დავწეროთ ახლა ჩემი მოგონებები
მოკლედ 23-ში გავიღვიძე დაახლოებით 2-3 საათზე და წამოვგორდი სავარძელზე.
ხოდა მამიკო კომპტთან იჯდა იმავე ოთახში. მე ბავშვს ველაპარაკებოდი რო მალე გამოძვერი თორე მანდ დაგტოვებ-მეთქი და ფეხი მომაჭირა აი ძაან მაგრად, არასოდეს უქნია ეგრე ძლიერად. სადღაც ვაპირებდით გასვლას და 2 წუთში ავდექი გასამზადებლად და ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმულირო წ###ბის დაღვრა დავიწყე... ნუ ძაან დავიბენი საერთოდ არ ველოდი და ჩემი ქმარი ხო საერთოდ

დედაჩემის ნომერი ვერ აკრიფა რო დაერეკა, იქით ვაწყნარებდი.
მოკლედ მალევე მოვიდა დედაჩემი მანქანით და წავედით ბიბიდაში. დავარაშვილთანაც დარეკილი იყო და გველოდებოდა, ოღოონდ სულ წუწუნით მივდიოდი იმიტო რო ეს წ###ბის ღვრა არ ჩერდებოდა და მეთქი გარეთ როგორ გამოვიდე სულ სველი ვარ-მეთქი

მივედით ამ ლეჩკომბინატში და ლიფტი არ არისო, მე ცუდად გავხდი რო წარმოვიდგინე რო 3 სართული ფეხით უნდა ამევლო მარა სხვა გზა არ იყო. დავარაშვილმა მერე ამპარჭყა სკამზე და გამსინჯა მარა აი მაგ გასინჯვისას მივხვდი რო რაღაც საშინელება მელოდა წინ

ძაან ძაან მეტკინა ხელით სინჯავდა ყელი გახსნილი იყო თუ არა და თან მუცელზე მაწვებოდა. მერე მუცელი გამიზომეს აბა სავარაუდო წონაო ბავშვის და გამოუვიდათ 4.400, მანდ საერთოდ ამიტრიალდა თვალეები, მარა ექო რო გააკეთეს 3.600-700 იქნებაო. ხოდა აი დადგა ახლა რო ვხვდები ყველაზე ძვირფასი წუთები ბავშვის დაბადებას თუ არ ჩავთVლით. დავარაშვილმა არჩევანი შემომთავაზა (ეს უიშვიათესი შემტხვევაა როგორც ვიცი)

ან საკეისროო ან დაველოდოთო როგორ განვითარდება მოვლენები და გადავწყვეტ დაახლოებით 5 საათში ზუსტად დაგჭირდება თუ არაო :დ ნუ ეს 5 საათი ან მეტი იმისთვის იყო საჭირო რო მე "კარგი" და "ჯანსაღი" ტკვილები დამწყებოდა და ენახათ ყელი გაიხსნებოდა თუ არა. არ იყო მაგ დროს გახსნილი და ბავშვიც არ იყო დაბლა დაწეული. მე ავირჩიე სასწრაფოდ საკეისრო და გაამაქანეს მოსამზადებლად. მანდ არაფერი განსაკუთრებული. სპინალურით გამიკეთეს მეღვიძა და ისე

ხერხემალში საერთოდ არ იყო მტკივნეული ნემსი და ისეთი გაბჟუებული ვიყავი ვერაფერს ვგრძნობდი. ძაან მალე დაახლობით 10 წუთში ამოაძვრინეს ცემი პატარა, 6-ს აკლდა 15 წუთი

დამანახეს და მალევე დაბანილი შემომიყვანეს რო მენახა, ნუ ვერ აგიღწერთ რა მაგარი იყო , თან ძაან გათიშული ვიყავი მეძინებოდა მარა აი რავოცო ვერ აგიღწერთ რა ვიგრძენი.
ნუ საკეისროს მეორე დღესვე ამაყენეს, გავსუფთავდი. ინტენსიური თერაპიიდან ჩვეულებრივ პალატაში გადამიყვანეს და ეგრე რა. გუშინ გამოვეწერე მეექვსე დღეს. თვითონ სამშობიაროზე იმის თქმა შემიძლია რო აი უსაყვარლესი და უკარგესი პერსონალი ყავთ, სულ ყველა. ძალიან ყურადღებიანები და თბილები არიან მართლა და ჩემი აზრით ეგ არის ყველაზე მთავარი.
იქ ყოფნისას მე რაც ქალების კივილ-წივილი ვისმინეეეეე, აუ სულ დამავიწყდა საკეისროს შემდგომი დისკომფორტი, ღმერთს მადლობა რო ეგრე გავაჩინე თორე ჭკუიდან გადავიდოდი.