მეც მინდა მოვყვე, რაც განვიცადე... ყველა განცდილი ტკივილის მიუხევად ეს ფიზიოლოგიური პროცესი ფრიად სასიამვნო და ლმაზი მოვლენა იყო ჩემს შემთხვევაში.
ბევრი რომ არ ვიბოდიალო...
გათხოვებიდან სადგაც 2-3 კვირაში დავფეხმძიმდი, ეს პერიოდი დიდ სტრესს დაემთხვა სამსახურში არსებული რეპრესიების გამო ( სკანდალით დავტოვე ძველი სამსახური და დავიწყე ახალი, თანაც გასაუბრებაზე რო გაიგეს ახალი გათხოვილი უფ ბავშვი მალე და რაღაცნაირად დაიჯღანნენ. მე კი არა 1 წელი არ ვაპირებთქო ჯერ ისეთი თავდაჯერებული ვიყავი, მარა რა ვიცოდი რომ უკვე ზალეტელა

)
მოკლედ ახალი სამსახურიც არანაკლებ სტრესიანი იყო, ისეთ მოძრაობაში ვიყავი რომ მართლა ვერ გავიგე როგორ გაირა მთელმა ფეხმძიმობამ, ალბათ უპრობლემოდ

ისე მქონდ აცჰანერგილი კველაფერი კარგად იქნება და მე ჯანმრთელი და ახალგაზრდა ვართქო... ექიმის აყვანა კი არა აღრიცხვაზე დადგომა და 2 ჯერ ექოზე გავლა დზლივას მოვასწარი... სულ გადარბენები... შაბათიც სამუშაო დღე გვქონდა ბოლო 2 კვირა იქ აღარ მივლია სამაგიეროდ სხვა საქმე მქონდა დასამთავრებელი და დღეში ერთი 10 სართული უნდა მევლო ფეხით, ტრანსპორტში მოხუცებს ადგილს უთმობდი არადა მე ძლივს ვიდექი ფეხზე... რაღაცა თიში აქვს ორსულ ქალს ისე სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობს.
მოკლედ ექომ პირველი თარიღი 16 მარტი (2005 წელი) დამინიშნა. დაქალები კაიფობდნენ ეს ისეთი პიონერია დანიშნულს როგორ გადააცილებსო...
გავიგე, რომ ჩაჩავაში ბავშვის ტანსაცმელი და რაღაცა ნივთებია საჭირო გავედით იმ დღეს ბაზრობაზე და ვიყიდეთ ყველაფერი. ტაქსი არ მინდათქო გავიგიჟე თავი მარშუტკით დავბრუნდები სახლშითქო და მეუღლე სამსახურში გაუშვი. მოვედი მივწექი დავათვალიერე პაწუკას ტანსაცმელები და ისეთი საყვარლები იყო რო გადავწყვიტე დღესვე უნდა ვიმშობიაროთქო.
ხოდა მოსაღამოვდა,
მივირთმევთ მე და ჩემი მეუღლე ბორშს... და რაღაცნაირად გამიარა მთელ ტანში თბილმა ტალღამ. დღეს იქნებათქო... გაკვირვეული კი მიყურებდა გარშემომყოფი ხალხი.
ვიბოდიალე ცოტახანი და დამიწყო ოდნავ ტკივილმა შეუმჩნეველმა, თუ ყურადღებას არ მიაქცევ, არც არაფერი...
დედაჩემმა ტელეფონზე ხმაზე რაღაც შემატყო და ჯერ არათქო არაფერი ისე კუჭი მაწუხებსთქო. დავწექი, და დედამთილი მეუბნება სანამ წელი არ აგტკივდებაო აზრი არ აქვსო საავდმყოფოში წასვლას. მოკლედ ვიწექი ეგრე, ხან მეძინა ხან არა, მეუღლეს გახდის ნება არ მივეცი ეგრე იწექი ფეხსაცმელებითქო რა იცი რა ხდება.... და ღამეს
სადღაც 3 საათზე გადავწყვიტე სამშობიაროში წასვლა (წელი მაინცდამაინც არ მტკიოდა, მარა დროის მონაკვეთები ტკივილებს შორის საგრძნობლად შემცირდა) მივედით ჩაჩავაში, 4 აკლდა წუთები, თურმე გახსნილი ვარ 3 თითზე, მიყურებს მიმღებში აქამდე როგორ იტანეო ტკივილითქო, რავიცი აბათქო, ამიყვანეს ლიფტით, ალბათ ეშინოდათ კიბეებზე არ გამეგდო პაწუკა... (მეშინოდა და ბოლო თვეებში არ ვჭამდი დიდად, ბაიას ადვილად გავაჩენთქო, 19,5 იყო მენჯი, 19 ბაიას თავი, ალბათ დასაშვები ნორმაა, ვიწრო მენჯი მაქვს

