Donnaრა დაღლილი სახე აქვს ამ სურათზე. ამან ჩვენზე გაცილებით მეტი იცის ამ მომენტში.
ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაზარდოს
ეპიზოდი ჩემი სამშობიაროში წოლის ისტორიიდან, უფრო სწორად ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან სამშობიაროში რომ ვიწექი.
პალატაში მე და ჩინელი ვიწექით, პირველად ეს ჩინელი ბლოკთან დავინახე, ტკივილისგან იჭაჭებოდა, ეგრევე გავიფიქრე რა ცოდოა ის, ვისაც ამას შეუყვანენ პალატაში თქო. საღამოს მე შემომიყვანეს და ელდა მეცა, მაშინვე მივხვდი რომ ჩინელიც ადამიანია და ასე ცუდად არ უნდა გამეფიქრა მასზე. ქართული ფაქტიურად არ ესმოდა, ერთადერთი სიტყვა იცოდა , მტქივა.
სხვა გზა არ მქონდა, როგორმე კონტაქტში უნდა შევსულიყავი და რაიმე სასარგებლო გამეგო მისგან.
ერთი წელია საქართველოში ვცხოვრობო, 6 წლის ბავშვი ჩინეთში მყავს დატოვილიო. მენატრება ჩემი ჩინეთიო.
ხო წარმოგიდგენიათ, რა საინტერესო სიტუაციაში ვიყავი. ეს ყველაფერი ჩინურად მითხრა და მე გავიგეე
ერთხელ სასადილოდან რომ დავბრუნდი ჩემი ბავშვი აღარ იწვა საწოლზე, გული გადამიქანდა, ეგრევე ნაკეისრალ ჩინელს შევხედე რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეძლო ფეხზე წამოდგომა, მშვიდად მიყურებდა და მიღიმოდა, მერე ხელით მანიშნა თავის ლოგინზე, ორი ბავშვი ეწვა გვერდით ერთ ერთი ჩემი იყო აშკარად, გული გამისკდა ნეტა ის ხომ არ არის ჩემი, რომელსაც ძუძუს აწოვებს მეთქი, გადავრჩი, ახლოს მივედი და ავიყვანე ჩემი ნატალიშკა, ამიხსნა რომ ძალიან ტიროდა და იმიტომ გადმოვაწვინე ჩემთანო. მე ცალყბად, მადლობის ნიშნად გავუღიმე. აბა რა უნდა მექნა, ნაკეისრალი ჩინელი პირველად ჩემი ბავშვის გამო წამოდგა ფეხზე.
ერთ ღამეს ჩინელის კივილმა გამაღვიძა, ბავშვს ლოყებში უტყაპუნებდა შეშინებული, ისეთი უსუსური იყო ორივე,

დედაშვილი . ფეხზე ადგომა არ შეეძლო, ზარსაც ვერ რეკავდა , მაშინვე მორიგეებს დავუძახე, ძლივს მოაბრუნეს ბავშვი, ,რაღაც კრუნჩხვისმაგვარი დამართნია. ჩინელმა დიდი მადლობები მიხადა და მეორე დღეს მემგონი მთელი ჩინეთი მიცნობდა, მინდა გითხრათ რომ დღედაღამე ტელეფონზე იყო ეს გოგო ჩამოკიდებული და გაბრუებული ვიყავით მე და ჩემი შვილი მისი ჩინური სჯაბაასით.

მოკლეთ ერთი ჩინელის სიცოცხლე ჩემს კისერზეა
გავაგრძელებ მერე
ჩემი გამოწერის დღე ახლოვდებოდა, სამშობიაროში მეორე ჩინელი მშობიარე გაიჩითა, ჩემი გამოწერის წინა დღეს იმშობიარა იმანაც. ჩემ ჩინელს შევთავაზე არ გინდა შენიანთან ერთად წოლა პალატაში თქო , არაო. შენ რამდენჯერ მომეხმარე და გადამარჩინეო, ქართველთან ერთად უფრო დაცულად ვიგრძნობ თავსო. ესეც ჩინურად მითხრა და მე გავიგეეე
იმ საღამოს ექთნები შემოლაგდნენ ჩემთან თხოვნით, ის მეორე ჩინელი გოგო ბლოკშია და არ ვიცით სად შევიყვანოთ, ყველა პალატაში ისტერიკებია ჩინელზე, გოგოები გთხოვენ გვერდით პალატებიდან იქნებ ეს ბოლო ღამე სხვა პალატაში გაათიო და ეს ჩინელი ამ ჩინელს შემოვუყვანოთო.
მე ეგრევე შევედი სხვა მელოგინე გოგოების მდგომარეობაში და მაშინვე დავთანხმდი გადასვლაზე.
მოკლეთ ეგრე იყო ეგ ამბავი, კიდე ბევრი წვრილმანი სასაცილოები მოხდა იქ.
This post has been edited by muzabello on 27 May 2008, 16:58
ძლივს მეღირსა სიგნატურა......................................................