მე ღუდუშაურშივე (იქ დავდივარ ეხლა კონსულტაციაზე მამუკასთან და ბარემ აღრიცხვაზეც იქ ამიყვანეს) გავიკეთე.
ლათინურად არ ვიცი და სამმაგ ტესტს ეძახიან ექიმებიც. ეს არის ტესტი ალფა-ფეტოპროტეინზე, ბეტა-ქორიონალური გონადოტროპინი და თავისუფალი ესტრიოლების არსებობაზე
აქედან პირველი ტესტი გვიჩვენებს თირკმელების ანომალიებს, მუცლის ღრუს კედლის, ნერვულ დეფექტებს, 12გოჯა ნაწლავის პათოლოგიებს და შარდ-სასქესო სისტემის ანომალიებს, შერეშევსკი-ტერნერის სინდრომს (საშვილოსნოში ნაყოფის განვითარების ჩამორჩენილობა)
მეორე ტესტი დაუნის სინდრომს აღმოაჩენს
და მესამე ტესტი ფასდება პლაცენტის და ნაყოფის მდგომარეობა
ძალიან არაკვალიფიციურად კი ავხსენი, მაგრამ დაახლოებით ასეა. მოკლედ ვენიდან სისხლს გიღებენ და 1 კვირიდან 10 დღემდე იქნება პასუხი. როცა რაღაც რისკი არსებობს ან უბრალოდ მოლანდებები გაქვს (მე მქონდა წინა ორსულობაში და კახასაც, სულ ანომალიები გვეჩვენებოდა), თავს დაიმშვიდებ
ფასები
თავისუფალ ესტრიოლებზე - 20 ლარი
ალფა–ფეტოპროტეინი 15 ლარი
ბეტა–ქორიონალური გონადოტროპინი 30
სულ - 65 ლარი (სხვადასხვა კლინიკებში სავარაუდოდ +-5-10 ლარი, დიდი სხვაობა არ იქნება)
მოკლედ ეგ მოვიშორე, პასუხზე ორშაბათს დავრეკავ
კიდევ კოაგულოგრამა ავიღე, 1-2ჯერ კიდურები გამიბუჟდა და რომ ჩავიმუხლე იატაკზე ნიკუშკასთან სათამაშოდ, დიდხანს ვერ გავჩერდი. ხოდა ეგეც ავირე და 30 ლარი ვშვლიპე. მერე მამუკა მეჩხუბა ეგ რაღად გინდოდაო, გაბუჟება არა ისაო. მართლა მეტად აღარ გამბუჟებია ხელ-ფეხი
აბა კიდევ რა გაინტერესებს

ჯერჯერობით მეტი ისეთი ანალიზი არ ამიღია, სისხლის საერთოს და შარდის ანალიზს თუ არ ჩავთვლით