ეხლა ეს თემა რომ დავინახე ვიფიქრე ჩემს ძიძებზე მოგიყვებით თქო.
1 ძიძა იყო ძალიან კარგი ქალი, მაგრამ სულ იგვიანებდა და შესაბამისად მეც ვიგვიანებდი ინსტიტუტში, ერთხელ ისე დაიგვიანა რომ გამოცდაზე ძლივს მივასწარი და რომ შემოვიდა ბინაში და ვკითხე თუ სად იყო 2 საათი, ხომ იცოდა რომ გამოცდა მაქვს მიპასუხა ამ თოვლში რა გამოცდა აუტყდათო

თან ბავშვს ასწავლიდა ლექსებს წიპა ვალოდია მეფე ნინო პატარძალი. მაშინ ჯერ კიდევ ის დრო იყო გაზის ბალონები რომ გვედგა ბინებში და კინაღამ აგვაფეთქა, რედუქტორი ვერ გაუკეთა და მერე ასანთით შემოწმება გადაწყვიტა, ხო და აალდა ეს ჩვენი გაზის ბალონი. კიდევ კაი მაშინ დედაჩემი ცოცხალი იყო და მეხმარებოდა, ძიძა იმისთვის ავიყვანე დედაჩემს დაესვენა და პირიქით გამოვიდა, ყველაფერმა მის ზურგზე გადაიარა

2 ძიძა ეს უკვე მეორე ბავშვის დროს ავიყვანე. ძალიან დიდი სიყვარული ქონდათ მას და ჩემს შვილს. რაღაც პერიოდის მერე ვთქვი რომ სამსახურს და სახლის საქმეს ვეღარ ვუძღვები თქო და იქნებ ვინმე იცოდეთ კვირაში 3 ჯერ რომ მოვიდეს და მომეხმაროს დალაგებაში და სადილების მომზადებაში თქო. გამოხატა სურვილი თვითონ გაეკეთებინა ეს ყველაფერი სანამ ბავშვს ეძინა, მეც დავთანხმდი.
შესაბამისად თანხის დამატება მთხოვა, ცოტა ძვირი იყო იმ დროისათვის, მაგარ ვიფიქრე რომ ადმიანი თუ მუშაობს უნდა დაუფასდეს.
ზუსტად 2 კვირა აკეთებდა ამ საქმეებს, ხოლე შემდეგ მობეზრდა ეტყობა თან ჩვენს უფრო დიდ ბინაში გადავედით და იქ უკვე მხოლოდ სადილღა მიკეთებდა, ჩვენ ამ ფართზე არ შევთანმებულვართო.
ბოლოს ისე გამოვიდა რომ მე ვიყავი მის მოთხოვნილებებზე და პრობლემებზე აწყობილი და არა ის ჩემსაზე. ეს არ მიქაროთ არასოდეს, თუ შEამჩნევთ რომ ფულს იხდით მაგრამ მთლად იმას ვერ ღებულობთ რაც გინდათ უნდა დაემშვიდობოტ, და არანაირი პატიოსანია და ბავშვი უყვარს!!!!
როდესაც ამბობდენ რომ ძიძის გაშვება ძნელია მე სულ მიკვირდა რატომ? 1, 5 ვეჯიკავეთ მე დ აჩემი ქმარი რომ წასულიყო. თან ძალიან უხეშადაც ვცდილობდით არ გამოგვსვლოდა, რადგანაც არ მინდოდა მასთან ცუდათ დამშვიდობება.
3 ძიძა სრულიად შემთხვევით აღმოვაჩIნე, როდესაც 2 ძიძA შვებულებაში გავიდა და მომიყვანა ეს ქალი შEმცვლელად.
არავინ არ დამიჯერებს, და მეც არ მეგონა თუ ესეთი ძიძის შოვნა შEსაძლებელია., მე მას ოჯახის მენეჯერს ვეძახი
ორივე ბავშვთან აქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, აღმზრდელობით საქმიანობასაც ეწევა, თავზე არ ისვავს არცერთს, ასწავლის ზრდილობას, უკითხავს, უფროსს ამეცადინებს
ბავშვს ყოველ დღე ასეირნებს, აჭმევს ძალიან კარგათ, აკეთებს სადილებს, მილაგებს სახლს ისე რომ ვერ ვცნობ ხოლმე საკუთარ სახლს სამსახურიდან რომ ვბრუნდები.
მე არ ვიცი როდის მთავრდება სახლში მარილი, კარაქი, ზეთი, ხილი. აქვს ფული განკარგულებაში და ყველაფერზე ზრუნავს თვითო სანამ სეირნობენ.
მე სახლში რომ ვბრუნდები მაგიდაზე მხვდება გაშლილი სადილი

სახლიდან არ გადის ისე რომ ნაგავი არ გადაყაროს, საშინლად არ უყვარს თუ დროზე ადრე ვეტყვი წავიდეს, წავალ საქმეს გამოვნახავო იძახის. ეხლა მარხვაა, სულ არ ვთხოვ, მარა რაღაცსა მაინც მახვედრებს ხოლმე სამარხვოს სახლში, უბრალოდ მოხარშულ კარტოფილს მაინხც
რეცხავს აუთოვებს, კეცავს, კარადებში ახარისხებს ყველაფერს და ეს ყველაფერი არ ხდება ბავშვის ხარჯზე, როდესაც მე სახლში ვარ იგივე ნაირად არის ყველაფერი, ძალიან ყოჩAღი ადამიანია.
რაღაც პერიოდი ჩემს ბიძაშვილთან მუშაობდა, დღესაც თუ მივიდა მისი შვილის სანახავად იწყებს ჩვენთან ბავშვის კარადის დალაგებას და ჭურჭლის რეცხვასო, ისე არ წავა ყველას თუ არ მოგვიარაო.
ეხლა ჩემი ინიციატივით მოუმატე ხელფასი, მომავალში მეტიც რომ მტხოვოს ალბათ გადაუხდი.
მოკლედ გოგოებო ძალიან ბევრი ვწერე და იმის თქმა მინდოდა ასეთებიც არსებობენ და ეძებეთ სანამ არ იპოვნით, განსაკუთრებით თუ საერთოდ არ გყავს დამხმარე სხვა მხროდან, ნამდვილად არ შეჩერდეთ ერთზე ან ორზე. წვირლმანებზე მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, ადამიანი უნდა იყოს ისეთი რომ ნახევრად გაკეთებული საქმე თვითონვე არ უყვარდეს და პატიოსანი იყოს
აბა ყველას წარმატებას გისურვებთ!:)
