გამარჯობათ გოგოებო, ყველას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ვინც მგულშემატკივრობდდა, რამის ამატირა სიხარულისგან რომ გამოვედი და ჩემზე თემა ვნახე, მოკლედ დიდი მადლობები ყველას
რაც შეეხება მშობიარობას, ვეცდები დაწვრილებით დავწერო ყველაფერი, 11-ში ვიყავი მისული გასასინჯად მისული, გამსინჯეს და 1 თითზე ვიყავი გახსნილი, ტკივილები ფაქტიურად არ მქონია, ამიტომ არ დავრჩი, მითხრეს ნებისმიერ დროს შეიძლება დაგეწყოსო, ან რამდენიმე დღე არც არაფერიო.
12 -ში დილის ექვსის ნახევარზე გამეღვიძა, ყრუ, მოვლითი ტკივილები მქონდა, 8-10 წამი გრძელდებოდა დაახლოებით, და 7-8 ჭუთიანი ინტერვალებით, ავდექი ეგრევე, ჩემი ქმარიც გავაღვიძე, თუმცა ჯერ არ ვჩქარობდი წასვლას, რათომღაც მეგონა გადამივლის, ეს არ არის მშობიარობიშ ტკივილები, შეიძლება უბრალოდ რამე საჭმელმა მაწყინა-მეთქი, ჯერ ძალიან არ მტკიოდა, მაგრამ ინტერვალები ტკივილებს შორის იკლებდა და იკლებდა, ცოტასაც ვიცდიდი, ბნელნელა მოვემზადე, თან საათს ვინიშნავდი ტკივილების ხანგრძლივობა რომ მეკონტროლებინა, ბოლოს ნახევარი საათის განმავლობაში დამეწყო 4-5 წუთში ერთხელ და 12-12 წამი მთკიოდა ზუსტად, ოღონდ უკვე შედარებით ძლიერად, ხოდა ჩემმა ქმარმა მორჩა წავედითო და წავედით.

ცხრა საათი იყო სამშობიაროში რომ მივედი, მიმღებში გამსინჯა ექიმმა, თითნახევარზე ხარ გახსნილიო, დღეს უეჭველი გააჩენ, უნდა დაწვეო, რაღაც საბუთები შევავსეთ, სადაზღვეოში დავრეკეთ, მოვემზადე, ჩავიცვი და 10 საათი იყო რომ გადამიყვანეს პალატაში სადაც ბლოკში გადაყვანამდე ვიქნებოდი.
უკვე საგრძნობლად მტკიოდა, ექიმმა გამსინჯა და 2 თითზე ხარ უკვეო, ვუტხარი ჩემი ქმარი მინდა შემოვიდეს და კიდევ გაუტკივარება მინდა -თქო, ხოდა მაგას გაგუა წყვეტს რადგან ის არის შენი ექიმმი, ცოტაც მოითმინე, მოვა ძალიან მალეო, 5 წუთში ჩემი ქმარიც შევიდა, გაგუსთვის უთხოვია და შემოუშვეს სასაცილოდ ჩაცმული, ფაჩუჩებით, სხვა სიტუაციაში მაგრა ვიცინებდი, მაგრამ უკვე საგრძნობლად მტკიოდა, ჩემი ქმრის სემოსვლა მაგრა დადებითად იმოქმედა, ძალიან დამეხმარა მორალურად და მასაჟებითაც, დაახლოებით 11-ის ნახევარზე მოვიდა გაგუაც, გამსინჯა და მიტხრა სამ ტიტზე ხარ ყუკვე გახსნილიო, მტკიოდა, მაგრამ ისე რომ ტელეპონზეც ვლაპარაკობდი და სმს-ების გაგზავნის თავიც მქონდა, შევახსენე გაუტკივარება მინდა მეთქი (მაგაზე წინასწარვე ვიყვავი შეტანხმებული, ) ხოდა 10 წუთში მოვიდა ანესთეზიოლოგი და დაიწყეს წამლის გამზადება, ამ პერიოდში უკვე მაგრა ამტკივდა, ერთი სული მქონდა დროზე გაეკეთებინათ, მერე იყო ცოტა უსიამოვნო ჩხვლეტა ხერხელის ქვემოტ და წამალის შემოყვანეს. დაახლოებიტ 10 წუთში შედარებით გამიყუჩდა ტკივილები, ოღონდ შედარებით, ხელმეორედ მოვიყვანეთ ანესტეზიოლოგი და დოზა დავამატებინე, საკმაოდ გამიყუჩდა, მოსათმენი ტკივილები დამრჩა, მიტხრეს მეთ დოზას ჯერჯერობით ვერაფრით ვერ დაგიმატებთ, თუ ძალიან არ გტკივა იქნებ მოითმინო, ისედაც საკმაოდ დიდი დოზა გაგიკეთეთო, 40 წუთის მერე წამალმა იკო მოქმედება და დამიმატეს მეორე თ, შედარებით კარგად გამიყუჩდა, თუმცა მოვლით ტკივილებს ვგრძნობდი, ისევ 4 წუთში ერთხელ იყო, მითხრეს იმხელა დოზა გაქვს გაკეტებული ზოგი საერთოდ ფეხებს ვეღარ გრძნობსო, მე კი ჩვეულებრივად დავდიოდი, თუმცა მიშლიდნენ, შეიძლება უცბად პეხები მოგეკვეთოს და დავარდეო.
