მოკლედ გოგოებო დავაძინე ჩემი გოჭი და მოგიყვებით ჩემს მოგონებებს... მოგონებებს რა კაიფში ვიყავი, ამიტომ სხვის მონაყოლს გადმოგცემთ
მოკლედ 28–დან რომ დამეწყო ყრუ ტკივილები პირველში გვიან უკვე აშკარად გამიძლიერდა. დაურეკე ჩემს ექიმს და დამიბარა 2–ში დილას 10 საათზე გავაკეთოთ საკეისროო... მაგრამ წელი უფრო ამტკივდა და დავურეკე, ახლავე წამოვალ–მეთქი..
წავედით სამშობიაროში, ყველაფერი მოამზადეს, მეც ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი, გაგიჟდნენ, მშობიარე ასეთი მშვიდი და მხიარული კარგა ხანია არ შეგვხვედრიაო....
მოკლედ კარგად რომ მომაკაიფეს და გამჭრეს კიდეც, ჩემმა ეწქიმმა მითხრა, ხელი შევყავი, ბავშვს თავში წავავლე და შუქი ჩაქვრაო.. გადაურთიათ ავარიულ ხაზზე და არც ია არ იყო...
საოპერაციოში მხოლოდ ლარინგოსკოპი გვქონდაო, ყელში რომ ანათებენ ავადმყოფებს და იმის შუქზე ვმუშაობდითო, მერე დეიდაჩემი შემოვარდნილა, მობილურები შემოუტანიათ, ასანთი და სანთელიც კი ვერ უპოვიათ უცბად...
ჰოდა, ამ უკუნ სიბნელეში დაიბადა ჩემი მესამე კაცუნა...
ანესთეზიოლოგს ორი კუბი დაუმატებია, ნელა მუშაობდნენ და არ გამოვიდეს ნარკოზიდანო... ასე მკერეს სიბნელეში...დამთავრებულა ოპერაცია და შუქიც მოსულა.
ჩემი ექიმი გაგიჟებული იყო, 24 წელია ვმუშაობ და ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ მქონიაო... არადა მეორე დილას 10 საათზე იყო საკეისრო დანიშნული, მაგრამ როგორც ჩანს უფალმა მეც და ჩემს ექიმსაც სერიოზული გამოცდა მოგვიწყო...
მე კი არაფერი გამიგია, მაგრამ ეს დღეები მთელი სამშობიარო მაკითხავდა უნიკალური ექსპონატივით
არადა ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი, წამოდი და ბავშვს რომ ამოიყვანენ გულზე დაიწვინე–მეთქი, კიდე კარგი არ წამოვიდა, თორემ მთელ ბრიგადას ეგ ეყოლებოდა მისახედი...
ასე გაჩნდა ჩემი ანდრია 21–ე საუკუნეში მესამე თაობის მობილერების, ლარინგოსკოპისა და სანთლების რომანტიულ ატმოსფეროში
მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა, ჩემთვის ადვილი სათქმელია, თორემ ჩემები ერთი კვირა ადამიანებს არ გავდნენ
იმედია, მე ვიქნები გამონაკლისი შემთხვევა და ყვალა კარგად იმშობიარებთ, წარმატებები გოგოებოოოოოოოოოოოოოოოოოო