სულმოუთქმელად ველოდებოდი, როდის მომიწევდა მეც ამ თემაში დაწერა და ეხლა უნდა ავისრულო

ვიმშობიარე 22 აპრილს, მაგრამ ყველაფერი რამოდენიმე დღით ადრე დაიწყო. არადა მანამდე რომ ვიძახდი, მშობიარობის მოახლოება წინასწარ უნდა ვიგრძნო მეთქი, ყველა მეუბნებოდა, მოულოდნელად დაგატყდება თავსო.
ბოლო თვეში უკვე ძალიან დავიღალე, არაფერი არ მაწუხებდა, მაგრამ დღეებს, საათებს, ლამის წუთებსაც კი ვითვლიდი. ამ ლოდინმა იმდენად მომაბეზრა თავი, თვითონ მშობიარობის პროცესზე საერთოდ არ ვფიქრობდი. რეალურად ერთხელაც არ წარმომიდგენია, როგორ მეტკინებოდა, რა მოხდებოდა და ა.შ. შესაბამისად, არათუ არ მეშინოდა, პირიქით, როგორც დიად განმათავისუფლებელ წამს, ისე ველოდი ტკივილის დაწყებას

ჰოოდა, სადღაც 19 რიცხვში დამეწყო წამოვლითი ტკივილები წელის და მუცლის არეში. არც ძალიან მტკივნეული, არც ძალიან ხანგრძლივი, არც კონკრეტული შუალედებით, მაგრამ მაინც - ტკივილი. ერთ ღამესაც საერთოდ არ დამეძინა, ჩამეძინებოდა და ტკივილი მაღვიძება. ველოდე, ვითვალე და დილის 7 საათისკენ უკვე გავაღვიძე ჩემი ქმარი, მეთქი ჰა ეხლა, წამოხვალ თუ სახლში ვიმშობიარომეთქი. თან რატომღაც ვტიროდი. ავდექით, ვიბანავეთ, ნელ ნელა, ნება ნება დავაწექით ნახალოვკაში სამშობიაორსკენ (ჩანთა 2 კვირით ადრე მქონდა ჩალაგებული, "ჩემოდნებზე ვიჯექი"). ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მიმღებში ბაჩუკი რომ დამხვდა მორიგე ექიმად და სხვას რომ არ მოუწია ჩემი გასინჯვა. გამოვიდა გათანგული და უძინარი სახით, რომ დამინახა "ვუი, მოხვედიო?" და რატომღაც უცებ გამოფხიზლდა

მოკლედ, გამსინჯა და დღეს საღამოს ან ხვალ მაინც იმშობიარებ და თუ გინდა დარჩი, თუ გინდა წადიო. წამოსვლა ვარჩიე, იქ რა გამაჩერებდა და დედაჩემთან დავბანაკდი ჩემი ბარგიანად. მთელი დღის განმავლობაში ხან მტკიოდა, ხან 2 საათი ისე გადიოდა, ჩიტივით ვიყავი. მეთქი აუუ, ეს თუ კიდე გადაიდო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დილის ექვს საათზე უკვე 6-7 წუთიანი შუალედებით და საკმაოდ ძლიერი მოვლითი ტკივილებით გავიღვიძე, დავურეკე ჩემს ქმარსაც ( ხო, ვიბანავე!

