მოკლედ, აი ჩვენი ისტორიაც, თუ თავგადასავალი:
Mია გაჩნდა 26 აპრილს, კვირას, სავარაოდო სამშობიარო დღე იყო 29 აპრილი, თუმცა მის მოვლენას დიდი ხნით ადრე ველოდებოდით, ერთი - მშობლების მოუთმენლობის გამო, რადგან უზომოდ გვინდოდა ჩავხუტებოდით და მოვფერებოდით, მეორეც - იმხელა მუცელი მქონდა, რომ უკვე ვწუხდებოდი კითხვებით: '"ტყუპები გყაავს?", -"როდის უნდა გემშობიარა?" . .
შეგრძნება, რომ უკვე დრო მოვიდა მშობიარობამდე 2 კვირით ადრე დამეწყო . . . ყოველ საღამოს იწყებოდა ყრუ ტკივილი მენჯის არეში. ჯერ 20-25 წუთი, შემდეგ საღამოს ცოტა მეტი, შემდეგ კიდევ უფრო და დააახლოებით 2 კვირის თავზე უკვე რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ხო, ტკივილი იწყებოდა სხვადასხვა დროს, მაგრამ ყოველთვის ღამის 2 საათისთვის ქრებოდა.
მშობიარობის წინა საღამოსაც, ანუ პარასკევს სადღაც 6.30-ზე დამეწყო ისევ ასატანი ტკივილი - თუმცა ამ ღამემაც "ტრუხად" ჩაიარა

შაბათი დილა ჩვეულებრივი გვაქვს - დილას სპორტ-დარბაზი, რომელიც ჩემმა ქმარ-შვილმა დალაშქრა, მერე კი მეც შევუერთდი, რადგან შოპინგის დღეა და მაღაზიიდან-მაღაზიაში სურსათის საყიდლად დავბოდიალებთ, ამინდიც გადასარევი იყო და ჰოლანდიური პეიზაჟებითაც ვასიამოვნეთ თვალს
მეორე დღეც დავგეგმეთ, ყვავილების ფესტივალი ტარდებოდა ჰარლემშI და იქ გადავწყვიტეთ წასვლა, თან მეგობრებიც დავპატიჟეთ, მაგრამ ვინ გაცალა როო

შაბათი, დღის 3.30, უკვე უფრო ადრე დამეწყო ტკივილი, თUმცა არ შევიმჩნიე და სამზარეულოში შევედი - ელენეს ორ-ფერიანი ორცხობილების გამოცხობას შევპირდი, სპეციალური ფორმებიც კი ვიყიდეთ იმ დილით, მოკლედ ვტრიალებთ სამზარეულოში და თან ვფიქრობ, შაბათს 25-ში მოასწრებს დაბადებას თU 26, კვირას? - (ოჯახის ყველა წევრი კვირა დღეს ვართ დაბადებული)

