ნინიანარახან ექიმებზე ვსაუბრობთ ერთ კურიოზს მოგიყვებით განტვირთვისთვის:
ნანუკა ერთი წლის რომ მყავდა გაციებულზე ამიცრეს პოლიომელითზე და გახდა ცუდად. ფეხები წაერთვა და მოკლედ სასწრაფოდ დავიწყეეთ ნაცნობი და კარგი ექიმის ძებნა
იმ დროს ძლიან ცნობილი პედიატრი იყო თბილისში მაგრამ ძალიან მოხუცი და მისი შვიილი აგრძელებდა მსი საქმეს (რა ტQქმა უნდა ისიც პედიატრი იყო) დეიდაჩემმა გვითხრა ჩემი კურსელია, მეგობარია და დაურეკეთ ჩემი სახელით და მოვა გამოძახებაზეო.
მკლედ ურეკავს დედაჩემი
- ბატონი *** ბრძანდებით?
-დიახ გახლავართ
- მე დოდოს ახლობელი ვარ ბავშვი ავადაა და დოდომ გხოვათ რომ იქნებ მობრძანდეთ გამოძAხებაზე
- დოდოოომ , მთხოვა მოსვლაააააააა?
- დიახ , ძალიან გთხოვათ.
- ნუ რხან დოდომ მთხოვა მოვალ, ოღონდ დამხვდიტ სახლთან.
ჩაკუნტრუშდა დედაჩემი დასახვედრად კმაყოფილი და ნახევარ საათში იღEბა კარი და რას ვხედავ ხელით შემოაქვს ალბათ 300 წლის მოხუცი, რომელიც აშკარად ვერ ხედავს, ყურზე უზარმაზარი აპარატი უკეთია და ვერ დადის სიბერისგან.
შემოიტანა ეს მოხუცი და დადო სკამზე.
მოხუცმ აშეხედა მე და ხელში ერთი წლის ნანუკას და იკითხა
-ბავშვი რომელიაო
და
დაიძინა სკამზე
ნუ როგორ წავიღEთ უკან ის მოხუცი და როგორ ეძებდა მთელი ოჯახი ამას აქ აღარ მოვყვები.
დედაჩემს სახელი შეეშალა და მამას ეხვეწა მოდიო, ისეთი დამაჯერებლური ტონი ჰქონდა რომ ადგა ეს საცოდავი კაცი, რომელიც წლებია უკვე ქუჩაში არ გასულა და მოჩოჩდა
პ.ს. მინდა გითხრათ რომ როცა გაიღვიძა, მთხოვა ბავშვი ახლოს მომიტანეო, შიშველი ხელებით გაუსინჯა ფეხის ტერფები და მუხლები და საერთოდ რომ არ მოგვიყოლია ისე დასვა დიაგნოზი
ეს პატარა გაციებულზეა აცრილი . სამი დღE მისცემთ ამას და ამას და გაუვლისო
ასე გიხდეთ ყველაფერი კარგი როგორც ეგ ახდა, ზუსტად სამ დღEში ბავშვი გამოკეთდა.
კაცი გონში აღარ იყო სიბერისგან მაგრამ ის გამოცდილება და პრაქტიკა ისე ჰქონდა გამჯდარი რომ ხელის მოკიდებით დასვა დიაგნოზი