მეც დავწერ ჩემს ისტორიას და მინდა გაგამხნეოთ გოგოებო ვინც შეწყვეტილი ორსულობა თავის თავზე გამოსცადეთ.
გათხოვებიდან ერთ თვეში დავორსულდი, ვგრძნობდი რომ მელევე დავრჩებოდი და მოსალოდნელ მენზს არც დავლოდებივარ
აფთიაქში ტესტი ვიყიდე და ორი წითელი ხაზი. გადაცილებიდან ორ კვირაში მივედი ექიმთან და დამინიშნა მკურნალობა,
იმიტომ რომ პროგესტერონის არასაკმარისი რაოდენობა იყო. ერთ თვეში რომ მივედი ყველა ანალიზი იყო ნორმაში, მ.შ პროგესტერონიც.
სულ რაღაც 10 დღეში დამეწყო ვარდისფერი გამონადენი

მეორე დღეს ეხოზე გულისცემა აღარ იყო
ვინაიდან 7-8კვირის ვიყავი არც მედიკამენტოზური და არც ვაკუუმით არ გამოვიდოდა აბორტი. ექიმს იმ დღეს არ გავაკეთებინე, დავიჯინე
ტატიშვილი ცდება და სხვაგანაც უნდა ვნახოთქო, მაგრამ ყველა ეხომ შეწყვეტილი ორსულობა დამიდგინა.
მერე დღეს რომ მივედი ანესთეზიოლოგმა მკითხა ალერგიული ხომ არ ხარო, ვაიმე კი თქო. ხოდა დღეს ვერ გაგიკეთებთ ხვალ მოდიო,
ანტიჰისტამინური დამინიშნა და წამოვედი სახლში. მაგრამ ხვალამდე ტკივილმა დამაცადა?
საღამოს დამეწყო მოვლითი ტკივილები და ისე გაძლიერდა გონება დავკარგე. მერე კრუნჩხვა დამეწყო ხელების და ასეთ მდგომარეობაში
მიმიყვანეს ჩაჩავაში.
მოკლედ დასკვნა იყო ნაწილობრივი ბუშტნამქერი. მკურნალობა არ დამჭირდა რადგან ხე გე ერთ თვეში სრულ ნორმაში იყო.
სამ თვეში დამრთო ექიმმა ორსულობის ნება, მაგრამ სამსახურის გამო ძალიან ხშირად მიწევდა იმ პერიოდში ფრენა და ამიტომ
ჩემი სამი თვე 8 თვედ გადაიქცა.(თავს ვიცავდით )
კონტრაც. შეწყვეტისთანავე დავორსულდი, შემეძინა ბიჭი და ახლა ისევ ველოდები ბაიას.
ამიტომ გამხნევდით გოგოებო

დღეს თუ რაღაც ცუდად დამთავრდა, ხვალინდელი დღე სიხარულს მოგიტანთ
შეაგონეთ საკუთარ თავს რომ ,,მე აუცილებლად ვიქნები დედა"
და ეს მოხდება