გაბრიელი მოდის ასლუკუნებული:
- დედიკო, თავი მეტკინა, აი აქ! - აშკარად კოცნა უნდა.
მე კიდევ ახალი წასმული მაქვს ჰიგიენური პომადა და ვეუბნები:- პომადა მისვია და ახლა ვერ გაკოცებ.
- მაშინ ხელი გადამისვი, დედიკო.
გადავუსვი თუ არა, მაშინვე "მოურჩა"
ჩემი ალერსის მოყვარული ლეკვი...
* * *
თამუნამ ხელი დაიდო თავზე და ამბობს:- ამის შიგნით ტვინია.
მერე ყურზე:
- ამის შიგნით ბარაბანია.
მერე ფეხზე:- ამის შიგნით ძვალია.
ბოლოს მუცელზე:- ამის შიგნით ჭიებია
არადა არ ჰყავს ეს ჭიები და საიდან მოიტანა, არ ვიცი
* * *
გაბრიელმა დაინახა, რომ თამუნას სათამაშო ტელფონს კაბელები ჰქონდა ამოყრილი და თამუნას ეუბნება:
- თამუ, ნახე შენს ტელეფონს სულ ამოყრილი აქვს ნერვები
* * *
თამუნა და გაბრიელი თამაშობენ მამაშვილობანას. გაბრიელი არის მამა, თამუნა - შვილი.
გაბრიელი გამოვიდა მეორე ოთახში, ხელში უჭირავს რაღაც გრძელი სათამაშო, დააჭირა თითები: პიპ, პიპ (დარეკა), მიიდო ყურზე და ამბობს:
- თამუნა, მოდი შვილო, ტორტი გაქვს საჭმელი.
იქიდან თამუნა:
- უკვე გამიკეთე?
- კი.
- ცოტა ხანს მაცადე, მამიკო, სკოლაში ვარ და მძინავს. გავიღვიძებ და მოვალ.
რა წარმოდგენა აქვს სკოლაზე

დასაძინებლად თუ იარა იქ, კარგად ექნება საქმე
* * *
გუშინ თეკლეს ვაძინებ და ასეთი "რეჩი" წავუკითხე:
თეკი, დაიძინე ახლა, დედიკო. უკვე ყველას ძინავს: აუ-აუს ძინავს, ფისოს ძინავს, გოჭებს ძინავთ. შენ გახსოვს გოჭებს როგორი სახლები ჰქონდათ: ჩალის, ხის და აგურის...
უცებ მომიტრიალდა, "სოსკა" გამოიღო და მეუბნება:
- Fუუუუუ, ამ-ამ!
ანუ მგელმა სული შეუბერა გოჭების სახლსო
მეტი როგორ მოეყოლა, სულ 5 სიტყვა იცის

This post has been edited by მარიამი on 7 Nov 2014, 15:41