ეს მოხდა 28 მაისს, თუმცა ბოლომდე იმედს არ ვკარგავდი, იქნებ ჩემს დაბადების დღეს, 29 მაისს დამთხვეოდა :
დილას ლექციაზე ვიყავი, რომ ყრუ მოვლითი ტკივილები ვიგრძენი. ვიფიქრე, მშობიარობა ხომ არ მეწყება მეთქი, მაგრამ რატომღაც არ დავიჯერე, თუმცა დავიძაბე, აუდიტორიაში წ###ბი არ დამეღვაროს მეთქი, (ძალიან შემრცხვებოდა).
ლექციამ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ტკვილის შესახებ არავისთვის არ მითქვამს და ჩემთვის წყნარად ვაკვირდებოდი პროცესს.
საღამოსკენ, როდესაც ბექა სახლში მოვიდა, ვთხოვე სასეირნოდ ჩავსულიყავით ეზოში. მანამდე მოვასწარი საიტებზე იმის გარკვევა, რომ შეიძლება მშობიარობის პროცესი დაიწყოს 1-2 დღით ადრე, რაც გამოიხატება სუსტ მოვლით ტკივილებში. ამ დროს გახსნის პროცესი დაწყებულია თურმე - ისიც ვიცოდი, რომ შოკოლადის ჭამა აჩქარებს...
სნიკერსების ჭამაში უკვე ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ მიხშირდებოდა ტკივილები, თუმცა არც ისე შემაწუხებელი იყო. (ნუ რაღაც არასამშობიარო

)
მერე ვაღიარე, ცოტა მუცელი მტკივა, მაგრამ ჯერ არა მგონია რამე იყოს, ეს ალბათ წინაპერიოდია მეთქი.
სახლში რომ მოვედით, ტელევიზს მივუსხედით და ფეხბურთის ყირება დავიწყეთ, თუმცა ვხვდებოდი, რომ წამზომი ჩართული იყო და მაქსიმუმ ეს ღამეც უნდა გადამეტანა...
მაინც არ მინდოდა სამშობიაროში წასვლა., ჩემ ტკივილებთან ჩემ სახლში მერჩივნა ყოფნა, ვიდრე სადღაც ექიმებში. თან ისე მოხდა, რომ გაგუა მაინცდამაინც ჩემი მშობიარობის დროს წავიდა საზღვარგარეთ და არც ვიცოდი რომელი ექიმი უნდა ამეყვანა. ერთი ის ვიცოდი, რომ გაუტკივარებას ვიკეთებდი

ბოლოს მივხვდი, რომ ეს ტკივილები მაინც არ დამაძინებდა ღამით და 'გადამაწყვეტინეს წასვლა სამშობიაროში, თუმცა გზაში ვბუზღუნებდი, მაინც ტყუილად მივდივარ ამ შუა ღამისას, იქიდან უკან გამომიშვებენ, რა დროს მშობიარობაა მეთქი, ან კიდევ მომიწევს ტყუილად ლოდინითქო.
ღამის 12 საათი იყო, რომ მივედით გაგუას კლინიკაში.
fly_away-მ მირჩია ვახტანგ ბარკალაია აიყვანე, მე ვყავარო გაჩენილი მაგ კაცს და კარგი ექიმიაო .
რომ მივედით, რაღაც ანკეტა შემავსებინეს, მე რჩევა გავითვალისწინე და ბარკალაია მოვითხოვე, მალე მოვაო, მითხრეს. (ალბათ სახლიდან გამოაქცუნეს)...
მორიგე ექიმმა რომ გამსინჯა ჩემდა გასაოცრად 2.5 თითზე ვიყავი გახსნილი
მერე გამიყვანეს საპროცედუროში.
საპროცედუროდან- წინა სამშობიარო ბლოკში. მე ჩვეულებრივად ჩაცმული, ბექა კიდევ- ექიმის ხალათში

