არ მეგონა ასე მალე თუ შევძლებდი იმ ყველაფერს "დავბრუნებოდი" მაგრამ დრეს რატომღაც მომინდა მომეყოლა ჩემი ისტორია

18-ში გამოცდა მქონდა, ჩემმა ძვირფასმა ლექტორმა ხშირად მიცდენდიო და მაწერინა რეფერატები, ტესტები და ერტი სიტყვით მთელი საგანი საფუძვლიანად შევისწავლე

...ხოოდა წამიყვანა კოტიმ გამოცდაზე...ხოდა ამ ჩემმა ძვირფასმა ლექტორმა ზუსტად 3საათი მაყურყუტა იქ , ბოლოს როგორც იქნა გამომკითხა და ერთი ქულა დამიმატა ორსულობის ხათრით

...აუდიტორიიდან გამოსულმა საშინელი დარლილობა ვიგრძენი, მაგრამ მანქანაში კოტისთან ერთად ჩვენი მეგობარი და კოტის ძამიკო დამხვდნენ და მე გახარებული იმით რო ჩავაბარე და ისინი იმიტ რო როგორც იქნა გამოვედი გავეშურეტ სახლისკენ...ნუ მთელი დღე კარგათ ვიმხიარულეტ და საღმოს ისევ საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, საშინლად მინდოდა დაწოლა, მაგრამ მალე აპირებდნენ წავლას და არ დავწოლილვარ, ცოტა ხანში რაღაც სისველე ვიგრძენი, თუმცა დიდი ყურადღება არ მიმიქცევია...მაგრამ მერე...კიდე რო ვიგრძენი ცოტა შემეშინდა...მთელი საღამო ცოტა გამონადენი მქონდა, რო დავწექი თითქოს შემიწყდა და გამიხარდა, კოტის ვეუბნბოდი მგონი მეწყება მეთქი, და არა ნუ გეშინია ეს წყლების დაღვრა არ იქნება თუმცა ხვალ აუცილებლათ წავიდეთ ექიმთანო...
დილას რო ავდექი კიდე ვიგრძენი სისველე თუმცა არ მჯეროდა რო დამეწყო, მაგრამ მაინც მოვწესრგდი(წასვლა არ მინდოდა და ფეხს ვითრევდი

)და ბოლოს როგორც იქნა წავედიტ... სიცილ სიცილით ჩავედით ეზოში, დარწმუნებული იმაში რომ ისევ სახლში დამაბრუნებდნენ...აშკარად ვგრძნობდი რომ იმ დღეს არ დამეწყებოდა...
რო მივედით სოსომ ექოზე გამიშვა, ნაადრევი მომწიფებააო, დატოვებას არ მიპირებდა მარა მერე მაინც გადაწყვიტა გავესინჯე და...ერტ ტიტზე ხარ გახსნილი უნდა დაგაწვინოთ, დღეს არ უნდა გააჩინო,ბავშვი უნდა მოვამზადოთ მშობიარობისთვის ნემსები და წამლები დღეს და ხვალ უნდა გააჩინო იმიტო რო წყლებს ღვრი და მეტი დრო არ შეიძლება გაცერებაო...ხოოდა გამოვედი ატირებული

...მომიტანეს რაღაც საშინელი პერანგი და ჭრელაჭრულა ხალათი, სანამ გააჩენ ჩვენი უნდა გეცვასო და შემიყვანეს პალატაში სადაც დამხვდა გოგო რომელიც 1,5თიტზე იყო გახსნილი და ტირილიტ იკლებდა იქაურობას აღარ შემიძლიაო, იმის შემყურეს ნერვიულოისგან კანკალი დამეწყო, მერე ის გოგო გაუტკივარების გასაკეთებლად გაიყვანეს კოტი შემოუშვეს, ცოტა დავწყნარდი...მთელი ღამე ჩემთან იყო, თვალი არ მოუხუჭია საწყალს, მე კი დამალევინეს დამამშვიდებელი, მაგრამ მწც არ მიძინია თითქმის....
როგორც იქნა გატენდა, სოსო მოვიდა, გამსინჯა 2თიტზე ვიყავი...დღეს იმშობიარებო და წავიდა...კაროჩე ბევრი რო აღარ გავაგრძელო საღამოს 3,5თითზე რო გავიხსენი შემიყვანეს ბლოკში და რარაც კათეტერი გამირჭვეს, რაც ძაან ნერვებს მიშლიდა...თან მითხრეს იარეო, ტკივილები ტითქმის არ მქონდა,კოტი ჩემთან იყო, გარეთ მინიმუმ 20კაცი მელდებოდა და მხნედ ვიყავი