) ბოქსში ერთი თირკმელების შეტევიანი იწვა ეგონა დაეწყო მშობიარობა, მე და ბებიაქალი, რომელმაც შუქი ჩააქრო და განაგრძო ძილი. მერიდებოდა ხმის ამოღება, არ გავაღვიძოთქო, მოკლედ გამოვაძინე ის ქალი. რო გაიღვიძა უი რა კაი გოგო ყოფილხარო წამო გამშობიაროო. ალბათ როცა შემატყო ტუალეტში სირბილის მომატება ნამუსმა შეაწუხა ალბათ უკვე მოაწვაო. გამიხეთქეს ბუშტი, ყველაზე საშინელება რაც იყო მტელი მშობიარობის პერიოდში ფუუუუუუ... ნეტა მეორეზე თავისით გამისკდეს. ვნატრობდი მაგიდაზე მშობიარობას და არა იმ უბედურ სკამზე, იმის ძალიან კომპლექსი მაქვს. იმის მეტი არასოდეს დავმჯდარვარ, მარა იმ წუთში რო ეთქვათ აბა გადახტი მეოთხედანო, უპრობლემოდ გადავხტებოდი. ხან მცხელოდა ხან მციოდა, მთელი პერანგი სვალი მქონდა, ალბათ ჭინთვები კაი ხნის დაწყებული მქონდა მარა ყურადღება არავინ მომაქცია, არც მე ვიყავი გამოცდილი რამე მეთქვა. მოკლედ მეუბნება ეს ექიმი ერთ ტკივილზე 3 ჯერ გაიჭინთეო, თან არ იყვირო გეყვირება და რას იზამ დედაშენმა არ იყვიროსთქო... მოკლედ ნუ იჭინთებიო მაძლევს კამანდას და როგორ თავისით მეჭინთება, ბებიაქალი ეუბნება რას ეუბნებიო ბავშვი გამოდისო, მოკლედ მივხვდი ეს ექიმი მაგრა ურევს და დავყევი ბებიაქალი რჩევებს, ვიტყვი რომ იმ ქალმა მამშობიარა, ლამარა ერქვა, ცოტათი მოხუცებული, საკამაოდ კეთილი იყო. აბა ერთი გაჭინთვა, და გამოხტა ლიზიკუნა. მერე მომყოლიო და დამწვა ეს ქალი უცელზე, ისე მეღუტუნება მუცელზე, ექოზე სულ ვხითხითებ, არ შემიძლია, ვაწევინებ ხელებს, თან მიკვირს ტკივილი ასე უცებ როგორ შეიძლება დამთავრდესთქო. გამოსლიპინდა ისიც, მთელ-მთელი. გარე ნაკერები არაფერი არ ჩამხევია, აი შიდა კი მქონდა რამოდენიმე და კარგი შეხორცებისთვის დამიწყო იმ ბებიაქალმა კერვა, გამაყუჩებელი აშკარად დაენანა... მანახეს პაწუკა, რომელიც გადახატული მამიკო იყო... დამაწვინეს სადღაცა და მაკანკალებს ისე, ფეხებს ვერ ვიმორჩილებ, თან ეს ყინული მაშინ მივხვდი დედაჩემს რამდენი გადაუტანია 3 ბავშვი რო გააჩინა.
მთლად ვცახცახებ, ეს ბებიაქალი მეუბნება ისე კარგად იმშობიარეო, 1-2 საათსი გაიარ გამოიარეო, სადღაც დილის 7 სააათია. ამიმიტანეს მობილური და დაიწყო გაუთავებელი ზარებიი..... გამომიყვანეს ბლოკიდან და ადგილია რ არის პალატაში, დამაწვინეს ისევ წინასასმშობიაროში, გოგოები კივიანნნნნნნნ არ შემიძლია, მე ნერვები ისედაც დაწყვეტაზე მაქვს, მირეკავს მეუღლე რა ხდება მანდო არაფერი, ისე კივიანთქო... მოკლედ ამ გოგოებმა გაიგეს რომ ტელეფონი მაქვს და მტხოვენ დამარეკინეო, რას ვეტყვი უარს. და ურეკავს ერთი ქმარს ტექსტი ასეთია: - მკლავნ არ მშველიან მტკივა, მოკლედ ვისაც მშობიარობა გაუვლია, მიხვდება რა ტონითაც იტყოდნენ. იქედან ქმრები იწევენ... საშინელი სიტუაციაა. გამოვართვი მობილური და ვსიო ანგარიშზე არ მაქვსთქო.
შემოვიდა ექთანი ავდგებითქო ეგრე მითხრეს ადექიო, ოღონდ იმ საგიჟეთიდან გამოვსულიყავი... რას ავდგებოდი ბევრი სისხლი დამიღვრია. წამივიდა გული, გამოვფხიზლდი ფეხები უჭირავს ექთანს რატომღაც. გოგოები კივიან... გადამიყვანეს პალატაში. მშვენიერი პირობები იყო. ბაია 3100 49 სმ, თან ისეთი მშიერი დაიბადა კეფაში რო მქონოდა რძე იმას გამომწოვდა.
იცით მუცლად ტარება და გაჩენა არაფერი არ არის, ყველაზე რთულია ბავშვიდან ნამდვილი ადამინი გაზარდო...
გამიგრძელდა ძალიან, ალბათ თავიც შეგაწყინეთ, ახლა კიდევ ერთს ველით, პირველი კი ხვალ 2 ის სრულდება.
ესეც მშობიარობის მოგონება...
მე ბაყაყი, შენ პეპელა...