მოკლედ, რომ გავთხოვდი 4 თვე თავს ვიცავდით, შევწყვიტე თუ არა მომდევნო თვეში აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბავშვი კარგად ვითარდებოდა, მეც გადასარევად ვგრძნობდი თავს.
ორსულობა შეწყდა 21-ე კვირას ავარიის გამო, ფიზიკურად არაფერი დაშავებია, უბრალოდ ძალიან დიდი სტერსი მივიღე, სახლში რომ მოვედით, სადღაც 1 საათში დამეწყო საშინელი ტკივილი, წ###ბი დავღვარე, წავედით ეგრევე საავადმყოფოში, ვიცოდი რომ ყველაფერი დამთავდრა მაგრამ სადღაც მაინც მქონდა იმედი.
ნუ გამსინჯეს, გადამიღეს ექო და წ###ბი სულ დაღვრილი იყო, ჩემს პატარას კი გული ისევ უცემდა, ძლიერი იყო ძალიან.
ფაქტიურად მამშობიარეს, შემდეგ კი გამომფხიკეს რამე არ დარჩესო, გართულება არ მქონია არანაირი. მას მერე გავიდა 4 თვეზე მეტი, 6 თვე ამიკრძალეს დაორსულება, ხოდა ვნახოთ გავიდეს ბოლომდე ეს დრო და რა იქნება მერე.
თავიდან მეგონა რომ მეტი შვილი არ მეყოლებოდა,საშინელი დეპრესია მქონდა, ახლა კი ღმერთის იმედით უახლოეს მომავალში ვიცი მეყოლება პატარა პუტკუნა ბაია.
ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა - (ჰოლბახი)