8 Dec 2011, 09:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობა, კითხვა მაქვს და თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ.
ფსიქოლოგიის თემაში ვიკითხე და აქაც დავწერ, ყველგან ვწერ იქნებ ვინმემ მიპასუხოს
მყავს 4 თვის შვილი, გაზრდაში მეხმარებიან ბებიები,მე ვმუშაობ და ფაქტიურად ბავშვს საღამოს თუ ვნახავ ძილის წინ და ღამე მე მყავს.
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არის სახლშI ბებიასთან, პარასკევს საღამოს მიმყავს დედაჩემთან და კვირას დილით მომყავს ხოლმე, ორივე ბებია ძAლიან უყვარს ვგრძნობ და თავს კარგად გრძნობს,უბრალოდ რომ მიდის იმ საღამოს ერთი 2 საათი ძალიან სერიოზულია ხოლმე, არ ტირის არაფერი,უბრალოდ მოწყენილივით არის, მერე უცებ მოდის ხასიათზე და ხდება ისევ აქტიური და მხიარული, ასევეა როცა დედაჩემისგან ბრუნდება.
ეხლა 2 კვირაა მე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს და ბავშVს ხუთშაბათს ვუშვებ დედაჩემთან და კვირას მომყავს. ამ დღეებში,მივდივარ რათქმაუნდა სანახავად, სულ მიტოვებული არ მყავს.\
მაინტერსებს ბავშVის ფსიქიკისთვის,თუნდაც მომავალში, რაიმე საშიში ხომ არა რაის, ცუდ გავლენას ხოარ იქონიებს მასზე, აქეთ იქით მისი ტარება.
რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან, თუ არანაირი პრობლემა არაა.
იმასაც დავამატებ რომ სითბო და ყურადღება არცერთ სახლში არ აკლია,
მადლობა წინასწარ
* * *
ბავშვთა ფსიქოლოგი მირჩეთ ,კარგი და კომპეტენტური, ბავშVის მიყვანა არ მინდა, მე მინდა რომ მივიდე და რჩევები ვკითხო
მადლობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
khatia88
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
khatia88
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9972
წევრი No.: 92483
რეგისტრ.: 29-May 09
#28695947
· 10 Dec 2011, 15:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე მეგონა მარტო ჩემი შვილი იყო საშინლად ჯიუტი და თვითნათქვამი. ვდარდობდი რა მეშველება მეთქი, წავიკითხე თქვენი პოსტები, ცოტა დავწყნარდი
)
ერთ მაგალითს მოვიყვან:
რამდენიმე დღის წინ ჩემებთან მივდიოდით სტუმრად, უკვე ჩაცმულები ვიყავით როცა ხელთათმანები გაიხადა და ძირს დაყარა არ მინდაო. ნუ კარგი არ გინდა ნუ გინდა, ძალიან წყნარად და მშვიდად ვუთხარი დედიკო მანდ რომ დაყარე ხელთათმანები, აიღე და მომაწოდე ჩანთაში ჩავდოთ, შენ თუ არ გინდა არ გაიკეთო მეთქი. არაო. თან მიყურებს თვალებში მე რა რეაქცია მექნება აინტერესებს. მაშინ სახლში დავრჩებით და აღარ წავალთ ბებოსთან მეთქი. ასე ვიჭიდავეთ დაახლოებით 20 წუთი. გაგიჟდა, არ ელოდა რომ მე ასე დავუდგებოდი. გასკდა და არ აიღო ხელთათმანები. ბოლოს უკვე ტირილი დაიწყო, თან ძალიან. არ ვაქცევდი ყურადღებას, ვიჯექი და ველოდებოდი როდის აიღებდა. ბოლოს დათმო. მომაწოდა, მაგრამ ძალიან განერვიულდა რომ მე მაინც ჩემი გავიტანე. დაახლებით 40 წუთი ისტერიულად ტიროდა, სპაზმები დაემართა.
ძალიან ვინერვიულე. არ მეგონა ასე თუ განიცდიდა იმას, რომ ძირს დაყრილი ხელთათმანები ავაღებინე.
არასწორად მოვიქეცი ნეტა?
საერთოდ ასეთ ჯიბრში არ ვუდგები ხოლმე, ბევრი რამის უფლებას ვაძლევ, გარდა იმისა რაც საშიშია მისი ჯანმრთელობისთვის. თუმცა ისიც არ მინდა გათავხედდეს და თავზე დამაჯდეს.
--------------------
_ახლა, რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთან, მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! – დავეღრიჯე და მუხლებზე დავეცი.
_ მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.
_ ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.
_ახლა ვარ ღმერთი, რომ გაგიჭირდა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ninuciko
Member
ჯგუფი: Registered
ninuciko
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 51
წევრი No.: 138508
რეგისტრ.: 15-November 11
#28696690
· 10 Dec 2011, 16:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან მიჭირს გარდატეხის ასაკის ბავშვთან ურთიერთობა, არ ვიცი რა ვქნა, ტვითონ ამბობს მე უკვე დიდი ვარ და ყველაფერი ვიციო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Please choose a Username
ვინც ეძებს,ის პოულობს
ჯგუფი: Registered
Please choose a Username
ვინც ეძებს,ის პოულობს
ჯგუფი: Registered
წერილები: 1724
წევრი No.: 26059
რეგისტრ.: 25-November 06
#28697116
· 10 Dec 2011, 16:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
khatia88
ხატი ჩვენც გვქონია ესეთი შემთხევები,ამ ზაფხულს აივნიდან (სოფელში ვიყავით)გადმოაგდი რაღაც ნივთი,რაზეც ვუთხარი რომ ამის გადაგდება არ შეიძლებათქო,ჩამოვიყვანე ქვევით და ვუთხარი მომაწოდეთქო,გაიგიჟა თავი შეჯდა ვირზე,არც ინძრეოდა ბღაოდა,იდგა არ იღებდა ცოცხალი თავით,წყნარად ვეუბნები აიიღე და მომეცი,დავჯექი მოშორებით და ველოდებოდი როდის მოიტეხდა რქებს,ერთ ადგილას ხტუნავდა, მაინც არ იღებდა :ო გავგიჟდი გადავირიე,მაგრამ არ მიჩხუბია,არ დამიყვირია ზედმეტად,ზუსტად ნახევარი საათი დასჭირდა ამისთვის და ბოლოს აიღო სიმწრისგან და მომცა.
რაც შეეხება წასვლებს,ვაიმეეე ცოტათი პატარა რომ იყო და მიმყავდა სადღაც,უკვე ჩაცმული იწყებდა გახდას,არ მინდა წასვლაო,თუნდაც სასეირნოდ როცა მივდიოდით,არ ვიცი რა მოუვლიდა ხოლმე,ბოლოს აღარ მიმყავდა,მაგრამ ვეუბნებოდი თუ რამდენი რამე უნდა მეყიდა ან რა ძალიან მაგარ ადგილას უნდა წამეყვანა და წყდებოდა მერე გული,სხვა გამოსავალი არ მქონდა,გაიზარდა გაუარა,არ ინერვიულო ზედმეტად *** ))))
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მშობლების კლუბი
|
იქით
»
Pages:
(11)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0279 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.