აუ ხო.. ეგ სულ დამავიწყდა

საერთოდ არ ვჭამ რძის ნაწარმს, ან ძალიან იშვიათად

გუშინ SoulTaker ი მეუბნებოდა, ცარცის ჭამა დავიწყეო და კალცი უნდა ვიყიდოო

თან ეგ კარგად ჭამს რძის ნაწარმს.
რა დღეში მყავს ჩემი საწყალი ბაია..

ცუდი დედა ვარ რაა.. ჯერ არ დაბადებულა და უკვე საჭმელს არ ვაჭმევ

გუშინ მომივიდა ეგეთი იდეა, რომ ვაკონტროლო რას ვჭამ და რას არ ვჭამ.
ამიტომ გავაკეთებ ცხრილს, სადაც ჩამოვწერ პროდუქტებს 3 პირობით ზონაში.
მაგალითად:
წითელი ზონა: (რაც სასტიკად არ შეიძლება)
პური,
ცომეული,
კოკაკოლა და ა.შ.
ყვითელი ზონა: (რაც შეძლება, მაგრამ სასურველი არ არის)
აქ არ ვიცი რა უნდა ჩავწერო
ალბათ მწარე საჭმელები
მწვანე ზონა: (რაც აუცილებელია)
ხილი
ბოსტნეული
თევზი
ხორცი
რძის ნაწარმი
მერე ამეებს გასწვრივ გავუკეთებ კუბიკებს და მოვნიშნავ დღის ბოლოს, რა ვჭამე.
შედეგად გავაკეთებ სტატისტიკას და არასასურველ რაღაცეებს, თუ დიდი რაოდენობით იქნება, ამოვიღებ და ჩავანაცვლებ სასურველით

რავარია?