საერთოდ არაა ეგ მტკივნეული. არც მშობიარობამდე ვიზიტებისას მტკენია რამე და არც, მით უმეტეს, მშობიარობის წინ - გაუტკივარება მქონდა გაკეთებული.
ახლა, თუ მაცალა ბაიამ, ჩემს ისტორიასაც დავწერ:
3 ივლისს, ღამის 1:15-ზე ვიგრძენი და მთელი ლოგინი დამისველდა. მაშინვე წამოვიხტი და ჩემი ქმარი გავაღვიძე - დამეწყო, წავედით სამშობიაროში-თქო. ისეთი შეშინებული წამოხტა, მე თვითონ უარესი შეშინებული რომ არ ვყოფილიყავი, გამეცინებოდა

სანამ ჩემი ქმარი მანქანას გამოიყვანდა, დიდის ამბით შევედი აბაზანში, მოვწესრიგდები-მეთქი და რომ მეგონა, მოვწესრიგდი, მეორედ დავღვარე უფრო მეტი წ###ბი, ხელახლა მოსაწესრიგებელი გავხდი

მაგრამ მაგის დრო აღარ იყო, ცელოფანი დავაფინე მანქანის სავარძელზე და ასე სველი წავედი. გზაში კიდევ ვღვრიდი წ###ბს, სულ გაწუწული მივედი სამშობიაროში, ბოდიშებს ვიხდიდი.
იქ მორიგე ექიმმა გამსინჯა და 2 თითზე ხარო მითხრა. დაგაწვენთო. მერე ჩამიტარეს ის ოყნები და ეგეთი პროცედურები და დამაწვინეს წინასამშობიარო ბლოკში. გაუტკივარების გაკეთებას არ ვაპირებდი და თავიდან არც მტკიოდა მაინცდამაინც აუტანლად. არ ვიცი რომელი საათი იყო, რომ დამეწყო კედლებზე გასასვლელი ტკივილები

კივილი მაინცდამაინც არ შემიძლია, მაგრამ ისე ვგმინავდი, ჩემი ცოდვით დაიწვა ყველა გარშემო. და შემომთავაზეს გაუტკივარებას გაგიკეთებთო. მე შეშინებულმა შევეკითხე, სახიფათო ხომ არ არის-თქო. არა, რა სახიფათო, მაგას ჩვენთან 95% იკეთებსო. აგერ გვერდზე გოგომ გაიკეთა და წევს მშვიდადო. მოვიფქრებ-მეთქი ვუთხარი. მაგრამ ფიქრი დიდხანს არ დამჭირვებია, ზუსტად შემდეგ შეტევაზე მოვიფიქრე

დაუძახეს ექიმს, კიდევ გამსინჯა, 3 თითზე ვიყავი და გავუკეთოთ გაუტკივარებაო. ბავშვი ატირდა და შევამოკლებ ცოტას - მოკლედ, გამიკეთეს გაუტკივარება, ტკივილებმა იკლო და ცოტა ამოვისუნთქე. მალე ისევ დაიწყო და დამიმატეს. მე მეგონა 2-ჯერ შეიძლებოდა დამატება, მაგრამ არ ყოფილა მასე. სულ 4-ჯერ დამიმატეს, ერთხელ - მშობიარობის მერე. მესამედ რომ დამიმატეს, უკვე სრული გახსნა მქონდა და საცაა ბლოკში უნდა წავეყვანეთ, მაგრამ გაგუას ცოტა შეაგვიანდა და მაგან მიშველა

კიდევ კარგი, თორემ მშობიარობის ტკივილების ატანა მომიწევდა. ამ ბოლო გაუტკივარების წყალობით, საერთოდ არ გამიგია არაფერი, ისე გამოძვრა ჩემი ბაია. ბუნებრივი ჭინთვები არ მქონია. გაგუა როცა მეუბნებოდა, მაშინ ვიჭინთებოდი და 4-5 ჭინთვაზე დავინახე კიდეც, როგორ გამოიყვანეს ჩემი პაწაწუნა (დილის 8:30 იყო დაახლლოებით, როცა დაიბადა). თვალებს არ ვუჯერებდი, რომ დავინახე. თავიდან გულზე დამაწვინეს და ცოტა მოვეფერე, მაგრამ მალევე წაიყვანეს და სანამ მე საშვილოსნოს მითვალიერებდნენ და მკერავდნენ (შიდა ნახეთქი მქონდა 1 ცალი, გარედან ნაკერები არ დამჭირვებია), მანამდე სადღაც მაგიდაზე იწვა და თვალს არ ვაშორებდი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მომიყვანეთ-მეთქი ვითხოვე. მაშინვე მომიყვანეს და ისევ გულზე დამაწვინეს. ვერ აღვწერ, როგორი ზე-ბედნიერი ვიყავი.
2 საათი ვიწექი ასე ბედნიერად ბლოკში, მერე გადამიყვანეს პალატაში. პირველი და მეორე დღე ცოტა მძიმე იყო. დაჯდომა და სიარული მიჭირდა. კიდევ კარგი, ჩემი ბაია ძილისგუდა აღმოჩნდა და პირველი ორი დღე ძირითადად ეძინა. 6-ში წამოვედით სახლში და მას მერე ძილი და მოსვენება დაკარგული მაქვს. მაგრამ დედობაზე დიდი ბედნიერება არაა არაფერი. ყველას ვუსურვებ, ამ ბედნიერების გამოცდას

ესეც დაბადების დღეს გადაღებული სურათი:
This post has been edited by მარიამი on 18 Jul 2009, 21:29