...რატომღაც მჯეროდა რო ძაან არ მეტკინებოდა...სოსო მოვიდა, 10სთვის გააჩენო და გავიდა ისევ...დრო ნელა გადიოდა, ტკივილები მიძლიერდებოდა...ბებიაქალმა ტკივილები პიკს რო მიახწევს ჭინთვები დაგეწყება და შვებას იგრძნობო, კაი ბებიაქალი იყო...მერე სოსომ შემოიარა 4თითზე ხარო...ამ დროს სხვა მშობიარეც შემოიყვანეს და კოტი გარეთ გაუშვეს, ააფრიტ არ გადიოდა, მაგრამ მე ვთხოვე გადი მეტქი, იმ იმედით რო მალე შემოუშვებდნენ...გავიდა და მეც დამეწყოო...ნელ ნელა მიმატა და კოტი რო მოვითხოვე არ შემოუშვეს, ყოველ წუთში მირეკავდა, ვერც ვჯდებოდი, ვერც ვწვებოდი ისე მტკიოდა, ერთადერთი სიარულში პოულობდი შვებას... სანამ შემეძლო ვეუბნებოდი არ მტკივა მეთქი, მაგრამ ბოლოს ავბრავლდი არარ შემიძლია მეთქი...და მაშინვე შემოვარდა, აღარავის დაუჯერა და მას მერე გვერდიდან არ მომშორებია...ისევ მოვიდა სოსო სრული გახსნააო, ტკივილი უკვე მაგიჟებდა, რაღაც ნემსი გამიკეტეს ვითომ გამაყუცებელი მარა ვერაფერი მიშველა, ისე მტკიოდა მეგონა ხელი რო მივიკარო გავაფრენ მეტქი და სულ დავდიოდი წინ და უკან, ის წამალი დამაზინებელიც ყოფილა, თვალები მეხუჭებოდა და ასე თვალდახუჭული დავდიოდი, კოტის შევეხვეწე რამე მომიტანე და მომკალი მეტქი, გაფითრებული იდგა...ღმერთო ეს რას ვამბობ მეტქი გავიფიქრე...ცდილობდა მომფერებოდა, მაგრამ არ შემეხო მეტქი, მეჩვენებოდა რო უფრო მტკიოდა...სოსო მეუბნებოდა გაიჭინტე რო დაგეწყოს ჭინთვებიო, ვცდილობდი მაგრამ არ შემეძლო...ტკივილი მაგიჟებდა...მახსოვს ფანჯარა ღია იყო და რო მიუახლოვდი გავიფიქრე რა კაი იქნება ეხლა აქედან რო გადავხტე მეთქი...და ისევ შემეშინდა ამას რას ვფიქრობთქო...მერე დარწმუნებული ვიყავი რო ვკვდებოდი...სოსო ისევ მეხვეწებოდა გაიჭინთეო...რაღაცა იდგა არ მახსოვს რა იმას დავეყრდენი და რაც ძალა მქონდა ვცდილობდი...მერე არარ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი იმ სავარძელზე...მახსოვს რო ვფიქრობდი ვკვდები მეტქი და მახსოვს კოტის სახე...ამ აუტანელი ტკივილების დროს თვალდახუჭული ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი რო ის იქ იყო და ეს მაძლევდა ყველაფრის ძალას და იმედს...
უცებ სვებასავით ვიგრძენი და თვალი გავახილე...და მაშინ პირველად დავინახე ჩვენი თორნიკეს თავი და საოცარი სითბო ვიგრძენი...მერე ბავშვი გულზე დამაწვინეს და...ეს სასწაული იყო, ვერ აღვწერ...ვხედავდი როგორ შემოდიოდა მის პაწაწა სხეულში სიცოცხლე, როგორ ცდილობდა ესუნთქა...მე და კოტი მტელი ხმით ვყვიროდიტ ბავშვი ხო კარგათააო?აღარანაირი ტკივილი აღარ იყო...იყო უაზრო და უსაზღვრო ბედნიერება..ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი ჩემთან იყო....კოტი რო არა ნამდვილად მოვკვდებოდი, უყურებდი და ვხვდებოდი რომ უზომოდ ბედნიერი ქალი და დედა ვარ...და მთელი ცხოვრება ლოცვაში რო გავატარო მაინც ვერ გადაუხდი მადლობას უფალს ამ ცემი ორი სასწაულისთვის....


ეს ჩემი კოტი(ჩემ ტკივილებამდე ცოტა ადე

) და ჩვენი თორნიკე (5წუთის დაბადებული)