მოკლედ ახლა დავწერ ზუსტად ყველაფერს რა როგორ იყო.
აბსოლიტურად ყველა ნერვიულობდა ჩემს გარდა. ყველა რაღაც ისე მიყურებდა და მამხნევებდა კაი ხო ნუ გეშინიაო, არადა ეგ ისტყვები უფრო მაღიზიანებდა იმიტომ რომ არ ვნერვიულობდი. 7_ში საღამოს წავედი ეკლესიაში. 8_ში გამეღვიძა 9_ის ნახევარზე, გავემზადეთ, ავიღეთ ჩანთა, ვილოცე, ერთი ღრმად ამოვისუნთქე სახლიდან გასვლის წინ და წავედით მე, გიო, დედა, მამა და ჩემი ძმა. იქ დაგვხდა ბიძაჩემი. ავედით ზემოთ, იმ ქალს ვუთხარით ვინც ამაზადებს ხოლმე რომ საკესიროზე ვიყავი და შემიყვანა.. აი მანდ უკვე გულმა ხვანცალი დამიყო, ათასი დებილი ფიქრი მოგდის თავში, ნეტა ბავშვი როგორია, რამე ხომ არ ექნება დეფექტი, ჯანმრთელობის მხრივ როგორ იქნება, ნეტა მე სისხლად ხომ არ დავიცლები და ასე შემდეგ. ჩამაცვეს პერანგი და ქოშები რომელიც 3 ზომით იყო ჩემზე პატარა (41 მაქვს ფეხი),

გამარჭვეს ოყნა (ყველაზე ცუდი მომენტი მთელ ამ ისტორიაში), ოყნის მერე გავიხედე მოსაცდელში და რას ხედავს ჩემი თვალები მთელი მოსაცდელი ჩემი მეგობრებით, ნათესავებით არის სავსე. მაგარი მუხტი მივიღე მაგით, კიდე გიოს შეშინებულ და ბედნიერ თვალებს რომ ვხედავდი. მერე ნელ_ნელა გიოს მეგობრებიც მოდიოდნენ. დამიძახეს ბლოკიდან შემოდიო. გიოს შევხედე საწყლად, მაკოცა შუბლზე

და წავედი ფრატუნით და ხალათის ფრიალით. კიდე არ ვნერვიულობდი, ნუ მე მგონია თულმე რომ არ ვნერვიულობ თორემ ხელები და ტანი სულ ცივი ოფლით მქონდა დასვრილი. შევედი ბლოკში და ორი ბუნებრივად მშობიარე გოგო ყავთ, ვაიმეე... საწ###ბი, ამას რას უყურეს ჩემმა თვალებმა, ერთი სულ გულს ირევდა, მეორე კიოდა ჩქარა გაუტკივარებაო, მე კიდე ვიჯექი ჩემთვის გასუსული და სოსოს ველოდებოდი. მიყურებდნენ ეს გოგოები ისეთი თვალებით ლამის იქვე ჩამქოლეს რომ არაფერი მტკიოდა.

როგორც იქნა შემიყვანეს საოპერაციო ოთახში.როგორც იქნა იმიტომ რომ მაინცდამაინც მაშინ დაეწყოთ ყველა სოსოს პაციენტს ბუნებრივად მშობიარობა და ორი გოგო ამშობიარა სანამ მე შემიყვანდნენ. ჩემი ფიქრები დასტრიალებს ისევ იმას რომ რა მეშველება, ასიანი მოვკვდები, წნევა დამივარდება და ასე შემდეგ. დამაჯინეს იმ საზიღარ მაგიდაზე და ანესთეზეოლოგმა გამიკეთა ნემსი, თავიდან ძალიან ცუდი შეგრძნება იყო, გეგონება ასი ტონა გაწვება თირკმელებზეო, ფეხებიც გამილურჯდა, მერე უკვე დამაწვინეს და ნელ_ნელა დაიწყო ფეხებში მოძრაობის შეგრძნების დაკარგვა. ვიწექი ასე, ორივე ხელი აქეთ იქით მეწყო ნემსებგარჭობილი და თან წნევის აპარატი მეკეთა რომელიც ყოველ 2 წუთში ერთხელ წნევას მისინჯავდა. დამიწყეს ფეხებში და მუცელში ნემსების ჩხვლეტა რომ გაეგოთ ვგრნობდი თუ არა, უკვე აღარ მქონდა არაფრის გრძნობა, შემოვიდა სოსო, ძალიან თბილად გამამხნევა, თავზე ის რაღაც საშინელი შუქები მანათებდა, თეფში მფრინავს რომ გავს. ხოდა უცბად... ვაიმე დავიწყე გათიშვა. ერთი ეგღა მოვახერხე რომ წნევის საზომს შევხედე და ვხედავ რომ წნევა ნელ_ნელა ქვემოთ ჩამოდის, მე კიდე გული საგულედან მივარდება და გონებას ვკარგავ. გულში ვფიქრობ ''თულმე როგორ მოდის სიკვდილი, ახლა ბავშვს ამომიყვანენ, ყველაფერი კარგად ექნება, მე კიდე მოვკვდები, ექთანი გავა და ჩემებს ეტყვის ბავშვი კარგადაა, მაგრამ...'' ნუ ისეთი ტრაგიკული სცენები წარმოვიდგინე ჰოლივუდის სცენარისტებს გამოადგებათ (დოლორესის გასაგონად>>მე ძალიან დაბალ წნევებს ვატარებ და მაგიტომ დამემართა ეგრე). ერთადერთი ფიქრები იყო გიო და დედა, გიო და დედა. სოსომ ჩქარა ჟანგბადიო და დამადეს ცხვირ_პირზე ის დალოცვილი რაღაცა, ვაიმეე ორ წამში სულ აღმიდგა ყველაფერი და დავბრუნდი დედამიწაზე. ის აპარატი უნდა ვიყიდო და სახლში დავიდგა. გადამაფარეს წინ ზეწარი და დაიწყეს. საოცარი გრძნობა ყოფილა სპინალური. ისე კარგად ვგრძნობდი როგორ აძრობდნენ ჩემ პატარა კაცს

