სამშობიარო სახლი:
ჯანმრთელობის სახლიექიმი:
ამირან ქორიძემშობიარობის ტიპი:
საკეისროანესთეზია:
ადგილობრივი (სპინალური)ანესთეზიოლოგი:
ალეკო გვარიარმახსოვს_ _ _ _ _ შეიცავს საკმაოდ gross დეტალებს, მამრებისთვის წაკითხვა განსაკუთრებით არაა რეკომენდებული _ _ _ _ _
პატარა შესავლის სახით ვიტყვი, რომ ძალიან ტკივილგამძლე ვარ, ექსტრემალურად ტკივილგამძლე. მაგალითად, ფეხის მოტეხვის დროს ერთი არ წამომიკვნესია, ამაზე მოწმედ მთელი გიორგი ერისთავის ქუჩა დადგება

მშობიარობა რომ ახლოვდებოდა, 17-ში მივხვდი, დილიტ სააშინელი დიარეით გამეღვიძა [ანუ ფაღარათი, ანუ კუჭის აშლა, ოღონდ აი წყალი რომაა ცარიელი რა]. არადა არაფერი ისეთი არ მიჭამია. იასნია ეგრევე დავგუგლე და უამრავი შედეგი ამოყარა, ჰორმონების პონტშიო, ისო ესო, ორგანიზმი თავისუფლდება ზედმეტებისგანო. იმ დღეს ფაფის გარდა არაფერი მიჭამია და უკეთ ვიყავი საღამოსკენ, მაგრამ მეორე დილით ისევ!
იმ დღეს, 18-ში დედაჩემი ქორიძესთან გავიდა, ჩემი ფეხის რენტგენი ანახა და მოელაპარაკა, რომ 19-ში საღამოს 7-დან არაფერი უნდა მეჭამა და 20-ში წინასაკეისრო ანალიზებზე მივსულიყავი,
მთელი დღე შიგადაშიგ მეჭიმებოდა მუცელი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მეთქი ბრექსტონ ჰიქსია.
საღამოს უფრო გახშირდა ეს წამოვლები და ტუალეტში გასულს ცოტაოდენ სისხლიანი საცობი შემრჩა ხელთ (

), საცობი წინა დღეებში სულ პატარა ნაკუწებით გამოდიოდა კიდეც (ჟელესმაგვარი სუბსტანციაა, უფრო სწორად.. ჟღვინტლისმაგვარი

), მაგრამ სისხლიანი არ იყო ხოლმე.
აქ კიბორგა კარგად დაფეთდა, საერთოდ მთელი ორსულობის მანძილზე აწუხებდა ეს "რომ ვერ მივასწროთი" და საკეისროზე უფრო გაუმძაფრდა, გვიან რომ იყოსო, ისო ესო. დავიწყე დროის ათვლა ჭინთვებს შორის (მართლა გამოსადეგარი საიტია -
http://www.contractionmaster.com/ , სულ გახსნილი მქონდა, დაწყებისას S-ს აჭერ, დამთავრებისასაც და მერე ის გაჩვენებს შუალედებს და ნუ კაია. 7-10 წუთის შუალედებში მერყეობდა, იყო 5-ც და ნუ რას ველოდებითო, ვუთხარი რა სად მედო, ჩავაყრევინე ჩანთაში და წავედით ჯანსახლში, ამ დროს სადღაც 12 სთ იყო ალბათ.
იქ არც კალიასკა აღმოაჩნდათ და არც ლიფტი, ასე რომ რა სკუპსკუპით ამიყვანეს ჩემმა ქმარმა და მისმა ძმამ ვერ აღვწერ. რომ შევედით, მორიგე ექიმი დაგვხვდა მაააააააააააგარი პრაწივნი როჟა, სახელი არ მახსოვს, მაგრამ თათაც მაგარი უკმაყოფილო იყო - საერთოდ ერთადერთი ადამიანი მახსოვს ცოტა უსიამოვნოდ მთელი ჯანსახლიდან, ეს ქალი, სახელს მერე დაწერს თათა, მაგას ახსოვს.
ძალიან უხეშად და ძველბიჭურად დამხვდა რა, ტუალეტში შედიო, მერე გინეკოლოგიურ სკამზე ამახტუნა - ნუ ეს რაღაც საოცრება იყო მოტეხილი ფეხით, ფაქტიურად ამიყვანა და დამსვა კიბორგამ ზედ.
