ესე იგი....
2-ში დილიდან ვერ ვიყავი ხასიათზე. პაწაწუნა იმკის მაგოვრად რომ ქვემოთ ჩამოსულიყო, ზემოთ ავიდა და ნეკნებში იყო გაჭედილი, მაწვებოდა და სუნთქვაში მიშლიდა ხელს.
ჩემ დასთან წავედით სტუმრად და ისე, ხუმრობით ჩემ სიძეს ვუთხარი, შენი დაწურული საფერავი ხომარ გაქვს თქო. თუმცა წინა დღეებში ქარსხნული საფერავი დავლიე და რეაქცია არ ქონდა. ხოდა მაინც არ მქონდა იმედი რომ გაჭრიდა ჩემი სიძის ღვინო, მაგრამ გემოგლობინის პონტში დავლევ თქო. წრუპა წრუპვით გამოვიდა 1 ჭიქა. სახლში რომ მოვედი, დედაჩემს ვეუბნები, რაღაც უცნაურად ვარ თქო. ვერ დავიძIნე, სადღაც 2-ისთვის დავწექი და ზუსტად 5 წუთში ვიგრძენი რომ წყლებს ვღვრიდი (სულ მაინტერესებდა ეს წყელბის დაღვრა როგორ გამოიყურებოდა, ხოდა ამიხდა სურვილი

).
ნახევარ საათში მივედით სამშობიაროში, გამსინჯეს ისევ 1 თითზე ხარ გახსნილიო. ხვალ შუადღემდე არ იმშობიარებო და გაუშვეს ჩემი ქმარი სახლში, არადდა 5 წუთიანი ინტერვალები მქონდა. წამოვწექი ლოგინზე და ინტევალებს ვითვლი 4 წუთია. პირველზე ეგრევე პატარა ინტერვალებით დამეწყო ტკვილიები, თან წყლების რომ დამაღვრევინეს 2 საათში ვიმშობიარე და მივხვდი რომ შუადღემდე გავაჩენდი აშკარად. ესეც პირველი მშობიარობის გამოცდილებიდან, სიარული დავიწყე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ინტერვალები უფრო მოკლეა, მაგრამ ტკივლი შედარებით ნაკლები და ყელიც სწრაფად იხსნება, ხოდა ვიარე ასე 2 საათი 2 წუთიანი ინტერვალებით და რომ შევამჩნიე რომ ტკვილები ძალიან მომემატა, გავაღვიძე სანიტარი იმან გააღვიძა მორიგე ექიმი, გამსინჯა 3 თითნახევარზე ვიყავი გახსნილი. ვეკითხები, რამდენ ხანშI ვიმშობიარებ, როგორ ამჩნევ თქო, 2 საათშიო. 2 საათი ამ ტკივილებს, და ამაზე უარესს ვეღარ გავუძლებ თქო და გაუტკივარებაზე დავიწყეთ ჩაილიჩი. სანამ ის, სანამ ეს, გახდა 7 საათი, გამიკეთეს გაუკტვიარება, 10 წუთი გაყუჩებას მოუნდა, და 8-ის 15 წუთზე დამეწყო ჭინთვები, ნახევარზე გაჩნდა პაწაწუნა.
ექიმს, რომ არ ეთქვა 2 საათიო, არ გავიკეთებდი გაუტკივარებას, 5 წუთის გულისთვის ნამდვილად არ მიღირდა. გაგუამაც ვერ მომისწრო, აზრი არ ქონდა, სახლიდან არც გამოსულა, ძალიან სწრაფად იხსნებოდა ყელი.
ჩახევა მქონდა პატარა, ისიც იმიტომ რომ დავიბენი ჭინთვების დროს, პირველზე სხვანაირად მქონდა, ამაზე სხვანაირად.
არ ღირს ღამე მშობიარობა, დღისით ჯობია, ყველა რომ ადგილზეა
აღმასრულებელი სჯულისაი, სიყვარული არს.