რატომღაც მომინდა ჩემი მშობიარობის ისტორიის მოყოლა
ზუსტად 4 თვის წინ, 19 იანვარს, ნათლისღებას დაიბადა ჩემი საბა

დილის 5 საათზე ტკივილმა გამაღვიძა მუცლის არეში. ეგრევე საათს შევხედე და დავიწყე თვლა, ყოველ 15 წუთში მეორდებოდა აშკარად,მაგრამ 6 საათამდე ვითვლიდი და არც არავინ გამიღვიძებია. 1 საათის მანძილზე, რომ დავრწმუნდი ერთნაირი შუალედებით მქონდა ტკივილი, გავაღვიძე ჩემი ქმარი და მტკივამეთქი ტრაგიკული სახით განვუცხადე. ჩემმა ქმარმა (როგორც ჩვევია ხოლმე რთულ მომენტებში) სიცილი დაიწყო

დაგეწყოო? თან იცინოდა და თან მკოცნიდა, ვითომ დასაწყნარებლად. იმ დღეს პირველად ზუსტად მაგაზე ვეჩხუბე

, რა გაცინებსმეთქი. უცებ წამოხტა, ჩაიცვა და დაიწყო ქოთქოთი წავედით დროზეო. მე ჩალაგებული არაფერი მქონდა, იმიტომ რომ იდეაში 23 იანვრიდან ველოდებოდი, ხოოდა მეორედ უკვე მაგაზე ვეჩხუბე, ნუ მაჩქარებ მეთქი. მინდა აღვნიშნო, რომ მოთმინებით მიტანდა.
ჩავალაგე რაც გამახსენდა და წავედიით. მახსოვს, ალბათ ნერვიულობისგან, სულ მაკანკალებდა და მცივამეთქი ვიძახდი. მივედით ნახალოვკაში და უამრავი ხალხი დაგვხვდა გასასინჯ ოთახში. გასინჯვის მერე ყველა სახლში გაუშვეს, ჯერ ადრეაო. მორიგე ექიმმა მე რომ შემომხედა, შენც ისე იცინი, ჯერ ადრეა ეტყობაო, მაგრამ რომ გამსინჯა ორ თით ნახევარზე ვიყავი უკვე გახსნილი და ეგრევე ბლოკში მიკრეს თავი. ბლოკში შესვლა და ტკივილების მომატება ერთი იყო. დავურეკეთ ბაჩუკის, რომელმაც განაცხადა, ჯერ არაფერი არ იქნებაო, ექთნებს აუკრძალა თავის მოსვლამდე ჩემი შეხებაც კი და დამტოვეს ასე ბლოკში ქმრის ამარა. ცოტა ხანში კივილი რომ დავიწყე და ჩემმა ქმარმა დამშვიდება დამიწყო ჩემდა უნებურად მესამეჯერ ვეჩხუბე. მერე უკვე მე აღარ შემიძლია ამის ყურებაო და ქმარი მამიდაჩემმა შეცვალა, რომეიც ბოლომდე დამესწრო,თუმცა მასაც ბევრჯერ ვეჩხუბე

, ნუ მეხებიმეთქი (ეხლა ძალიან მრცხვენია).
სადღაც 10 საათისთვის მოვიდა ბაჩუკი. ექთნებმა პირნათლად აასრულეს მისი დავალება და სანამ მოვიდოდა არც კი მოსულან ჩემთან

ვითხოვდი, ხალხი არ ხართ?გაუტკივარება გამიკეთეთ მეთქი, მაგრამ ვინ მისმენდა. ბაჩუკი რომ მოვიდა და გამსინჯა, 4 თითზე ვიყავი უკვე და რა დროს გაუტკივარებააო და ექთნებს დაუწყო ჩხუბი, რატომ არ მიხედეთ აქამდეო, იმათაც თავი იმართლეს შენ არ გვითხარიო? ხოდა გაუტკივარების იმედიც მომესპო, არადა წვრილი მენჯი გაქვსო და შეიძლება საკეისრო დაგჭირდესო მთელი ორსულობა მეუბნებოდნენ და საშინელმა შიშმა ამიტანა უცებ რომ ვერ გავაჩენდი.
ბოლოს ისე მტკიოდა, რომ საშინლად ვყვიროდი. ბებიაქალი ყოველ გავლა-გამოვლაზე კომენტარს აკეთებდა : "დედა რამხელა ხმა აქვს ამ პატარა გოგოსო"

და ერთ გავლაზე :"ნახე როგორ აკივლებს პატარა მაიმუნიო", ანუ ჯერ არ დაბადებულ საბაზე თქვა და ეს ვეღარ ავიტანე, "მაიმუნი შენ თვითონ ხარ მეთქი" მივაძახე (ესეც ძალიან მრცხვენია ეხლა).
მერე ყველაფერი უცებ მოხდა. ჭინთვები რა შვება ყოფილაააა... სამშობიარო სკამზე რომ გადამიყვანეს და მივხვდი მალე დამთავრდებოდა ყველაფერი, უფრო მოვინდომე. რამდენიმე გაჭინთვის მერე ერთი დავიყვირე "აღარ გამოდისმეთქი"? და იმ წუთასვე გამოძვრა ნახევრად. ნახევრად გამოსული რომ დავინახე, თან ბოლო ხმაზე ტიროდა, კინაღამ გავგიჟდი სიხარულისგან და ჭინთვები შევწყვიტე, კიდევ კარგი ბაჩუკიმ დამიძახა, ნუ მოეშვიო, კიდევ ერთი გაჭინთვა და ზუუსტად პირველის ნახევარზე დაიბადა ჩემი საბა

3 და 500, 52სმ.
გულზე რომ დამაწვინეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო იმ წუთას არავინ და არც არასდროს განმიცდია ასეთი ბედნიერება მანამდე. სანამ ბაჩუკი ნაკერებს მადებდა, საბა გულზე მეწვა და უკვე ყველაფერი მეკიდა სხვა. პალატაში რომ გადამიყვანეს ვჭამე თუ არა, ეგრევე პედიატრებთან დავრეკე ბავშვი მომიყვანეთმეთქი. დედობრივ გრძნობაზე მაგარი არაფერია! ყველაზე საყვარელი არსებაა ჩემთვის ეს ოთხი თვის ადამიანი

არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი ოდესმე,მაგრამ აუცილებლად გავაჩენ კიდევ. ამ სიამოვნებას არ მოვაკლებ საკუთარ თავს.
Expect the worst but hope for the best.