გამსინჯა და ჰოი საოცრებავ, არც ერთი თითი!!! არადა ამ დროს უკვე კაი საგრძნობი ტკივილები მაქვს. ნუ რადგან საკეისრო ხარო და რადგან ფეხი ასე გაქვსო, დაგტოვებთო. სხვა შემთხვევაში გაგაბრუნებდით უკანო, თითქმის ყველა ორსული სამჯერ მოდის ცრუ ტკივილებითო, ჩემმა ქმარმა და მისმა ძმამ სკამზე დამსვეს და ამიტანეს მესამე სართულზე, საიდანაც მომდევნო 6 დღე არსად წავსულვარ.
გამხადეს, ჩამაცვეს ხალათი, გამომკითხეს ყველაფერი, შეავსეს ფურცლები, მერე მკითხეს, ნარკოზი თუ ადგილობრივიო, გამინათდა თვალები, არ ველოდი, რომ ადგილობრივი ექნებოდათ, აქედან ვიცოდი, რომ ქორიძე დიდი მოტრფიალე არ არის. მეთქი თუ შესაძლებელია - ადგილობრივი!! დაურეკეს ანესთეზიოლოგს და სანამ ის მოვიდოდა, მე გამამზადეს. მომაწერინეს ხელი რაღაცეებზე, სანიტარმა გამპარსა. ამ სანიტარს თათია ერქვა და ამ გაპარსვის შემდეგ ჩემდამი ძალიან .. :დ თბილი დამოკიდებულება გაუჩნდა, მაგალითად ორი დღის შემდეგ მის მორიგეობაზე შემოვიდა, მომიკითხა და ჩამეხუტა მაგრად. ჰჰჰჰ :დ
ბოლოს მოვიდნენ ანესთეზიოლოგი ალეკოც, ახალგაზრდა კაი როჟა, ორსული ცოლით სახლში :დ და ქორიძეც, რომელიც ძაან კაი ტიპია, სულ ღიღინებს. მათ შორის, ოპერაციის დროსაც :დ
გამირჭეს კათეტერი, არც ისე მტკივნეული იყო, წარმოსადგენად ბევრად უფრო უარესია :დ მარცხენა ხელი გამაშლევინეს და ჩამიდგეს ნემსი რაღაც, ოღონდ ვენა ძალიან ცუდი მაქვს მარცხნივ, ამიტომ მაჯაზე იპოვეს და იქ გამიკეთეს, აი ასე ორიგინალურად

მერე სპინალურის დროც დადგა. გადავტრიალდი გვერდით, მოვიხარე მაქსიმალურად და ცოტა ხანში შემარჭო ნემსი. ამ დროს უკვე ისეთი ტკივილები მქონდა, რომ შემოტევის დროს ვეღარ ვლაპარაკობდი. და ეგ რომ მახსენდება, წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, 0 თითი და მერე რა მოხდებოდა... ააა ბრრრ!!!
ნემსის შერჭობის მომენტი დიდი არაფერია, ოდნავ უსიამოვნოა სითხის ჩაღვრის, ისიც ეგ შეგრძნებაა რა, რომ შიგნით რაღაც შედის, დისკომფორტსაც ვერ დავარქმევ.
ცხვირწინ ჩამომაფარეს რაღაც, დაბლა რა ხდებოდა, ვერაფერს ვხედავდი. და დაიწყეს ჩემი ჩხვლეტა. ცხვლეტა პირდაპირი მნიშვნელობით, მეორე დღეს პატარაწინწკლები გავჩითე ფეხზე ჩაყოლებაზე, ანუ ნემსს მასობდნენ და აბა თუ გრძნობ, აბა თუ გრძნობო. ნელნელა სითბოს შეგრძნება დაიწყო მუცელში და ფეხებში და ცოტა ხანში ვერაფერიც ვეღაც ვიგრძენი.
ალეკო თავთან მეჯდა, ხელში ჟანგბადის ის რაღაც საცხვირე ეჭირა ჩემ თავზე და სულ მელაპარაკებოდა და მეკითხებოდა, როგორ ხარო. ა ხო მეორე ხელზე თითზე მეკეთა პულსის საზომი, და გამაფრთხილეს, ქვემოთ არ წაიღო ეს ხელიო :დ
დაიწყეს ოპერაცია. ტკივილი არ არის, თუმცა რაღაცეებს ვგრძნობდი, გაწელვის შეგრძნება, დაწოლის შეგრძნება და ეგეთები. ბავშვი ძაააან მალე ამოაძვრინეს, 10 ან 15 წუთში, ჭერ რაღაც წყლით სავსე პარკის ტყლუშ გავიგე, მერე კრკრკრ რაღაცნაირად და მერე ბავშვის ამოძრობა ვიგრძენი, და ააჭყნავლდა კიდეც ეგრევე, ემოცია დიდად არ მქონია, მეცინებოდა, რაღაც ირეალური სამყარო იყო :დ დამანახეს ერთი წამით, თმა ჰქონდა და კააი დიდი არის მეთქი გავიფიქრე, 3420 დაიბადა, ნუ დიდი იყო კი, ჩემს მუცელთან შედარებით, დაჟე ქორიძემ გაიკაიფა, სად ეტეოდაო.