1 საათი იყო კიდევ მოვიდა გაგუა , გამსინჯა და წ##ები დამაღვრევინა, ყელის გახსნას უშლის ხელსო, ისევ 3 თითზე ვიყავი გახსნილი,
3 საატძე გამსინა ისევ გაგუმ, მითხრა მეტს გაუტკივარებას ვეღარ გაგიკეთებტ, უნდა შევწყვიტოთ დოზის დამატებაო, სრულად იყო ყელი გახსნილი, მაგრამ ბავშვი არ ჩამოდიოდა, არც ბუნებრივი ჭინთვები მეწყეობოდა, ოთხის ნახევარი იყო უკვე მაგრა ამტკივდა, 15 წუთში ერთხელ მსინჯავდა უკვე ხან დათო და ხან დათოს გოგო, ვერაფრიტ ვერ დაგიმატებთ ანასთეზიასო, ცოტა შეფიქრიანებულები იყვნენ, ბავშვი არადა არ მოდიოდა ქვემოთ, აქრც მე მეწყებოდფა ბუნებრივი ჭინთვები, ტკივილებმა მაგრა იმატა, 2 წუთში ერთხელ მტკიოდა უკვე, თან კანკალი ამივარდა, გაგუამ დამამშვიდა გაუტკივარებამ იცის ზოგჯერ ეგრეო, მეშინოდა ბავშვს არაფერი დაუშავდეს მეთქი და დამამშვიდა მე აქ რისთვის ვარ, გპირდები, მაგას არ დავუშვებო, სულ მინდოდა ჩემს ოთახში ყოპილიყო, მაგრა ვენდობი როგორც ექიმს, რაღაცნაირად ვმშვიდდებოდი რომ ვხედავდი. ექვსის წუთები იყო რომ ვუთხარი იქბნებ გადამიყვანოთ ბლოკში, ვეღარ ვუძლებ ტკივილებს მეთქი, ისევ არ მეწყებოდა ბუნებრივი ჭინთვები, უკვე 5-10 წუთში ერთხელ მსინჯავდნენ, ექვსის 20 წუთი იყო გაგუამ გადაწყვითა გადაგვყავს ბლოკშიო, თუმცა ჯერ არ არის ბავშვი დაძული, მაგრამ ცოდოა, მაგრა წვალობს ბავშვიო, თან გამაპრთხილა შენით უნდა გაიჭინთო, რაც შეიძლ;ება ძლიერად, ოღონდ როცა გეტყვი მხოლოდ მაშინო, შემიყვანეს ბლოკში, ისევ არ მეწყებოდა ბუნებრივი ჭინთვები, ვიჭინთებოდი რაც შეიძლება ძლიერად როცა დათო მეუბნებოდა, მაგრამ არ იყო საკმარისი, ვერ ეტეოდა ბავშვი, ზალა არ მყოპნიდა უფრო ძლიერად გაჭინთვის, ამ დროს გაგუა მეუბება მე უკვე ვხედავ შენს შვილს და ხომ გინდა შენც დაინახოო, მითხრა ახლა უნდა ძალიან მოინდომო და 2-3 ისეთი გაიჭინტო რომ გააჩინო ტორემ ვეღარ სუნთქავს ბავში, ცოდოაო, ზალიან იმოქმედა ამ ყველაფრმა, კიდევ უპრო მოვიკრიბე ძალღონე, ჩოტა დამინიავეს რომ გავგრილებულიყავი, ცივი წყალი დამასხეს სახეზე და მოემაზადეო-მესმოდა გაგუს ხმა, ახლა მხოლოდ ბავშვძე იფიქრე და იცოდე ახლა უკვე უნდა გააჩინო, რაც შეიძლება მაგრა გაიჭინთეო, მერე რამდენიმე წამი არაფერი არ მახსოვს, რომ გამოვერკვიე მას უკვე ხელში ჩემი დაჩი ეკავა, ვუყურებდი ბავშვს და მეგონა არ ტიროდა, რატომ არ ტირის-მეთქი ვეკიტხებოდი გაგუს, რომელიც მიმტკიცებდა როგორ არ ტირის, შენ არ გესმის უბრალოდ ძლიერ ემოციებში ხარო, ამ დროს თავის ხელით მომიყვანა და გულზე დამაწვინა დაჩი... ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ალბატ ყველაზე ბედნიერი მომენტი, არც ვიცი რას შევადარო, აბსოლიტურად ვერანაირ ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი და ვეღარც ვერავის ვხედავდი, მხოლოდ დაჩის ვხედავდი, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, მაზე და ჩემს ქმარზე და ერთი სული მქონდა მასაც მალე ენახე ჩვენი პატარა ანგელოზი...
ნაკერი ერტიცალი დამჭირდა, ბავშვი ვერეთეოდა და სხვა გზა არ იყოო ამიხსნა გაგუამ, მაგრამ შიდა და პატარა ნაკერია, უკვე აღარ მაწუხებს ფაქტიურად.
3.900 დაიბადა დაჩი, 52 სანტიმეტრი.
ეს არის ის შთაბეჭდილებები, რაც ამ ეტაპზე მაქვს მშობიარობასთან დაკავშირებით, იმედია ამზელა მონოლოგით თავი არ მოგაბეზრეთ