. .
საღამოს უკვე ტკივილი ძალიან ხშირი და აუტანელი გახდა, უფრო სწორედ საშინელი დისკომფორტი იყო, რადგან ადგილს ვერ ვპოულობდი, თუმცა ტკივილის ატანა საკმაოდ შესაძლებელი იყო . . ხო, ეხლა მკითხავთ მერე სახლში რას ელოდებოდიო, მაგრამ ჯერ ერთი წინა პრაქტიკიდან გამომდინარე - 1,5 თითზე უკვე სამშOბიაროში ვიყავი, არანაირი სურვილი არ მქონდა ასე ადრე გავქანებულიყავი, თან ტკივილის არ მქონდა ისეთი, როგორიც მახსოვდა. . თუმცა, არც არავინ არ გამაქანებდა სამშობიაროდ, აქ სახლში უნდა მოვიდეს ბებიაქალი და ტვითOნ ის წყვეტს დროა წასვლის თუ არა და რადგან მხოლოდ ბოლო მომენტში მიყავხარ მაინც, მოკლედ . . .
საღამოს სადღაც 11 საათის შემდეგ ვალერიანი დავლიე და ჩამეძინა . . აა, ქმარს პატარა ბუნტი მოვუწყვე - შევატყვე, რომ ნერვებიც მღალატობდა უკვე, თუმცა სამშობიაროდ რომ ვემზადებოდი ვერ ამჩნევდა და არც მითქვია . . აი, ვალერიანი რატომ დამჭირდა ეხლა გამახსენდა ..
ღამის 2 საათია თითქმის, უფრო ზუსტად 01.45 წუთი, როცა გამეღვიძა და ტუალეტში წავედი, არანაირი ტკივილი . . ისევ დიდი იმედგაცრუება განვიცადე, რადნამ მეგონა, რომ ეს ღამეც ასე უემოციოდ და თავგადასავლის გარეშე ჩაივლიდა . . . თUმცა სანამ ისევ დაძინება მოვასწარი - უსაშველო და გაუსაძლისი ტკივილები დამეწყო . . . ლოგინში ვეღარ გავჩერდით და ავდექით, უკვე ცხადი იყო რომ დღეს გაჩდნებოდა ქალბატონი . . ტკვილი სადღAც ყოველ ორ წუთში მქონდა და დავრეკეთ ბებიაქალთან, რომელმაც სტანდარტული ფრაზები გაუშვა "შხაპი მიიღე, პარაცეტამოლი დალიე (აქ ეს ლუმინალის პონტში აქვთ) და მე 1 საათში მოვალ" . . მოკლედ არ დამიჯერა რომ ტკივილი ყოველ 2 წუთში მქონდა, ამ დროს ყოველ ხუთ წუთში როცა არის, მაშინ უნდა გადაგიყვანონ საავადმყოფოში. . .
მოკლედ ასე დავრჩი ჩემი ქმრის და ტკივილის ანაბარა. ის ტკივილი აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ვამბობდი, მესამეს თუ გადავწყვეტ ეს სიტყვები გამახსენე-თქო

(აქ დილით დაწყებული ბეჭდვის საღამოს გაგრძელება მიწევს, ასე რომ აზრი ალბათ გაწყვეტილი იქნება)
როცა ნახევარი საათის შემდეგ ტკივილებმა არ გამიარეს ჩემმა ქმარმა ისევ დარეკა - "აღარ მოდიხართო?" - იქედან დასტური კი მივიღეთ, მაგრამ რად გინდა მე უკვე ტკივილის ატანა აღAრ შემეძლო და ჭინთვებზე გადავედი . . ბოლოს შხაპის მიღება გადავწყვიტე - და უნდა გითხრათ ასეთი შვება თუ იქნებოდა არ მეგონა - უბრალოდ წარმოუდგენელია, მოკლედ აბაზანაში ვეგდე სანამ არ მოვიდა ბებიაქალი და როგორც დამინახა - მაშინვე გადაწყვიტა რომ წასაყვანი ვარ (ალილუია) . .
ეხლა პრობლემა ჩვენი უფროსი შვილის დატოვება გახდა, რადგან ვისაც უნდა დაეტოვებინა, ის არ პასუხობდა . . თუმცა კიდევ კარგი, მამა დააკლდებოდა ბაოს დაბადებას და არა მარტო ეს - საკმაოდ დიდი როლი ითამაში იმაში, რომ მია ეხლა ინვალიდი არ არის . .
სახლიდან სამშობიარო ბლოკამდე სადღაც 15-18 წუთი დაგვჭირდა . . და კიდევ ერთი მაგდენიც მიას დაბადებას . . დაიბადა დილის 4.57 სთ-ზე 5050 გრ, 54 სმ.
პ.ს. ჰოლანდიურ მახინჯ სისტემაზე და იმაზე, თუ როგორ გადავრჩით - მე იმ ქვეყანას გასტუმრებას და ჩემი შვილი დაინვალიდებას - ამას შემდეგ სერიაში მოვყვები . .
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .