სტრიების მკურნალობა სტრიებს შეუძლია გუნება გაუფუჭოს ლამაზი ფიგურის მქონე ქალს და ჩააშხამოს მას ნებისმიერი სახის დასვენება. მზის სხივები კიდევ უფრო ამკვეთრებს დეფექტს, რადგან სტრიების შემადგენელ ნაწიბუროვან ქსოვილში პიგმენტი არ არის. ლამაზ გარუჯულ სხეულზე სტრიები თეთრი ზოლების სახით არის გამოხატული.
მეცნიერული მიღწევების მიუხედავად სტრიების სრული მოცილება შეუძლებელია. მაგრამ ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა – არსებობს მრავალი მეთოდი, რომელთა საშუალებით სტრიების ნაკვალევი პრაქტიკულად უხილავი ხდება.
სტრიების წარმოქმნის მიზეზები სტრიები (კანის დაჭიმვა) – ეს არის ფიბრობლასტის მთლიანობის დარღვევა, კანის დაზიანება დერმის (კანის უფრო ღრმა ფენა) დონეზე. ხდება დერმის მცირე ზონის ატროფია, რასაც მოსდევს კოლაგენის ბოჭკოების ჰორიზონტალური დაგრძელება. ამასთან ერთად გრძელდება ელასტინის ბოჭკოები, რომლებიც შემდეგ წყდება.
დაჭიმვა წარმოიქმნება კორტიზოლის (თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონი) ჰიპერსეკრეციის მიზეზით; ის იწვევს კანის ელასტინური ბოჭკოების დეგრადაციას. სწორედ ამიტომ სტრიები ხშირად ჩნდება ორსულობისა და სქესობრივი მომწიფების დროს. სტრიების წარმოქმნის პროვოცირება შესაძლებელია წონის მკვეთრი ცვლილებების დროს. ამ დროს ჩნდება ვერტიკალური სტრიები, ხოლო ჰორმონული დარღვევების დროს – ჰორიზონტალური.
ახლად წარმოქმნილი სტრიები ვარდისფერი ან იასამნისფერია შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნისას კანის დაზიანებულ შრეებში არსებული სისხლძარღვების გამო. დროთა განმავლობაში სტრიები თეთრდება და ემსგავსება ღარებს, რომელთა სიგანე რამოდენიმე მილიმეტრიდან რამოდენიმე სანტიმეტრამდეა, ხოლო სიგრძე – რამოდენიმე სანტიმეტრი.
სტრიები ე.წ. მკვდარი ზონაა – აქ არ იზრდება თმა, არ გამოიყოფა კანის სეკრეტი და ოფლი. სათანადო პროცედურების შედეგად შესაძლებელია სტრიების მკურნალობა ისე, რომ ისინი თითქმის უხილავი ხდება.
სტრიებთან ბრძოლის მეთოდები სტრიებთან ბრძოლის დაწყება საჭიროა დაუყოვნებლივ. ახლადწარმოქმნილი სტრიები უკეთ ემორჩილება კორექციას, ვიდრე ძველი, ღრმა ზოლები.
სტრიების შემჩნევისთანავე კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ყოველგვარი მეთოდი: მეზოთერაპია, პილინგი, შეხვევები, ნიღბები, მასაჟი და ა. შ.
ქიმიური პილინგი და დერმაბრაზია მიკროდერმაბრაზია: სპეციალური მილების საშუალებით კანისაკენ მაღალი სიჩქარით მიმართავენ ალუმინის ოქსიდის კრისტალების ნაკადს. ისინი იჭრება ეპიდერმისში და ერთდროულად გაიწოვება ვაკუუმის აპარატით კანის გარქოვანებულ ნაწილაკებთან ერთად. ეპიდერმისის ზედაპირული შრის მოცილებისას ხდება კანის გადასწორება.
ქიმიური პილინგი ჩვეულებრივ გამოიყენება აკნეს და ნაოჭების სამკურნალოდ. სტრიებზე გამოყენებისას პილინგი აპრიალებს კანს და “რთავს” შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციის მექანიზმს. გარქოვანებული შრის მოშორების შემდეგ ტარდება აღდგენითი პროცედურები: ნიღბები, შეხვევები.
მეზოთერაპია, ლაზერული კოაგულაცია სტრიების საწინააღმდეგოდ გამოიყენება მეზოთერაპია – კოქტეილი ჰიალურონის მჟავის, ვიტამინებისა და კოლაგენისაგან.
სისხლძარღვების ლაზერული კოაგულაცია ვარდისფერ და წითელ სტრიებს პრაქტიკულად უხილავად გარდაქმნის.
სტრიებთან აქტიური ბრძოლის შემდეგ აუცილებელია შემანარჩუნებელი თერაპია, მაგ. მასაჟი არომათერაპიის ზეთებით, რომელთა საშუალებით კანის ელასტიურობა მატულობს.
წყარო:
http://studio-lini.ge/ge/lini19.html This post has been edited by EXTRAORDINARY on 30 Nov 2008, 22:23