სტრიებიაი, თქვენ უკვე ორსულად ხართ და გულისრევა, დაღლილობა, წელისტკივილი და ხშირი შარდვა თქვენი თანამგზავრი ხდება....გადის კიდევ ცოტა ხანი და ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი ძალიან რეალური და საკმაოდ არასასიამოვნო შესაძლებლობა იჩენს თავს–სტრიები. სიმართლე კი ასეთია: ფეხმძიმე ქალების 75-90%-ს ( თეთრკანიანების 90%) უჩნდება სტრიები. როცა თქვენ ფეხმძიმობის მე-6, მე-7 თვეში იქნებით მოიძებნეთ წითელი, ბრაზიანი ხაზები მუცელზე. მაგრამ ,მანდ ნუ გაჩერდებით. გააგრძელეთ ძებნა და შეიმოწმეთ ის ადგილებიც, რომლებიც დიდდება ორსულობის დროს: მკერდი, ბარძაყები, თეძოები და მკლავებიც კი. ეს კი დამოკიდებულია ყველაფერ იმაზე, თუ რამდენს მოიმატებთ ფეხმძიმობის პერიოდში, თქვენს გენეტიკაზე და მისი თავიდან აცილების მცდელობაზე.
ასეა თუ ისე, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ სტრიები? მეცნიერები დღესდღეობით თავდაუზოგავად შრომობენ, რომ გამოიძებნოს გზა მათი თავიდან ასაცილებლად. ერთი რამ კი უკვე ნათელი და უტყუარია, გენეტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გინდათ თუ არ გინდათ სტრიები, თუ იგი ფეხმძიმობის დროს ჰქონდა თქვენს დედას, თქვენ დგეხართ დიდი რისკის ქვეშ, რომ გაგიჩნდეთ ისინი. თუმცა არსებობს ძალიან ეფექტური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება საგრძნობლათ შეზღუდოს სტრიების რაოდენობა. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე გაიდლაინს, რომელთა შესრულებაც არა მარტო სტრიების რაოდენობას შეგიმცირებთ, არამედ თქვენს ჯანმრთელობასაც წაადგება. აი ისინიც:
1. იკვებეთ ჯანმრთელად და გაწონასწორებულად. რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ არ მოიმატოთ რეკომენდირებულ წონაზე ( 10-12კგ-ზე) მეტი. ჯანმრთელი კვება არა მარტო თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია, არამედ ის დიდ როლს თამაშობს ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოს - კანის ჯანმრთელად და საღად განვითარებაში.ზომიერი მატება საშუალებას აძლევს კანს შესიებების გარეშე გაიჭიმოს ყოველგვარი ნახეთქების გარეშე.
2. გამოიყენეთ ტანის სახეხი ან პატარა პირსახოცი , რომ გაიკეთოთ მასაჟი იმ ადგილებზე, სადაც სტრიები გაგიჩნდათ ან სადაც გრძნობთ რომ არსებობს საშიშროება მისი გაჩენის. მასაჟი გაზრდის ცირკულაციას , რაც ძალიან წაადგება კანს.
3. მიიღეთ ბევრი წყალი. ჰიდრატაცია სასრგებლოა, როგორც თქვენი ჯანმრთელობისათვის, ასევე ბავშვისათვის და თქვენი კანისათვის.
4. მიიღეთ ვიტამინები - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია იყოთ ჯანმრთელი, გაწონასწორებული, ამასთან გქონდეთ კარგი კანი და გყავდეთ ჯანმრთელი ბავშვი.
5. შეინარჩუნეთ კანი რაც შეიძლება ტენიანად. დაწყებული პირველი და მეორე ტრისემესტრიდან და დამთავრებული მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რომ დაიბრუნოთ თქვენი პირვანდელი სახე. გამოიყენეთ კრემები (Belly Bliss, Resilience, Butter me up ) და ასე შემდეგ- თუ ხელი მიგიწვდებათ, თუ არა და ნებისმიერი კანის მკვებავი რაზეც ხელი მიგიწვდებათ აფთიაქებში.
დაიმახსოვრეთ ძალიან მნიშვნელოვანია დაეხმაროთ თქვენს თავს მშობიარობის შემდეგ. მკვეთრი წონაში კლება ქმნის საშიშროებას ახალი სტრიების გაჩენისას. ამიტომ ზომიერებას ნუ დაკარგავთ. მსუბუქი ვარჯიშები, ბევრი წყალი, ჯანმრთელი საკვები და მშობლის მოვალეობის შერწყმა ერთმანეთთან მოგცემთ საშუალებას დაძლიოთ მშობიარობის დროს მიღებული სტრესი..
თუ თქვენ ყველაფერ ამას გააკეთებთ და სტრიები მაინც გაგიჩნდათ, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. ისინი დროთა განმავლობაში დაპატარავდება და დაემსგავსება წვრილ ვერცხლისფერ ძაფებს, თანაც ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ზემოთ ჩამოთვლილი კრემები დაგეხმარებათ, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაპატარავდნენ და ჩაბარდნენ წარსულს.
თ უ მ ც ა, თუ თქვენმა კანმა ცოტა მომხიბვლელობა დაკარგა ( რაც ალბათ უფრო მუცლის ქვედა ნაწილში იქნება), სამაგიეროდ თქვენ გეძლევათ არაჩვეულებრივი პრივილეგია იყოთ დედა იმ პატარა, უმწეო, საფენებში გახვეული არსების, რომელსაც სიყვარულით ჩაიხუტებთ გულში და მიეფერებით.
გილოცავთ თქვენს ბრწყინვალე ორსულობას და გისურვებთ ჯანმრთელ ბავშვს.
დამატებითი იფორმაციისათვის შეგიძლიათ დაათვალიეროთ:
www.bloomingbody.com
This post has been edited by EXTRAORDINARY on 27 Nov 2008, 17:59
მიმაგრებული სურათი