ანესთეზეოლოგები ისეთი კარგები იყვნენ, მეფერებოდნენ და რაღაცეებს მელაპარაკებოდნენ. სულ ყოველ ნაბიჯს მიხსნიდნენ რა ხდებოდა, მე კითხვებით ტვინს ვბურღავდი. სოსო იძახის მართლა როგორ ქონია შემოხვეული ჭიპლარიო და ამ დროს ვიგრძენი როგორ ამოაძვრინეს. ძალიან სწრაფად ამოიყვანა, ისე რომ ვერც მოვასწარი გააზრება. ეგრეევ მოხსნეს ჭიპლარი და ატირდა

დამანახეს, იასამნისფერი იყო, ტიროდია და ტიროდა, მე თვალები მქონდა დახუჭული, ძლივას გავახილე და რომ დავინახე სუნთქვა შემეკვრა, აღარ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა, სულ ვაიმე ვაიმეს ვიძახდი, მილოცავდნენ ექთნები. როგორ მინდოდა გიო ჩემს გვერდით ყოფილიყო და ენახა. პირველ ფიქრი ეგ იყო ჩემი ''რამხელა აბია'' და მერე ''როგორ მგავს''

არ ვიცი ვერ აღვწერ რა გრძნობები განვიცადე როცა დამანახეს ჩემი შვილი, ჩემი თომა, ამდენი თვეების ლოდინის, ამდენი განსაცდელის მერე. გაიყვანეს მალევე. ყველაზე ბედნიერი გაფატრული ვიწექი მაგიდაზე სოსო რაღაცეებს ჩალიჩობდა ჩემ მუცელში. პირი ყურებამდე მქონდა გახეული და ვიწექი ეგრე ბედნიერი იმ ფიქრებით რომ ნეტა გიო რომ ნახავს რას იტყვის და რას იგრძნობს. დაახლოებით 15 წუთი მკერეს. ჩემი ბიჭი 12_ს რომ 10 წუთი აკლდა მაშინ დაიბადა, შემოვიდა ექთანი, მეთქი ხომ ყველაფერი კარგად აქვს, ყველაფერი კარგად არისო მითხრა და მასინ ამოვისუნთქე ბოლომდე. გადამიყვანეს ორი საათი გვერდზე ოთახში, დამადეს მუცელზე ყინულები და რაღაც მძიმე, შემომიტანეს მობილური და პირველი ზარი გიოსთან იყო, ბავშვი უკვე ენახა და სურათებიც გადაეღო

ვაიმე რა ბენდიერი და დაძაბული ხმა ქონდა, ხატი როგორ გგავსო ეგერევე ეგ მითხრა, მაშინ აღიარა და ახლა აღარ აღიარებს. მე მეტირებოდა. მერე დედა მელაპარაკა, მერე დაქალები,. ყველა ისეთ ეიფორიაში იყო
მერე გიომ მომიყვა, ხომ გამოვიდა ექთანი და თქვა დაიბადაო, ეგრევე მეცნენ და მილოცავდნენო, ხმას ვერ ვიღებდიო, გაოცებული ვიყავიო, მაგრამ ჩემი ფიქრები შენზე გადმოვიდა, ბავშვი დაიბადა მაგრამ ნეტა ხატია როგორ არისო, მერე კიდე რომ გამოვიდნენ და თქვეს ხატიაც კარგადაა და უკვე ბლოკშიაო მაშინ ამოვისუნთქე ბოლომდეო (ოოოხ როგორ მესიამოვნა ეს სიტყვები, ცოტა ქმარიც გავამარიაჟო ახლა)

3 საათში გადამიყვანეს პალატაში, ერთ კაციანში, მერე შემოვიდნენ გიო და დედა და იყო ძალიან დიდი ემოციები, კიდე ბევრ რამეს არ ვწერ, დამეღალა კაცო თითები და თქვენც ცოდოები ხართ.
სოსო შემოდიოდა დ ამამოწმებდა როგორ ვიყავი, რამდნიმე დღე მაწუხებდა ნაკერები მაგრამ ზუსტად 15 დღე გავიდა და ახლა უკვე არაფერიც არ მახსოვს

ძალიან კარგია სპინალური საკეისრო. ვინც ბოლომდე წაიკითხეთ მალადეც თქვენ
_ახლა, რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთან, მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! – დავეღრიჯე და მუხლებზე დავეცი.
_ მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.
_ ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.
_ახლა ვარ ღმერთი, რომ გაგიჭირდა?