არ მეგონა ამ თემაში დაწერა თუ მომიწევდა მაგრამ ფაქტია რომ ვწერ..
გუშინწინ სამსახურში ტკივილი და სისხლდენა დამეწყო, შევშინდი მაგრამ იმედი მქონდა რომ საშვილოსნო იქნებოდა ტონუსში და ნაყოფის შენარჩუნებას შეძლებდნენ..
გავქანდით მაშინვე ღუდუშაურში (ღამის 12 საათი იყო) სადაც ექოზე აღარაფერი არ გამოჩნდა..
მითხრეს უკვე ჩამოიშალა და რადგან ნაყოფი პატარაა (5-6 კვირის) გამოფხეკა საჭირო აღარ არისო..
მეორე დილით წავედი გინეკოლოგთან, ამან ორსულობის ჰორმონზე ამიღო სისხლის ანალიზი, პასუხი ორშაბათს იქნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთო..
სანამ სისხლდენა არის ვერანაერ ანალიზს ვერ გავაკეთებთო..
რადგან მსგავსი ერთხელ მოხდა შეიძლება მეორე ჯერზეც განმეორდეს და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოო..
თან დამამშვიდა პირველ ორსულოობაზე ასეთი რამ ხშირად ხდება, უკვე დიდი პროგრესია რომ განაყოფიერება ერთხელ მოხდა, თან ასაკი ხელს გიწყობს და არაფერი სანერვიულო არ არისო..
ერთი ჩემთვის გეკითხათ..
მესამე დღეა სისხლდენა არ მიწყდება.. 2 ღამე ნორმალურად არ მძინებია..
ახლა ვფიქრობ ტესტზე მეორე ხაზის ნახვისთანავე რომ მივსულიყავი ექიმთან იქნებ ასეთი რამ თავიდან ამეცილებინა..
მაგრამ პირველი ორსულობა იყო და წარმოდგენა არ მქონდა თუ მოშლის საშიშროება მქონდა..
ორსულობის გაგებისთანავე რომ დავწოლილიყავი იქნებ გადამერჩინა ჩემი პატარა..
ახლაც მეტირება მაგრამ რაღას ვუშველი უკვე..