)და 6 საათზე უკვე სამშობიაროსთან ვიყავით. კიდევ არ ქონდა ჩემს სიხარულს საზღვარი, როცა მანქანიდან გადმოსულმა აივანზე ბაჩუკი დავინახე. ხელი დამიქნია და რა არის, შენ კიდევ იცინიო? მეთქი ჯერჯერობით კი.
2 თითნახევარზე ვიყავი გახსნილი, მომამზადეს, რაღაც საშინელი პერანგები ჩამაცვეს და ბლოკში მიკრეს თავი. საშინელი ბლოკი იყო, ძველმოდური, რაღაცნაირად ბინძური, სამშობიარო სკამიც რაღაც ძველისძველი და შიშისმომგვრელი. მეთქი ერიჰაა, მარა იხტიბარი მაინც არ გავიტეხე. დედაჩემი, ჩემი ქმარი, დედამთილი, ბიძაშვილები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბლოკში და ჯერჯერობით მართობდნენ. ჰო, და ტელევიზორში დილის გადაცემა გადიოდა რაღაც და თან იმას ვუყურებდი. აი, სერიალი რომ დაიწყო (10 საათისთვის), ტკივილების დროს უკვე ვყვიროდი კიდეც, მაგრამ ყვირილიც შედარებითია. ბოლოს ძაან რომ ავკრიფე, ბაჩუკი მოვიდა და პატარა სეანსი ჩამიტარა, ეხლა შენ ისე ძაან არ გტკივა, პროსტო ნერვებს ყვებიო და მართლაც გამიარასავით. ცოტა ხანში სხვა ბლოკში გადამიყვანეს. სუფთა იყო, ვრცელი, ბურთიც იყო, სამშობიარო მაგიდაც თანამედროვე და მოკლედ, ბევრად უკეთესი ატმოსფერო, ვიკატავე ცოტა იმ ბურთზე და მერე უკვე სულ მეკიდა, როგორ ბლოკში ვიქნებოდი, ლამის ვითიშებოდი ტკივილების დროს და არანორმალურად ვყვიროდი. ერთ მომენტში მოვედი აზრზე და ვუი, ამხელა ხმაზე მე ვყვირივარ მეთქი? გაკვირვებულმა ვიკიხე. სიმართლე გითხრათ, ბებიაქალების როლი საერთოდ არ მახსოვს ამ პროცესში, დედაჩემი მედგა თავზე და ბაჩუკიც ხშირად შემოდიოდა. საკმაოდ გაიწელა ტკივილები და ბოლოს რამე მიქენით, არაფერი აღარ მინდათქო, ვიყვიროდი. მართლა არ მეგონა, რომ ოდესმე ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. ხოდა გამიკეთეს კუნთში პრომიდოლი. მიშველა. ტკივილით კი მტკიოდა, მაგრამ რაღაცნაირად გავითიშე და ვერ აღვიქვამდი ისე იმ ტკივილებს. სადღაც საათნახევარი ესე ბურუსში ვიყავი, ეხლაც არ მახსოვს ნათლად. მერე ჭინთვებიც დაიწყო. ესეც კარგა ხანს გაგრძელდა. ზოგ ჭინთვას ბაჩუკი მაკავებინებდა, ეს არ არის ნამდვილი ჭინთვა და ძალა დაზოგეო, მეობნებოდა. როგორც შემეძლო, ვუჯერებდი. დამაჩქარებელი დამიდგეს და ძალიან მცირე დოზით მიშვებდნენ, იმიტომ რომ ძალიან გავწამდი. ბოლოს როგორც იქნა, ეხლა მალე იქნებაო და მოამზადეს ყველაფერი ბავშვის დაბადებისთვის, შემოვიდა პედიატრი მაჭარაშვილიც (ჩემი მოგვარე კსტაწი

), მეც აზრზე მოვედი და დიდი შემართებით მივუდექი საქმეს, თან რატომღაც მეგონა ,რომ ყველა ჩემნაირად ელოდებოდა ამ ბავშვის გაჩენას და ეს ძალას მაძლევდა. "თმები ჩანს, თმები ჩანსო" - მეუბნებოდნენ. ბოლოს აბა ერთიცო, ბაჩუკიმ და ელენაც ნახევრად გამოძვრა. ძალიან სასაცილო იყო, ესე ნახევრად გამომძვრალს რომ ვუყურები. ერთიც გავიჭინთე და გამოძვრაა. აუუ რა შეგრძნება იყო, რომ შევხედე, პირველი რაც ვიფიქრე, რა ლამაზიათქო. მერე მუცელზე დავიხედე და ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი, რომ აღარ მქონდა. ნახევი არ გაქვოაწონეს, 3.800 იყო, 52 სმ და დამაწვინეს გულზე. ამ შეგრძნებაზე აღარ მოვყვები, ვინც გამოცადა, იცის რაც არის, ვინც ჯერ არა, წინ დიდი ბედნიერება ელის. დამავიწყდა მთელი მშობიარობა და დღემდე არ მახსოვს, მარტო ეს ბოლო მომენტები მაგონდება რაღაც უბედნიერეს წუთებად.
12 საათი გაგრძელდა ეს ყველაფერი. გარეთ 25 კაცამდე მელობოდა, დაცვა გაწამდა
მერე პალატაში გადამიყვანეს და საჭმელი მომიტანეს.
მოკლედ, კარგი იყო. მაშინ ვიფიქრე, რომ აუცილებლად კივე გავაჩენდი შვილს.
იმშობიარეთ, გოგოებო, იმშობიარეთ

ყოველთვის სასჯელი მეგონა ეს ქალისთვის, ეხლა კაცები მეცოდებიან, რომ ამას ვერასდროს იგრძნობენ. კაია რა

აი, ბარემ სურათიც
This post has been edited by netarato on 14 May 2008, 15:59
მიმაგრებული სურათი