მოკლედ ეხლა სძინავს ბავშვს და შევეცდები მოვყვე ჩემი ამბავი. ე.ი. 30-ში დილით ვიყავი დაბარებული გეგმიური საკეისროს გასაკეთებლად. წინა დღეებში ვიყავი ძალიან მშვიდად, ნერვიც კი არ ამტოკებია, მაგრამ 29 საღამოს დამეწყო მანდრაჟი

ყველა შესაძლო ვარიანტი გავთვალე თავში

ფორუმშიც ვიყავი შემოსული მაგრამ ხმას არ ვიღებდი, მეთქი ეს ამდენი ორსული არ დავგრუზოთქო

30-ში დილით მე, ჩემი ქმარი და ჩემი დაქალი (მესწრებოდა ოპერაციაზე) მივედით სამშობიაროში. დავურეკე ექიმს, იმიტომ რომ ჯერ არ იყო მისული და მითხრა დაიწყე გაფორმება და უკვე გზაში ვარო. ეს გაფორმება ყოფილა კარგა ერთ საათიანი პროცედურა, რაღაცეებს გეკითხებიან და ავსებენ ანკეტას. მერე ამიღეს სისხლის საერთო და კოაგულოგრამა, გამიზომეს წნევა, ამწონეს, გამიზომეს სიცხე. მერე გამომაცვლევინეს და ჩამაცვეს პერანგი, ხალათი და ჩუსტები. ამასობაში მოვიდა ექიმიც და გამსინჯა, ჯერ ზემოდან, მერე ყელი გასინჯა და ჩემს ბედზე ყელი დარბილებული იყო და სრულ 1 თითზე იყო გახსნილი (კიდევ კარგი, თორემ ძალით გამიხსნიდა). ისე, გოგოებოო, ყელი თუ გახსნილია გასინჯვა არ არის ისეთი მტკივნეული.
ამის შემდეგ დავემშვიდობე ჩემს ქმარს და მე და ჩემი დაქალი ავედით საოპერაციოში, სადაც შესვლამდე კიდევ უამრავი რაღაც მკითხეს, უამრავჯერ გამსინჯეს (ზემოდან), მომიწყვეს დაკითხვა თუ რატომ ვიკეთებდი საკეისროს დამაწერინეს ხელწერილი, მომაწერინეს რაღაცეებზე ხელი და როგორც იქნა 10 საათზე მისული 11.45სთ-ზე შემიყვანეს საოპერაციოში. მაგიდაზე რომ დავწექი დამეწყო ისეთი შიში ვერ გადმოგცემთ, ყველაფერზე ვფიქრობდი, თან ძალიან ამტკივდა მუცელი (მე მგონი ყელი გამეხსნა კიდევ ერთ თითზე

) და დავიწყე ხვეწნა მალე დამაძინეთთქო, მაგრამ ისე გაიწელა დრო კინაღამ გავგიჟდი. ამ დროს შემოვიდა გომელაური და როგორც კი დავინახე რა არხეინად იყო და დარწმუნებული საკუთარ თავში ძალიან დავწყნარდი, თან ჩემი დაქალი მედგა თავზე (ბავშვობიდან ყველა ჩემს ოპერაციას ესწრება) და რაღაცეებს მიყვებოდა. ამ დროს ამოიყვანეს ჩემი ქმარიც და ინტენსიურში შეიყვანეს, რომ მოემზადებინათ ბავშვის გულზე დასაწვენად, იმიტომ რომ მე ბუნებრივია ვერ დავიწვენდი. მოკლედ დაიწყო ანესთეზია, მერე მე რა თქმა უნდა არაფერი არ მახსოვს

ოპერაცია დაიწყო 12.01 სთ-ზე და ზუსტად 12.03სთ-ზე დაიბადა ჩემი შვილი და ეგრევე დაიწყო ტირილი (ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემმა დაქალმა მომიყვა), გაიყვანეს და დაუწვინეს მამიკოს გულზე, რომ გაეთბო. მეც შევუერთდი მათ დაახლოებით ნახევარ საათში. რამდენ ხანში გავიღვიძე არ ვიცი, მაგრამ, მახსოვს რომ პირველი რაც შევამჩნიე იყო, რომ მუცელი აღარ მქონდა, ეგრევე გავიგე ბავშვის და ჩემი ქმრის ხმა. და ეგრევე ვიკითხე ბავშვი როგორ იყო და მე როგორ ვიყავი და ეს კითხვა დავსვი თურმე დაახლოებით 100-ჯერ, თან რომ მპასუხობდნენ, თურმე გაკვირვებული ვამბობდი: ვერ გავიგე მეც კარგად ვარ და ბავშვიცთქო?

მერე დამაწვინეს ბავშვი გულზე, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ვხედავდი კარგად, ნარკოზის გამო. მერე გადაგვიყვანეს პალატაში და დაახლოებით 1 საათში სრულად გამოვედი ნარკოზიდან და რომ დავინახე ჩემი შვილი დავიწყე უაზრო ტირილი, თან ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ასეთი სასწაული მაჩუქა. მოკლედ არ ვნანობ რომ საკეისრო გავიკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ნაკერი გამეხსნა და ცოტა გამირთულდა და ეხლაც ვმკურნალობ, მაინც ვფიქრობ რომ საკეისრო ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
ხო მეანის ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ სამშობიარო არ მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ ლუქსში ვიწექი.