მე როგორც ვიცი, გააჩნია რომელი ვირუსია. სხვადასხვა ვირუსი სხვადასხვა დროით ცოცხლობს აქტიურ ფორმაში და მერე გადადის ქრონიკულში. ძალიან კარგი სტატიაა ეს და წაიკითხე, თუ გინდა :*
ვირუსებიქლამიდია ისეთი ინფექციაა, რომლის გადადების შანსი, გარდა სქესობრივი გზისა, თითქმის არ არსებობს, რადგან მეორე ორგანიზმში იმ რაოდენობის ბაქტერია ვერ მოხვდება სხვა გზით, რომ ის დააინფიციროს.
eleonoraa12345ელე, G ფორმა ხომ იმას ნიშნავს, რომ უკვე ამ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი გაქვს და მგონი, რომ ეგ გამორიცხულია. აი ციტომეგალოვირუსზე ასეთი რამე წავიკითხე იმ დღეს:
,,CMV ინფექციის ლატენტური ფორმა ფართოდაა გავრცელებული, ის მთელი სიცოცხლე აქვს ინფიცირებულს და კლინიკურად არ მჟღავნდება, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორის გავლენით შესაძლოა გააქტიურდეს და მანიფესტირებულ (კლინიკურად გამოხატულ) ფორმაში გადავიდეს. მეტწილად გვხვდება პირველადი ლატენტური CMV ინფექცია, მაგრამ ინფიცირებულთა ნაწილს უვითარდება კლინიკურად გამოხატული მწვავე ფორმა, რომლის ჩაცხრობის შემდეგ პროცესი მეორეულ ლატენტურ ციტომეგალიაში გადადის."
მაგრამ ლატენტური და ქრონიკული სხვადასხვა ფორმაა.
ლილუ_არ გედავები, გეგეჭკორთან შეხება არ მქონია, მაგრამ ფაქტია, რომ ვირუსის გამო მოხდა თუ არა შეწყვეტა, ამის დადგენას უბრალოდ ანალიზების გაკეთება სჭირდებოდა.