პატარა ბავშვი არ მყავს რომ ფოტოები დავდო და აქ მაინც შემოგიერთდებით
მართალია 16 წლის წინ გავაჩინე მაგრამ მაინც კარგად მახსოვს ყველა დეტალი.
ჩემმა შვილმა 9 თვემდე არ მოიცადა და 8 თვიანი გამოხტა გარეთ. ჩვეულებრივ გასინჯვაზე ვიყავი მისული და ექიმმა რომ მითხრა გტოვებ აჩენო გავაპროტესტე, მაგრამ არ გამომიშვეს.
მესამე ხარისხის ვიწრო მენჯი მაქვს ყველა ამბობდა რომ საკეისრო აუცილებელია და ფიზიოლოგიური მშობიარობა გამორიცხული, მაგრამ მე და ჩემმა ექიმმა დავიჩემეთ რომ ჩვეულებრივად გავაჩენდი.
ამის გამო ჩემს მშობიარობას ესწრებოდა მთელი სამშობიაროს მედკოლექტივი + ჩაჩავადან ამოსული ''კონკურენტი'' ექიმები რომ ენახათ როგორ ჩავაკვდებოდი ჩემს ექიმს ხელში და გაეხარათ
(ზოგს მე თუ მითხავ ექიმობა კი არა სერთოდ ხალხთან ურთიერთობა უნდა აუკრძალო)
ჩაჩავადან ამოსული ერთი ძალიან ცნობილი ექიმი (თAვს შევიკავებ დასახელებისგან) თავზე მედგა და პერიოდულად ნიშნისმოგებით ხმამაღლა ამბობდა- ''აარააა, ვერ გააჩენს, გაჭედავს, ვერ გააჩენს''
დღემდე მახსოვს ამ კაცის ბოროტი ხმა.
წარმოიდგინეთ ჭინთვები დაწყებული, ამხელა რისკზე წასული, ყველას შეშინებული თვალები და ასეთ რამეს ისმენ ქალაქში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ექიმისგან. როგორ გავუძელი არც ვიცი.
ღვთის ნებით და ჩემი ექიმის პრიფესიონალიზმით მშვიდობიანად ვიმშობიარე.
ჩემი მშობიარობა დღემდე ახსოვთ იმ სამშობიაროში.
კობის ქუჩაზე, მესამე სამშობიარო. ექ. გია ჯავახიშვილი რომელიც სამწუხაროდ ორი წლის წინ გარდაიცვალა და დღემდე ვერ მომინელებია. (იმიტომ რომ ექიმის გარდა ჩემი ახლობელიც იყო)
სასაცილო კი ის იყო რომ როგორც კი გავაჩინე და ბავშვი დამანახეს (ასფიქსიის გამო ლურჯი იყო) ''ნახე რა ლამაზი გოგო გყავსო, გინდა ახლოს მოგიყვანოთო '' გავაპროტესტე, რას გავს ესა ლამაზი, არა გმადლობთ არ მინდა თქო.
სტუდენტებიც ესწრებოდნენ და ისეთი სახით გამომხედეს მსოფლიოში ყველაზე ცუდი დედა მეგონა თავი.
მიუხედავად მძიმე მშობიარობისა (გაუტკივარება არც არსებობდა მაშინ) კიდევ სიამოვნებით გავაჩენდი და ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე.