ჩემი შვილის "მარგალიტები" (2 წლისაა):
თამუნას ხაჭოს ხინკალს ვაჭმევ. თეფშზე 2 ცალი დავუდე და ერთი რომ დავუჭერი, მეუბნება:
- დედიკო, ეს მეორე კბეჩინით მინდა

(მოკბეჩით უნდოდა შეეჭამა)
- დედიკო, წიგნს მოვიტან და წამიკითხე
- ცოტა მერე, დედი...
- არა, უკვე ვიტან, უკვე ვიტან ("ვიტან" არის "მოვიტან"-ის აწმყო დრო

)
- დედიკო, ზღაპარი მომიყევი რა...
- რომელი ზღაპარი გინდა?
- ასკუნჭულა

(ასფურცელას და ხუთკუნჭულას ნაზავი. არადა ცალ-ცალკე არც ერთი არ მომიყოლია და საიდან მოიტანა, ვერ ვხვდები)
თამუნა თავის პატარა ძამიკოზე:
- გაბრიელმა არც სიარული იცის, არც ლაპარაკი, მარტო ლორწყები მოსდის...

თამუნა მამასთან მიარბენინებს ლიქიორიან შოკოლადს:
- მამიკო, კამფეტის ღვინო მოგიტანე.
- „ამა“ (ანუ მაწოვარა თავის ენაზე) მომეცი რა...
გვინდა გადავაჩვიოთ და ამიტომ არ ვაძლევ:
- არა
- დედიკო, არ მომწონს, ასე რომ მაწვალებ...
- დედიკო, იმ გოგოს რა ჰქვია, რომ დაიჭირეს?
- რომელ გოგოს, დედი?
- აი, იმას, ციხეში რომ ჩასვეს...
დავდუმდი და დავიწყე ყველა ნაცნობ-უცნობის გახსენება, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. დამეხმარა:
- აი, წრუწუნა რომ...
- წუნა?
- ხო, ხო, წუნა

თამუნამ გამაბრაზა და ჯერ კიდევ გაბრაზებულ გულზე მეუბნება:
- დედიკო, შოკოლადს მიყიდი?
- არა!
- დედიკო, სათამაშო მაიმუნს მიყიდი?
- არა! და საერთოდ სანამ ასე მაბრაზებ, არც შოკოლადებს გიყიდი, არც სათამაშოებს, არც წიგნებს!
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ:
- დედიკო, დიდ ციგას მიყიდი, როცა დავჭკვიანდები?
This post has been edited by მარიამი on 30 Jan 2012, 17:54