რომ შევედი, გამოველაპარაკე ექთნებს, დერეფანში დავდიოდი უაზროდ. სიარული მშველოდა ცოტას და თან ძალიან ასატანი ტკივილები მქონდა.
ჯერ ანესთეზიოლოგი შემოვიდა და ჩემი დახმარება ხომ არ გინდაო. მეთქი, ჯერ არა და ახლომახლო იყავი, მე თვითონ დაგიძახებ, როცა დამჭირდება გაუტკივარება მეთქი. თან იმიტომ ვიუარე მაგ დროს, რომ გაუტკივარება ყელის გახსნას კი აჩქარებს, მაგრამ მშობიარობის პროცესი იწელება სამაგიეროდ და რაღაც ისეთი ბალანსი მინდოდა, ორივე რომ მალე მომხდარიყო ერთი სიტყვით.
როგორც იქნა მოვიდა ბარკალაია, გამსინჯა ( მანამდე მორიგე ექიმიც მსინჯავდა) და 3 თითზე უკვე მოვითხოვე გაუტკივარება.
ერთი რაღაცა ნემსიანი ვენაში ჩამიდგეს, მეორე ზურგში შემირჭეს. ხერხემალში მარტო ნემსი ვიგრძენი, ისიც სუსტად. მერე უკვე ცივი ნივთიერება ზურგის არეში ჩადიოდა პერიოდულად დოზის დამატებისას.
ტკივილები მიძლიერდებოდა. წ###ბი დავღვარე 1-2 საათში მისვლიდან. ბოლოს გულიც ამერია.
ბოლო 2-3 საათი მქონდა გაუსაძლისი მოვლითი ტკივილები. დოზას ვამატებინებდი, თუმცა მგონი არ მიყუჩებდა... (და გაუტკივარება რომ არ გამეკეთებინა, წარმომიდგენია რა დღეში ვიქნებოდი... ტკივილის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ სამწუხაროდ )
ღამის 12-ზე მისული დილის 6სთვის უკვე გადამიყვანეს სამშობიარო ბლოკში. ნუ ის იყო რაღაც კოშმარი. გამაყუჩებელი აღარ დამიმატეს და ენით აუწერელი ტკივილები მქონდა, მაგრამ არც ისეთი კივილ-წივილი რომ დამეწყო (თუ მე ვარ თავშეკავებული არ ვიცი)
ექიმს ჩვეულებრივად ველაპარაკებოდი, ვუჯერებდი და ნახევარ საათში გავაჩინე კესო.
ნაკერები დამჭირდა სამწუხაროდ. ვახტანგს კი ვთხოვე, იქნებ ისე გააკეთოთ, რომ არ ჩამჭრათ მეთქი, მაგრამ ამიხსნა, რომ ეგეც რისკი იყო და თუ ჩავიხეოდი, ნაკერი უარესი იქნებოდა. ამიტომაც დავთანხმდი.
ყველაზე უცნაური შეგრძნება კესოს ამოყვანა იყო და ყველაზე 'ბანძი' შეგრძნება ჭიპლარის მოშორება

მტირალა კესო გულზე დამაწვინეს და აი ის იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი...
ყველაფერი რომ დამთავრდა მერე ამიტყდა ისტერიული ტირილი, 2 ხმაში ვბღაოდით მე და ჩემი პატარა. მგონი ემოციებისგან მაშინ დავიცალე.
ექიმები გაკვირვებულები მიყურებდნენ, ახლა რა გატირებს, ყველაფერი დამთავრდაო. მე კიდევ სწორედ მაგიტომ ვტიროდი, რომ დამთავრდა და მიხაროდა...
ცოტა ხანში ყველა გავიდა ბლოკიდან და მარტო დამტოვეს კესოსთან ერთად, მაგრამ მე ვერ ვდგებოდი და კესო სხვა მაგიდაზე იწვა.
კესო 3.600 დაიბადა
მაინც რას ვიფიქრებდი, რომ ჩემ დაბადების დღეს ჩემ ბაიასთან ერთად სამშობიაროში გავატარებდი ..