
გოგო გაიზარდა ეს და აკონტროლებს უკვე რას ამბობს
მაგრამ დავწერ მაინც რაც გამახსენდა.
თავის ოთახში ზის ერთ დღეს და მესმის ღიღინებს თავისთვის:
,,ხეზე ჩიტი გალობს ღა ბუ ააა, მინდვრის მეგრელს მეძახის ბა ბუ აა."
(მამაჩემი ეძახის მინდვრის მეგრელს, მეგრული რომ არ იცის

)
ნია მოვიდა და მეფერება:
,,შენ ხარ ვარსკვლავი, მზე, ცემი ბედნიერება, საუკეთესო დედა, ბევრი ქალი მინახავს, მაგრამ დიდი ვერაფერი. შენ რაღაცნაირად მაგარი ქალი ხარ რაა."
მოკლედ ის-ის იყო ბედნიერების კურცხალი უნდა მომეწმინდა და დააყოლა: - დე, შეიძლება ძუძუები გავიკეთო?
სკოლა ახალი დაწყებულია, ნია მივიდა პირველ კლასში. გაკვეთილი აქვს ქართულში სამეცადინო, ზის და კითხულობს. მე სამზარეულოში ვარ, საქმეს ვაკეთებ.
მესმის: ბატი, ბა-ტი, ბ ა ტ ი. ასე ბგერა ბ. გამოვედი, უნდა შევაქო მეთქი შვილო რა კარგად კითხულობ, ყოჩაღ დედათქო და გაკვეთილად აქვს ,,იხვი".
სკოლაში ახალი მისულები ვართ.
გაკვეთილად აქვს ,,ოთახი".
ნია კითხულობს: ოთარიმ ხია, ოთხი ია.
ნია ავად იყო. მალე გამოკეთდა და ვეფერები, ჩემი ყოჩაღი გოგოტქო.
მოტრიალდა და მეუბნება: - იმიტომ ვარ კარგად, რომ შენ ხარ საუკეთესო დედა ცხოვრებაში.
ძალიან მიყვარს მე ეს გოგო
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”©რ .ინანიშვილი.
,,რა კარგია ჩემ ცხოვრებაში" © ნიაკო