არ უნდა გამოიწველო.
იმიტომ რომ ორგანიზმი ისეა აწყობილი, რომ რამდენსაც გამოიწველი იმდენი რძე მოგივა. შენ ზედმეტს იწველი და შესაბამისად ზედმეტი რძე მოგდის.
ანუ ორგანიზმს გგონია რომ ამდენი რძე არის საჭირო ბავშვისთის და ზუსტად მაგდენს 'აწარმოებს'.
არ გამოიწველო, მხოლოდ ის აჭამე რასაც შეჭამს და აი ნახავ, ერთ თვეში ლაქტაცია თავისით დარეგულირდება, სხვა შემთხვევაში მაგრად დაიტანჯები.
მეც ზუსტად შენს დღეში ვიყავი, მაგრამ მერე აქაური სპეციალისტის რჩევით დარჩენილის გამოწველას შევეშვი და თანდათანობით დამირეგულირდა, თორემ მანამდე სულ დათხრილი

მაიკებით დავდიოდი ხოლმე, არცერთი საფენი არ მიძლებდა, წყლის დალევაც კი მეშინოდა ხოლმე ისეთ ამბავში ვიყავი.
გამოიწველე მარტო იმ შემთხვევაში თუ ძაან ბევრი დაგიგროვდა და ტკივილში გადაგეზარდა. ისიც ძაან ცოტა, უბრალოდ ცოტა ტკივილი რომ შეიმსუბუქო.