გულზე არ დამაწვინეს : ( და მაგაზე მაგრად დამწყდა გული, იმიტომ, რომ ადგილობრივის გადაწყვეტის ერთერთი მიზეზი ნარკოზის არნდომის გარდა იყო ის, რომ რადგან კიბორგა ვერ ესწრებოდა, მეთქი ერთი მშობელი მაინც ჰყავდეს ბავშვს ფხიზლად და ახლოს, რომ დაიბადება :დ
ამის მერე დაიწყო მოსაწყენი პროცესი, გაკერვა. ბავშვი ამოყვანილია, არარაფერს აღარ ელოდები, პროსტა უნდა გკეერონ და გკეერონ. მუდმივად სინჯავენ წნევას, სულ რაღაც წამლებს აკლებდნენ-ამატებდნენ. ცოტა ხანში გული ამერია :დ რაღაც პარკში ჩამაღებინებინეს, ეგ იყო საღამოს ნაჭამი ბანანი :დ
მერე დამეწყო კანკალი. მაგაზეც რაღაც დამიმატეს წამალი და ჩავწყნარდისავით.
ქორიძემ ღიღინ-ღიღინით დაამთავრა ოპერაცია და გადამიყვანეს ინტენსიურში. ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, და რომ ვუყურებდი, მაგარი სტრანნი იყო, აი იცი რომ შენია, მაგრამ აი გადადეს-გადმოდეს და არა რა, სხვისია :დ
დამაწვინეს, მუცელზე დამადეს ყინულები და სიმძიმე, 2 სთ უნდა გედოსო. აუ როგორ მციოდა, ვერ აღვწერ, სამი ადიალა დამაფარეს ბოლოს. ამ დროს ფორუმზე დავპოსტე კიდეც:
მშობიარობა მოგვაიხლოვდა (post #14342538)მემგონი ყველა რეკორდი მოვხსენი, მშობიარობიდან ერთ საათში ფორუმზე შემოქანებით :დ
ბოლოს როდესაც აიღეს ის ყინულები, გამიკეთეს გამაყუჩებელი, რომელშიც ვეჭვობ, რომ დამაძინებელიც იყო, იმიტომ, რომ გავითიშე და ჩამეძინა.
რამდნეიმე საათში გამეღვიძა, ფეხებში მგრძნობელობა მთლიანად დაბრუნებული და აბსოლუტურად არანაირი ჩივილები, არც თავის ტკივილი, არც წნევა, ნუ აარაფერი. მერე მოვიდნენ, გამწმინდეს, ჩვარები შემტენეს :დ კათეტერი გამომიღეს და გამაქანეს პალატაში. იქიდან კი იცით ყველაფერი, და თუ არ იცით და მაინც და მაინც გაინტერესებთ, აგერ თემა
kissie_იმ იმშობიარა! (post #14343045) აქედან ბოლომდე ჩემი სამშობიაროში ყოფნის ყველა დღე და თითქმის ყველა მოვლენა.
_ _ _ _ _
სპინალურ საკეისროს ჩემი აბსოლუტური აღფრთოვანება, მართალია სხვა არ გამომიცდია არაფერი, მაგრამ ნუ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ყველა გადაწყვეტილებით, რაც მივიღე.
ჯანმრთელობის სახლის სეფასებას კიდევ უფრო დეტალურად სამშობიაროების თემაში დვაწერ, აქ ვიტყვი რომ... ღირს რა, ღირს იმ ფასად, რასაც იხდი!
ა მემგონი მორჩა. ბავშვს ტკბილად ძინავს თავის ცისფერ-კრემისფერ ლოგინში, და იმავე ოთახში ძინავს კიბორგას, აბსოლუტური იდილიაა ამწამს სახლში :დ ხოდა მეთქი სანამ მუღამზე ვარ და მახსოვს, დავწერ.